გლობალიზაცია მოკვდა, საჭიროა გამოვიგონოთ ახალი მსოფლიო წესრიგი

გახდა თუ არა მსოფლიო ”დემოკრატიის პიკის” მოწმე? არის თუ არა მომავალი იმგვარი, როდესაც თავისუფალი ბაზრის ღია საზოგადოებები მეტოქეობას გაუწევენ ავტორიტარულ ქვეყნებს სახელმწიფო კაპიტალიზმის პირობებში საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის მოსაპოვებლად. მაიკლ ოსალივანის, ყოფილი საინვესტიციო ბანკირის და პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტის აზრით უფრო სასარგებლო იქნება მომავალის განხილვა.

მაიკლ ოსალივანი

მაიკლს ოსალივანის წინგი ”გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation] გარკვეულ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს. ავტორი მულტიპოლარულ სამყაროს ფორმირების მომხრეა, თუმცა იმასაც ათვიცნობიერებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ის შეშფოთებულია დაბალი ზრდით და ჭარბვალიანობით, ამიტომაც მოუწოდებს ყველას «რისკის შესახებ მსოფლიო შეთანხმებას», რათა ცენტრალურმა ბანკებმა მხოლოდ რაოდენობრივი შემცირების მეთოდებს მიმართონ შეთანხმებული პირობების დროს.

ჩვენ უკვე უკან მოვიტოვეთ გლობალიზაცია. ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მას და მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ახალ მსოფლიოში მინიმუმ 3 დომინანტი რეგიონი იქნება: აშშ, ევროკავშირი და ჩინეთის ცენტრალური აზია. ისინი სულ უფრო ხშირად სრულიად განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებენ პოლიტიკის, თავისუფლების, ომის, ტექნოლგიების და საზოგადოების მიმამართ. საშუალო მასშტაბის ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია ყველანაირად მოინდომებენ საკუთარი ადგილის პოვნას მსოფლიოში, იმ დროს როდესაც პატარა და განვითარებული ქვეყნების ახალი კოალიციები ჩამოყალიბდება სკანდინავიის და ბალტიისპირეთის მსგავსად. XX საუკუნის ინსტიტუციები – მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარსულს ჩაბარდება.

20190629_OPP503.jpg

გავლენიანმა დასავლურმა გამოცემა The Economist-მა ოსალივნთან ინტერვიუ ჩაწერა და ჩვენ ამ ინტერვიუს ქართულ  ვერსიას გათავაზობთ:

The Economist: რამ მოკლა გლობალიზაცია?

მაიკლ ოსალივანი: მინიმუმ 2 რაღაცამ მოუღო ბოლო გლობალიზაციას. პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და შედეგად ზრდა გახდა ”ფინანსური”. ვალი გაიზარდა და უფრო მეტი ”მონეტარული აქტივიზმი” დაფიქსირდა, ანუ ცენტრალური ბანკები ეკონომიკაში ფულის ჩაშვებას ობლიგაციების და აქციების შეძენის მეშვეობით ახდენენ – საერთაშორისო ექსპანსიის შესანარჩუნებლად. მეორე, გვერდითი ეფექტები ან გლობალიზაციის მოსალოდნელი გვერდით რეაქციები უფრო აშკარაა: ქონების უთანასწორობა, ტრანსნაციონალური კორპორაციების დომინირება და გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაბნევა, რაც აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებად იქცა.

The Economist: გარდაუვალი იყო თუ არა გლობალიზაციის სიკვდილი თუ შესაძლებელი იყო მისი თავიდან აცილება? 

მაიკლ ოსალივანი: ერთ-ერთი პრობლემური ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ცენტრალური ორგანო ან ოფიცაილური ინსტიტუტი გლობალიზაციის ფორმირებისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და შესაძლოა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გარდა. ბევრი თვალსაზრისით გლობალიზაციის დასასრული ხაზგასმულია სუსტი და არადამაჯერებელი რეაქციით მსოფლიოს ფინანსურ კრიზისზე. საერთო ჯამში პასუხი კაპიტალის ღირებულების შემცირება იყო და არა კრიზის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. ასე რომ,  ვალებით დატვირთული და ცენტრალური ბანკებისგან იოლი ფულის მოპოვების იმედით შეპრყობილი მსოფლიო ეკონომიკა მოიკოჭლებს.

The Economist: თქვენ განჭვრიტეთ, რომ ახალი საერთაშორისო ინსტიტუტები ჩაანაცვლებენ XX საუკუნის არქაულ ინსტიტუტებს, რომლებიც სხვა ეპოქას უფრო უხდება. როგორ იმუშავებენ ისინი? და შეძლებენ თუ არა სხვადასხვა ფასეულობის მქონე ქვეყნები თანამშრომლებას (ანუ დემოკრატიული საბაზრო საზოგადოებები ”Levellers” და სახელმწიფოს მიერ მართული საზოგადოებები და ეკონომიკები ”Leviathans”?

მაიკლ ოსალივანი: ბევრი იყო გაკეთებული ცივი ომისდროინდელი კონკურენციისას კომუნისტურ რუსეთს და აშშ-ს შორის და დღეს ზოგ-ზოგიერთებს სურთ ცივილიზაციების შეჯახების ხილვა აშშ-სა და ჩინეთს შორის. ”გამოთანაბრება” ახასიათებს მომავალს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მინიმუმ 2 სხვადასხვა მიდგომაა.

ყველაზე სახასიათო მიდგომა იმის შესახებ, რომ ხალხები თავისებურად მოინდომებენ რაღაცეების კეთებას, იმაში გამოიხატება, რომ ”ლეველერები” [Levellers ] ამას «თავისუფალი ხალხის უფლებას» დაარქმევენ ან ღია საზოგადოების იდეებს. ”ლეველერების” კოდექსი ძალიან ცხად პოლიტიკურ ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც ევროპელები და ამერიკელები აღიარებენ მისი ფასეულობების გამო.

418-l5ozg5L._SX321_BO1,204,203,200_.jpg

გთავაზობთ ნაწყვეტს მაიკლს ოსალივანის წიგნიდან გამოთანაბრება: რა იქნება გლობალიზაციის შემდეგ” [The Levelling: What’s Next After Globalisation]:

“უკეთესი იქნება, თუ ის ხალხი ვინც გლობალიზაციით არიან გატაცებულები, მას გადალახავენ, გაათვიცნობიერებენ მისი გასვლის ფაქტს და ახალ რეალობასთან მორგებას შეეცდებიან. ბევრი ამას შეენიწააღდეგება, საგარეო პოლიტიკის იმ 35 ექსპერტის მსგავსად, რომელთაც 2018 წლის 26 ივლისს «ნიუ-იორკ თაიმსში» რეკლამა გამოაქვეყნეს შემდეგ სათაურით ”რატომ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტები და წესრიგი”, იგრძნობენ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი და მისი ინსტიტუტები შენარჩუნებული უნდა იქნეს. მე ამას არ ვეთანხმები. გლობალიზაცია, როგორც მინიმუმ იმ ფორმით, რასაც ხალხი მიეჩვია, განსვენებულია. აქედან გამომდინარე გლობალიზაციიდან გადასვლამ შეიძლება მიიღოს 2 ახალი ფორმა. ერთი სახიფათო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიხილავთ გლობალიზაციის სრულ დასასრულს იმის მსგავსად, როგორც პირველი გლობალიზაციის პერიოდის დასასრულს 1913 წელს. 

მეორე სცენარი ახალი მსოფლიო წესრიგის ევოლუცია იქნება – სრულიად მრავალპოლარული სამყაროსი, სადაც 3 მსხვილი ან უფრო მეტი ცენტრი იქნება წარმოდგენილი (იმის მიხევდით თუ როგორ განვითარდება ინდოეთი). ამ ცენტრებს ერთმანეთისგან განსხვავებული ეკონომიკები, კანონები და უსაფრთოხების ქსელები ექნება. ჩემი აღქმა იმგვარია, რომ 2018 წლამდე მრავალპოლარულობა უფრო თეორიული კონცეფცია იყო – რაზეც უფრო მეტს წერდნენ, ვიდრე მას ცდიდნენ. მაგრამ სიტუაცია სწრაფად იცვლება: სავაჭრო დაძაბულობა, ტექნოლოგიების პროგრესი და მათი რეგულირება – რამდენიმე ბზარია, რომლის გარშემოც მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებად იმსხვრევა. მრავალპოლარულობა ძალას იკრებს, რასაც 2 მსხვილი ღერძი ექნება:

პირველ რიგში მრავალპოლარულ სამყაროში პოლუსები უნდა იყვნენ საკმაოდ დიდი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ძალაუფლების კუთხით. მეორე, მარავალპოლარულობის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პოლუსები იყოს დიდი და მძლავრი, არამედ იმაშიც რომ პოლუსებმა უნდა განავითარონ მკაფიო, საქმეების კეთების კულტურულად თავსებადი გზები. მრავალპოლარულობა ესაა როდესაც რეგიონები სხვადასხვანაირად აკეთებენ რაღაცეებს და არ უნდა აგვერიოს მულტულატერალიზმში, როდესაც ისინი უბრალოდ ერთად აკეთებენ რაღაცეებს.”

 

 

Advertisements

როგორ მოპარა დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 45$ ტრლნ.

znfdixsgtx9uvaloeugj.jpg

დიდი ბრიტანეთში და დასავლურ ლიბერალურ წრეებში ხშირად შეხვდებით იმ მოსაზრებას, რომ ინდოეთის კოლონიზაცია, რა საშინელიც ის არ უნდა ყოფილიყო, თავად ბრიტანეთისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანი არ ყოფილა. ასე რომ ამ ნარატივის თანახმად, ის ფაქტი რომ იმპერია დიდ ხნის განმავლობაში არსებობდა ბრიტანული მადლიერების ჟესტად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

ცნობილი ეკონომისტის, უცა პატნაიკის (Utsa Patnaik) ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Columbia University Press-ში გამოქვეყნდა, გამანადგურებელ დარყმას აყენებს მსგავს იმპერიალისტურ მითს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა ბრიტანეთის კოლონიალისტური იმიჯის გასაუმჯობესებლად.

ორსაუკუნოვანი მონაცემების დეტალური ანალიზის შედეგად, რომელიც სხვადასხვა გადასახადების და ვაჭრობის სტატისტიკას მოიცავს, პატნაიკმა გამოითვალა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1765-1938 წლებში ინდოეთეიდან საერთოდ ჯამში 45 $ ტრლნ. მოიპარა.

ეს მართლაც შოკისმომგვრელი თანხაა. ასე მაგალითად 45$ ტრლნ. 17-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთის მთლიან წლიურ შიდა პროდუქტს დღესდღეობით. 

როგორ გაძარცვეს ინგლისელებმა ინდოეთი?

3a4683d7f99349baa4791de15b662965_18.jpg

აი როგორი სქემით ხდებოდა ეს ყველაფერი. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ინდოეთში გადასახადების შეგროვება დაიწყო და შემდგომში შეგროვილი თანხის ნაწილს (მიახლოვებით 1/3-ს) ინდური პროდუქციის შესაძენად იყენებდა, რაც დიდ ბრიტანეთში იგზავნებოდა.

სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, იმის მაგვირად რომ ინდოეთში სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად ინგლისელებს საკუთარი ჯიბიდან გადაეხადათ, ისინი ამ ყველაფერს უფასოდ ყიდულობდნენ, ანუ ინდოელი გლეხებისგან და ფეიქრებისგან სხვადასხვა ნაწარმის შესაძენად ისინი მათგანვე აკრეფილ ფულს იხდიდნენ.

ეს იყო კლასიკური თაღლითობის სქემა – ძარცვა დიდ მასშტაბებში. საინტერესო ისაა, რომ ინდოელების უმრავლესობას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რადგანაც აგენტი, ვინც მათგან გადასახადებს იღებდა, შემდგომში სხვა პიროვნებით იცვლებოდა, ვინც ადგილობრივებისგან პროდუქციას ყიდულობდა. ეს რომ ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო, ინდოელები მარტივად მიხვდებოდნენ რომ მათ ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ.

მოპარული პროდუქციის ნაწილი პირდაპირ დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა, ხოლო დანარჩენი რეექსპორტზე მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში. რეექსპორტის სისტემამ და მისგან მიღებულმა შემოსავალმა დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაეფინანსებინა იმპორტი ევროპული ქვეყნებიდან, ისეთი სტრატეგიული ნედლეულის შესაძენად როგორიც იყო რკინა, კუპრი და ხე-ტყე, რაც საჭირო იყო ბრიტანეთის ინდუსტრიალიზაციისთვის.

ინდუსტრიული რევოლუცია დიდწილად იყო დამოკიდებული ინდოეთის სისტემატურ ძარცვაზე და შედეგად მიღებულ აურაბელ დოვლათზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელები რეექსპორტზე გატანილ პროდუქციას ბევრად უფრო მაღალი ფასებში ყიდდნენ, იმასთან შედარებით რაც ეს პროდუქტი ინდოეთში ღირდა. ანუ პროდუქტის თავდაპირველ ღირებულებას ანგლო-საქსები საკმაოდ მაღალ მარჟასაც უმატებდნენ. 

ფინეთმა I ადგილი დაიკავა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, საქართველო 128-ე პოზიციაზეა.

29198_hd.jpg

გაეროს ქვეგანყოფილებამ, რომელიც მდგრადი განვითარების საკითხების შეისწავლითაა დაკავებული ყოველწლიური ბენდიერების ანგარიში გამოაქვეყნა (World Happiness Report). ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში I ადგილზე ფინეთი გავიდა, II პოზიციას ნორვეგია იკავებს, III დანიაა, IV და V ადგილებზე შესაბამისად ისლანდია და შვეიცარია. იმყოფებიან. 

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზეhttps://bit.ly/2FGMMlo

ბედნიერების რეიტინგი და ქვეყნების ქულები გამოითვლება 6 სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარემშპ ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიუხვე, სოციალური მხარდაჭერა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება და კორუფციიs აღქმა. 

ყველა ამ მაჩვენებლიდან მიიღება საერთო ქულა, რაც მაქსიმუმ შეიძლება 10-ს შეადგენდეს. ფინეთმა საშუალოდ 7,63 ქულა დააგროვა. საინტერესოა რომ პირველ ხუთეულიდან ქველა ქვეყანა გამოირჩევა წარმატებული თანამედროვე სოციალისტური პოლიტიკის შერწყმით დარეგულირებულ კაპიტალიზმთან, სადაც ძლიერი სახლემწიფო სექტორია და ძალიან მაღალი ცხოვრების დონე. სწორედ ნორდიკულმა/სკანდინავიურმა ქვეყნებმა შეძლეს ყველაზე წარმატებულად ადამიანებზე ორიენტირებული კეთილდღეობის სახელმწიფოების შექმნა, რაც ყველა სხვა ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

აღსანიშნავია ასევე, რომ პირველი ხუთეულის ქვეყნებიდან 3 ევროპული ქვეყანა არაა ევროკავშირის წევრი (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია), რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ თეზისს, რომ სავსებით რეალურია ხალხზე ორიენტირებული, საყოველთაო კეთილდღეობის სახლემწიფოს შექმნა ევროკავშირის გარეშე.

აშშ აღნიშნულ რეიტინგში მე-18 ადგილზეა, რუსეთი 58-ზე, ხოლო საქართველო 128-ზე. საქართველოს უსწრებენ ისეთი აფრიკული ქვეყნები, როგორებიც არიან ზამბია, მავრიტანია და ეთიოპია.

 

➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

cb75f4fa7bb60b16f934b733333258bb.2-1-super.1.jpg

წარმოდგიდგენთ იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოაზროვნის, მარიანა მაცუკატოს პუბლიკაციის თარგმანს, რომელიც  Project Syndicate-ზე გამოქვეყნდა.

2008 წლის მსოფლიოს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გაჩნდა ერთგვარი შეთანხმება, რომ სახელმწიფო სექტორი ვალდებულია აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში და გადაარჩინოს სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკები და ასევე მოახდინოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. მაგრამ ამ კონსენსუსს დიდხანს არ უარსებია. მალევე სახელმწიფო სექტორის ეკონომიკური ჩარევის აქტიური დისკრედიცაცია მოხდა ნეოლიბერალების მხრიდან და უფრო მეტიც, ზოგიერთი დაქირავებული ექსპერტის მხრიდან სახელმწიფო ჩარევა მიჩნეულ იქნა კრიზისების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. როგორც შემდგომში გაირკვა ეს ძალიან დიდი შეცდომა და ერთგვარი პარაზიტობა იყო.

მარიანა მაცუკატო

კერძოდ, ევროპული ქვეყნების მთავრობები სერიოზული კრიტიკის ობიექტები გახდნენ მაღალი სახელმწიფო ვალის გამო, თუმცა ბევრს დაავიწყდა, რომ ფინანსური კოლაპსის მთავარი მიზეზი იყო კერძო ვალი და არა სახელმწიფო. სწორედ აღნიშნული წნეხის გამო, რაც პირველ რიგში წამყვანი დასავლური ინსტიტუტების მიერ მომდინარეობდა (ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) უამრავი ქვეყნის მთავრობას მოუწია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარება (სახელმწიფო ხარჯების შემცირების პოლიტიკა) ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მაგივრად. ამავდროულად მოსალოდნელი იყო, რომ სხვადასხვა მთავრობები ფინანსურ სექტორში რეფორმების გატარებას დაიწყებდნენ, რაც ინვესტიციების და მრეწველობის გამოცოცხლებასთან ერთად კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად იქნებოდა მიმართული.

ეკონომიკური ზრდა გამართულად ფუნქციონირებად ფინანსურ სექტორს საჭიროებს, რომელიც მოკლევადიანი ინვესტიციების მაგივრად გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისებას ახდენს. მაგრამ ევროპაში ფინანსურ ტრანსაქციებზე გადასახადი მხოლოდ 2016 წელს დაწესდა. ”მომთმენი კაპიტალის” [Patient capital კაპიტალი, რომელიც გრძელვადიან ინვესტიციაზეა გათვლილი და არა სწრაფი მოგების მიღებაზეა ორიენტირებული] მოცულობა არაადეკვატურად მცირეა თითქმის ყველა ქვეყანაში. შედეგად, ფული რომლის ჩაშვებაც ხდება ეკონომიკაში მონატარული პოლიტიკის შერბილების შედეგად ისევ ბანკების ხელში ხვდება. 

economic-growth.jpg

ეკონომიკაში მოკლევადიანი აზროვნების დომინირება გვევლინება, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური როლის სრული ვერ გაგების შედეგი. დღესდღეობით მხვილი ბიზნესის, მათ მიერ დაქირავებული ფსევდო ექსპერტების და ლიბერალური ელიტების მიერ მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფოს როლის დისკრედიტაცია.

თუმცა ეკონომიკური ისტორია აბსოლუტურად სხვა აზრზეა: ყველა მსხვილი ტექნოლოგიური რევოლუცია, იქნებოდა ეს მედიცინა, კომპიუტერები თუ ენერგეტიკა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო პირველი ინსტანციის ინვესტორის როლში მოგვევლინა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მეინსტრიმული მედია და მერკანტილურად დაინტერესებული სხვა სუბიექტბი ინოვაციურ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების განდიდებით არიან დაკავებულები მხოლოდ. ავიღოთ ილონ მასკის მაგალითი, რომელმაც $5 მლრდ. დოლარის სუბსიდია მიიღო აშშ-ის მთავრობისგან, რის გარეშეც წარმატების მიღწევა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მასკის კომპანიები – SpaceX და Tesla იმ ფუნდამენტზე შეიქმნა, რასაც NASA-ს და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ჩაყრილი.

ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლების ერთადერთი მეთოდი სახელმწიფო სექტორისადმი დაბრუნება და მისი როგორც საკვანძო როლის განსაზღვრაა სტრატეგიული, გრძელვადიანი და კონცეპტუალური ინვესტიციის პროცესში. ამისთვის კი საჭიროა იმ მცდარი წარმოდგენების და მითების გამოაშკარავება იმის შესახებ თუ როგორც იქმნება ღირებულება და სიმდიდრე.

პოპულარული მოსაზრების თანამხად, რასაც მეინსტრიმული მედია, სხვადასხვა პირადი ინტერესის მქონე პოლიტიკოსები და მსხვილი ბიზნესის მიერ დაქირავებული ეკონომისტები და ექსპერტები აჟღერებენ სახელმწიფო მხოლოდ ეხმარება სიმდიდრის შექმნაში კერძო სუბიექტებს და შემდგომში შექმნილი სიმდიდრის გადანაწილებას ახდენს, მაგრამ თვითონ არანაირად არ ქმნის ამ სიმდიდრეს. ხოლო ბიზნესმენები და მეწარმეები, პირიქით პროდუქტიულ მოთამაშეებად ითვლებიან ეკონომიკაში. ამ იდეებს ზოგიერთი ზრდადი უთანასწორობის გასამართლებლად იყენებს. იქედან გამომდინარე რომ ბიზნეს აქტივობა ქმნის სიმდიდრეს, ანუ სამუშაო ადგილებს, მისი მფლობელები უფრო მაღალ შემოსავლებს იმსახურებენ. მსგავს წარმოდგენას მოაქვს ასევე პატენტების ბოროტად გამოყენების მცდელობა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინოვაციების ბლოკირებას ახდენენ და არა სტიმულირებას: სასამართლოები, რომლებიც საპატენტო სისტემას ადგენენ, პატენტის გამოყენების უფლებას საკმაოდ ფართო ასპარეზზე იძლევიან, კვლევის ინსტრუმენტების და არა უბრალოდ საბოლოო პროდუქციის პრივატიზების მეშვოებით. 

მსგავსი მოსაზრებები მართებული რომ ყოფილიყო, საგადასახადო სტიმულები ბიზნესის მიერ ინვესტიციის ზრდას შეუწყობდა ხელს. მაგრამ ამის მაგივრად აღნიშნულ სტიმულებს (მაგალითად 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში კორპორაციების მოგების გადასახადი შემცირდა) სახელმწიფო შემოსავლების შემცირება და კომპანიების რეკორდულად მაღალი მოგება მოაქვთ, რომლებიც კერძო ინვესტიციებს დიდად არ ზრდიან.

ეს გასაკვირი სულაც არაა. ჯერ კიდევ 2011 წელს ცნობილმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა აღნიშნა, რომ მოგებაზე გადასახადები ხელს არ უშლის ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორცილებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

“ასე მაგალითად 1980-2000 წლებში, მაშინ როდესაც მოგებაზე საკმაოდ მაღალი გადასახადები მოქმედებდა 40 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგლი შეიქმნა. იცით რა მოხდა ამის შემდეგ?  გადასახადების განაკვეთები შემცირდა, მაგრამ უფრო მეტად შემცირდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი” – აღნიშნავს ბაფეტი.

მგავსი გამოცდილება ეწინააღმდეგა იმ ეკონომიკურ მრწამსს, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში მარჟინალური რევოლუციის დროს დაინერგა, როდესაც კლასიკური შრომის ღირებულების თეორია თანამედროვე სუბიექტური ღირებულების თეორიით ჩანაცვლდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჯერა რომ იქამდე, სანამ ორგანიზაციას და საქმიანობს გააჩნია ფასი, ისინი ქმნიან ღირებულებას.

ეს ყველაფერი ერთგვარად უთანასწორობის იდეის ნორმალიზების ახდენს: ისინი, ვინც ბევრს გამოიმუშავებენ დიდ ღირებულებას ქმნიან. სწორედ ამიტომ Goldman Sachs-ის გენდირექტორ, ლოიდ ბლანკფეინს თავხედობა ეყო 2009 წელს გამოეცხადებინა (ფინანსური კრიზისიდან სულ რაღაც 1 წელში, რომლის დადგომასაც სხვათაშორის მისმა ბანკმა შეუწყო ხელი) რომ მისი თანამშრომლები ”ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულები” არიან მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც ახერხებენ ფარმაცევტული კომპანიები დაუსჯელეად გამოიყენონ ”სუბიექტური ღირებულების თეორია” ფასწარმოქმნისას და წამლებზე ასტრონომიული ფასები ”გააპრავონ”, თუმცა აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად $32 მლრდ.-ს ხარჯავს მაღალი რისკის მქონე კვლევებზე, რომელთან დახმარებითაც იქმენა ეს მედიკამენტები.

BusinessTransformationMaze02.jpg

როდესაც ღირებულება განისაზღვრება არა კონკრეტული მაჩვენებლებით, არამედ მოთხოვნის და მიწოდების საბაზრო მექანიზმებით, მაშინ ის სრულიად სუბიექტური ხდება, ხოლო რენტას (გამოუმუშავებელი შემოსავლი) ურევენ მოგებაში (გამომუშავებული შემოსავალი); უთანასწორობა იზრდება; რეალურ ეკონომიკაში ინვესტიციის მოცულობა მცირდება. როცა მცდარი იდეოლოგიური წარმოდგენები იმის შესახებ თუ როგორ იქმნება ღირებულება ეკონომიკაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ახდენენ, შედეგად ვიღებთ იმას რომ სისტემა უნებლიედ მოკლევადიან სტიმულებს ახალისებს და არა ინოვაციურ საქმიანობას.

გლობალური კრიზისიდან 10 წლის შემდეგ კვლავ აქტუალურია ეკონომიკის გახანგრძლივებული სისუსტის ლიკვიდაციის საჭიროება. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას რომ უნდა ვაღიაროთ შემდეგი: ღირებულება იქმნება კოლექტიურად – ბიზნესის, მუშაკების და სახელმწიფოს სტრატეგიული ინსტიტუტების მიერ და აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცების დახმარებით. ამ სხვადასხვა მოთამაშეების ურთიერთქმედებაზე დამოკიდებული არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდის ტემპი, არამედ აგრეთვე ისიც თუ რამდენად ინოვაციური, ინკლუზიური და მდგრადი იქნება ეს ზრდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაღიარებთ რომ სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს დაკავებული ბაზრების ფორმირებით და არა მხოლოდ შეცდომები აღმოფხვრით, შესაძლებელი გახდა კრიზისი საბოლოო დაძლევა.

2018 წ. ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში ➥ეკონიმიკური ზრდის შესახებ│

ამერიკელმა მეცნიერებმა ნორდჰაუსმა და რომერმა 2018 წელს მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, იმ დამსახურებისთვის რომ მსოფლიო მიაახლოვეს სიმდიდრის ბუნების გაგებასთან და ახსნეს, როგორ შეიძლება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება ყველგან და მუდმივად და არა რაღაც ცალკეული ციკლებით და კრიზისებზე გაწეული შესვენებებით.

ულიამ ნორდჰაუსი და პოლ რომერი

საუბილეო 50-ე პრიზი, რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენს ნობელის პრემიას, მაგრამ გადაიცემა იმავე ცერემონიანაზე და იმავე კომიტეტის მიერ, მიენიჭათ ამერიკელ უილიამ ნორდჰაუსს იელის უნივერსიტეტიდან და მის თანამემამულეს პოლ რომერს, რომელიც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი იყო.

მათმა შრომებმა ახალი შუქი მოფინეს  პლანეტის 2 ”ფუნდამენტურ და გადაუდებელ პრობლემას”; ეს პრობლემები გლობალური ხასიათისაა და საჭიროებს ზოგადსაკაცობრიო მიდგომას ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ნორდჰაუს-რომერის ტანდემისთვის პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება.

ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გასაგები ენით აგიხსნათ, რაში მდგომარეობს ამერიკელი მეცნიერების დამსახურება.

რომერმა და ნორდჰაუსმა მეცნიერება წინ წაწიეს მთავარი პრობლემის გადაჭრის გზაზე: რის საფუძველზე იზრდება ეკონომიკა და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ზრდა იყოს მდგრადი და ყოვლისმომცველი. ეს საშუალებას მოგვცემდა მოგვესპო სიღარიბე და უთანასწორობა. 

რომერმა განავითარა თეორია, რომლის თანახმად ზრდის საფუძველი ტექნოლოგიურ პროგრესში მდგომარეობას, ხოლო ამისთვის კი საუკეთესო გარემო სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკაა.

უილიამ ნორდჰაუსმა მაგალითად ახსნა რა კავშირშია სათბურის გაზის გამოსროლა ეკონომიკურ განვითარებასთან და როგორ გამოვთვალოთ, თუ რამდენად გაუარესდება ადამიანების კეთილდღეობა კლიმატური ცვლილებების შედეგად.

58ea7941dafb0.jpg

მსოფლიო ეკონომიკური ზრდის თავსატეხი ჯერ კიდევ შორსაა გადაჭრისგან, თუმცა რომერმა და ნორდჰაუსმა პაზლის სხვადასხვა ნაწილები დაალაგეს და სამეცნიერო ფუნდამენტი ჩაუყარეს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავენ ცხოვრების დონის ამაღლებას მუდმივად და შეუქცევადად.

რომერი და ნორდჰაუსი ეკონომიკაში გრძელვადიან ტენდენციებს იკვლევენ: მათ კვლევის საგანი საუკუნეები და ათწლეულებია და არა ხანმოკლე ციკლური ცვლილებები. ჩიტის ფრენის სიმაღლიდან ისინი იმ პრობლემებს განსაზღვარვენ, რომლებსაც დაგროვების შედეგად ზიანი და სარგებელი მოაქვთ.

არტურ პიგუ

ის რომ ”ველური კაპიტალიზმი” და ”თავისუფალი ბაზარი” არ წარმოადგენენ ოპტიმალურ გარემოს საყოველთაო სიმდიდრის და კეთილდღეობის დასაგროვებლად უკვე აქსიომას წარმოადგენს, რამეთუ აკადემიურ წრეებში ამის შესახებ უკვე რამდენიმე ათეული წელია ცნობილი. ამაზე ჯერ კიდევ ბრიტანელი ეკონომისტი არტურ პიგუ წერდა 1920-იან წლებში თავის ნაშრომში ”კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია“. ეკონომიკური გადახრები სახელმწიფომ უნდა არეგულიროს სხვადასხვა სუბსიდიების და შეღავათების დაწესებით  ეკონომიკაში სასარგებლო გადახრების წასახალისბელად და მეორეს მხრივ გადასახადების და აკრძალვების გამოყენებით – საზიანოების აღმოსაფხვრელად.

მაგრამ ერთია დიაგნოსტირება და შესაძლო დაავადების შესახებ საზოგადოების გართხილება, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება მძიმე ავადმყოფობაში გადაიზარდოს, ხოლო მეორეა მკურნალობის ზუსტი მეთოდების განსაზღვრა. სწორედ ამ მეორე პრობლემით დაკავდნენ ნორდჰაუსი და რომერი.

მათ ცალ-ცალკე, თითოეულმა საკუთარ სფეროში სამეცნიერო მოდელი ააგეს, რომლებიც ეკონომისტებს საშუალებას აძლევს შედარებით ზუსტად განსაზღვრონ თუ რა უნდა ქნან პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა ეკონომიკაში სხვადასხვა გამრუდებების გამოსასწორებლად, რასაც ბაზარი ვერ არეგულირებს.

ნორდჰაუსის სპეციალიზაცია არის არასახარბიელო ბუნებრივი ფაქტორები, რომლითაც ეკონომიკა ზარალდება და საერთო ჯამში ცხოვრების დონე მცირდება. მან შექმნა მოდელები იმის შესაფასებლად თუ როგორც აფერხებს განვითარებას სასათბურე გაზის გამოსროლა და კლიმატის ცვლილება. ამიერიდან ამ მოდელის გამოყენება ყველგან შეიძლება. 

რომერი, პირიქით დაკავებულია ხელსაყრელი ფაქტორების შეფასებით: ის იმ კითხვას პასუხობს თუ რა პირობებში წარმოიშობა ყველა ხშირად ახალი იდეები და ტექნოლოგიები და როგორ მოქმედებენ ისინი ეკონომიკურ ზრდაზე.

თეზისი იმის შესახებ რომ ტექნოლოგიური პროგრესი არის ეკონომიკის ზრდის საფუძველი, 1950-იან წლებში კიდევ ერთა ამერიკელმა ეკონომისტმა, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეტმა რობერტ სოლოუმ წამოაყენა. თუმცა რობერტ სოლოუს თეორიაში არსებობდა მცირე ხვრელები. რომერმა ახსნა რატომ არ რჩება მოგებული ყველა ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს ტექნოლოგიური გარღვევის უზრუნველსაყოფად.

ამავდროულად რომერმა დაგვანახა, რომ ახალი ტექნოლოგიების შედეგად ყველა მოგებულია და არა მხოლოდ გამომგონებლები, მაგრამ მნიშვნელოვანი შესწორებებით.

images

კერძოდ, ტექნოლოგიური გარღვევისთვის საჭიროა ფინანსურ დახმარება, მაგრამ დიდი ოდენობის კაპიტალი მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს და მონოპოლიებს გააჩნიათ. ამის გარდა, კვლევებს მოგება არ მოაქვთ, ამიტომაც ამით პირველ რიგში უნივერსიტეტები უნდა იყვნენ დაკავებულები და არა საბაზრო კომპანიები.

 

მთავარი დასკვნა რაც ამ ყველაფრიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდგომში მდგომარეობს: თავისუფალი ბაზრის პირობებში ტექნოლოგიური პროგრესი არაეფექტური იქნება, აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის რეგულირება ქვეყნების და მთელი მსოფლიოს დონეზე. მონოპოლიების შეზღუდვა და აკრძალვა, საავტორო უფლებების დაცვა, უნივერსისტეტების განვითარება, იმ კომპანიებისთვია და სუბიექტებისთვის სოლიდური შეღავათების დაწესება, რომლებიც კვლევებით არიან დაკავებულები –  იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რაც აუციელებლია კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად.

 

 

5 უმსხვილესი მონოპოლია, რომელიც გლობალიზაციის დროს შეიქმნა

9393239-cartoon-big-fish-eating-up-the-smaller-

ოდესღაც ეკონომიკის გაკვეთილებზე თქვენ დიდი ალბათობით გიყვებოდნენ ნეოლიბერალურ ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ეფექტური ეკონომიკა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში იქმნება კონკურენციის შედეგად. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური თეზისია, რაც ემპირიული ბაზით არ არის გამყარებული. რეალური ფაქტები იმაზე მეტყველებენ, სამართლიანი კონკურენცია მოჩვენებითია და თავისუფალი ვაჭრობის და გლობალიზაციის პირობებში ყალიბდება უმსხვილესი მონოპოლიები, რომლებიც მთლიან ბაზრებზე აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობენ.

დღეს გვინდა მოგითხროთ 5 უმსხვილეს მონოპოლიაზე, რაც მარკეტოლოგების მიერ საკმაოდ ჭკვუანურადაა შეფუთული და ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს მათი არსებობის შესახებ.

მზის სათვალეების მწარმოებელი კომპანია Luxottica

34318.jpgმზის სათვალეების ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრენდი ოპერირებს. სხვადასხვა თემატურ მაღაზიაში შესვლისას თქვენ გეჩვენებათ რომ უდიდესი არჩევნის წინაშე ხართ და ისეთი ბრენდების სათვალეები შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორებიცაა Oakley, RayBan, Revo, Vogue, DKNY ან სულაც მაღალბიუჯეტური დიზეინერული ბრენდების პროდუქტი (Prada  BVLGARI ). ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ ყველა ამ ბრენდის სათვალეს ერთი კომპანიას ეკუთვნის სახელად Luxottica. აღნიშნული კომპანია ათობით სხვადასხვა სათვალეების ბრენდის მფლობელია.

ასე რომ დღესდღეობით მთელ მსოფლიოში, მზის სათვალეების ბაზარზე მოქმედებს უმსხვილესი მონოპოლია და ყველაფერი ერთი კომპანიის, Luxottica-ას ხელშია. უამრავი სხვადასხვა ბრენდის არსებობა მარკეტოლოგების მიერ მოფიქრებული ხრიკია და სხვა არაფერი.

შინაური ცხობელების საკვების წარმოებას მთლიანად ერთი კომპანია აკონტროლებს

2008 წელს აშშ-ში სერიოზულ სკანდალს ჰქონდა ადგილი, როდესაც შინაური ცხოველების მასობრივი მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა სპეციალიზირებული საკვებით. ანალიზებმა გამოაჩინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება 150-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის შემადგენლობაში აღმოჩნდა, რაც შინაური ცხოველების კვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი რომ ყველა ბრენდი, რომელიც შინაური ცხოველების საკვების ბაზარზე არსებობს კომპანია Menu Foods-ს ეკუთვნის.

slide5394.jpg

კორპორაციის პროდუქცია სხვადასხვა ბრენდებს მოიცავს, თუმცა ტექნოლოგიურად ერთნაირად მზადდება და სხვადასხვა ფასი ადევს მომხმარებლებში არჩევნის ილუზიის შესაქმნელად. აღნიშნული ინციდენტი კომპანია 35 000$ დაუჯდა და მმართველი კომპანიის სახელის შეცვლა მოუწია (EOS Direct). შინაური ცხოველების საკვების გარდა კომპანია ცნობილი ენერგეტიკული სასმელის Red Bull-ის წარმოებითაა დაკავებული.

Monsanto-ს სიმინდი

slide5395.jpg

ხელოვნურად წარმოებული სიმინდი – სახამებელი და სიროპი სხვადასხვა წარმოებებში მნიშვნელოვან ნედლეულად გვევლინება, ისეთებშიც კი რომლებიც აგრონომიისგან საკმაოდ შორსაა. კონსერვების, საკონდიტრო ნაწარმის, ბიოსაწვავის წარმოებისას საკმაო რაოდენობით გამოიყენება წარმოებული სიმინდი. კომპანია Monsato სიმინდის სახეობების გენმოდიფიცირების კვლევებით და წარმოებითაა დაკავებული. ის ამ ბაზარზე აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება. ამ კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოძულე ჰყავს.

1901 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია თავის დროს ქიმიურ იარაღს ”აგენტ ორანჯს” ამზადებდა, რასაც ამერიკელი ჯარისკაცები ვიეტნამში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისთვის იყენებდნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს ესეთ ამორალურ კომპანიას და თან მონოპოლისტს უამრავი მოძულე რომ ჰყავს.

Quanta-ს კომპიუტერები

მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ძვირადღირებული Apple-ის MacBook-ს ფლობთ, თუ დემოკრატიულ Lenovo-ს, დიდი ალბათობით ისინი ერთი და იმავე ქარხანაშია აწყობილი ერთი და იგივე საწარმოო სიმძლავრეებით. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტექნიკის მსხვილი მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას ძირითადად აზიში განლაგებულ სხვადასხვა ქარხნებში აწყობენ, მაგრამ ის რომ მსოფლიოში ხელმისწვდომი კომპიუტერების 1/3 აზიური კორპორაციის Quanta-ს ქარხნებშია შექმნილი არც თუ ისე ბევრმა ჩვენთაგანმა იცის.

slide5396.jpg

სწორედ Quanta-ს ქარხნებში იწყობა თითქმის ყველა ბრენდის კომპიუტერები, Sony-ით დაწყებული, Apple-ით დამთავრებული.

InBev-ის ლუდის სამყარო

s3-news-tmp-85019-ab_inbev_brands_0--default--575.jpg

როდესაც უბნის მაღაზიაში და სუპერმარკეტში ლუდის შეძენას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ რომ ამერიკული Bud,  გერმანული Carlsberg, ბელგიური Stella Artois, მექსიკური Corona და უამრავი სხვა ლუდი (Beck’s, Leffe, Eagle, Modelo, Jupiler) ერთი კომპანიის მფლობელობაში და ერთი და იმავე ქარხნებში ისხმება. კორპორაცია InBev აბსოლუტურ მონოპოლისტად გვევლინება ლუდის ბაზარზე და უამრავი სხვადასხვა ლუდის მეპატრონეა. კორპორაცია სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ლუდის ბრენდების მასობრივ შესყიდვას ახდენს საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად

იანის ვარუფაკისი: ბანკირები – ბოროტი ჯადოქრები

20varoufakis1011a

ბერძენმა ინტელექტუალმა, თანამედროვების გამორჩეულმა ეკონომისტმა, საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრმა, თავის დროზე ევროკავშირის ტროიკის რისხვამ, იანის ვარუფაკისმა 2018 წელს ახალი წიგნი გამოსცა შემდეგი სათაურით – “საუბრები ეკონიმიკაზე ჩემს გოგონასთან” (Talking to My Daughter About the Economy: or, How Capitalism Works–and How It Fails), სადაც საკმაოდ მარტივი ენით, ზედმეტი ფორმულების გარეშე ავტორი ხსნის კაპიტალიზმის თანმდევი სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების არსს.

აღნიშნული წიგნის გამოსხვლას უამრავი პოზიტიური გამომაურება მოჰყვა სხვადასხვა პოლიტეკონომიური გამოცემისგან. წიგნმა მკითხველების საკმაოდ მაღალი რეიტინგიც დაიმსახურა.

ჩვენ გადავწყვიტეთ ზემოთხესენებული წიგნიდან მცირე მონაკვეთის თარგმნა, სადაც ავტორი თანამედროვე საბანკო სისტემის კრიტიკულ ანალიზს გვთავაზობს.

41EiHjlcdEL

ზღაპრებისგან განსხვავებით, სადაც კეთილი ჯადოქრები ყოველთვის ამარცხებენ ბოროტებს, ეკონომიკა საშინელია ზღაპარია. აქ ბოროტი ჯადოქრები კეთილებს ამარცხებენ და ეს ბოროტი ჯადოქრები ბანკირები არიან

ბანკირი თავის საქმიანობას ფეოდალიზმის ეპოქაში იწყებდა, როგორც მევახშე, რომელიც ფულის გასესხების სანაცვლოდ პროცენტებს იღებდა, ხოლო თანამედროვე საბაზრო საზოგადოებაში ის ყოველისშემძლე მბრძანებელია.

ბანკირი, მეწარმისგან განსხვავებით წარმოების ორგანიზებას არ ახდენს. მაშ რას აკეთებს ის? რატომ მოუყარა თავი მან ამხელა სიმდიდრეს? ბევრს შეცდომით მიაჩნია რომ ბანკირი არის შუამავალი იმ ადამიანებს შორის, ვისაც ბევრი ფული გააჩნია და იმ ხალხს შორის, რომელთაც ფულის სესხება სურთ. ასე მცდარად ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბანკირის შემოსავალი პროცენტებში სხვაობის მეშვეობით უყალიბდება, ანუ დანაზოგებზე პროცენტი დაბალია კრედიტის პროცენტთან შედარებით და ეს სხვაობა წარმოადგენს ბანკირის შემოსავალს.

ოდესღაც, რამდენიმე საუკუნის წინ, ეს ნამდვილად ასე იყო. ბანკირი დღემდე განაგრძობს შუამავლის როლის თამაშს, ოღონდ ძალიან მცირე დოზით. როდესაც საბაზრო საზოგადოებებმა მოწიფულობას მიაღწიეს, ბანკირმა ხელი აიღო აქამდე მის მთავარ ამოცანაზე, რაც მეანაბრეებსა და კრედიტორებს შორის შუამავლობაში გამოიხატებოდა. განვითარებულ საბაზრო საზოგადოებებში ბანკირი რეალურად არსებულ ფასეულობებს კი არ ანაწილებს იმ ხალხს შორის, ვისაც ერთის მხრივ ეს ჭარბი რაოდენობით გააჩნია და მეორეს მხრივ იმ ხალხს შორის, ვინც ამის დეფიციტს განიცდეს, არამედ ის მომავლიდან ხაპავს ყველაფერს, რათა აწმყოში გასცეს.

რატომ? იმიტომ რომ საბაზრო საზოგადოების განვითარებისთვის არასაკმარისია არსებული საცვლელი ღირებულება. საჭიროა ბევრად უფრო დიდი სახსრების მოძიება, ამისთვის კი – ფასეულობების მარაგის მოძიება. საიდან შეიძლება მათი აღება? ბანკირებისგან. და საიდან მოიტანენ ამას ბანკირები? მომავლიდან.

ამიტომაც ბანკირი ეს არაა “ხელი”, რომელიც უკვე მიღებულ ღირებულებას აგროვებს. ესაა “ხელი”, რომელიც დროით საზღვარს კვეთს, რომელიც მომავლიდან იმ ღირებულებას იტაცებს, რაც ჯერ წარმოებული არაა და მოაქვს ის აწმყოში. ეს ღირებულება მეწარმეს ვალად ეძლევა, რომელიც მათ წარმოებაში აბანდებს და აწარმოებს ფასაულობას, რომლის სანაცვლოდ ბანკირს ვალს უხდის. ბანკირს შეუძლია მომავლიდან მოტაცებული ღირებულების დაბრუნება ისევ მომავალში, რომელიც ამასობაში დადგება კიდეც.

ამიტომაც მე ბანკირს დროებს შორის შუამავალს ვუწოდებ. თითქოს მან ჰერბეტ უელსის ერთ-ერთი დროის მანქანა მოიპარა და მისი მეშვეობით მოგზაურობს და ფულს შოულობს – მომავლის მეწარმეებს ეხმარება სესხი აწმყოს მეწარმეებს მისცენ.  (ამასთან ერთად ეს შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ) ის იტოვებს პროცენტს იქიდან, რასაც მომავალში მიიღებს და რაც ქმნის ვალს აწმყოში. ეს არი გარიგება, რომელიც დროის საზღვრის მეშვეობით ხორცილედება და დროში გაჭიმული ეკონომიკური პროცესების წონასწორობას უჭერს მხარს. 

მაგრამ რატომ ვუწოდე მე ბანკირებს ბოროტი ჯადოქრები? იმიტომ რომ ჩვენ ვაწყდებით ისეთ პარადოქსს, რომელიც ეკონომიკის მთავარ პრობლემად გარდაიქმნება. 

რაც უფრო მეტ წარმატებულ გარიგებს ახორციელებს ბანკირი, მით უფრო ხშირად მიიწევს მისი ”ხელი”მომავალში და მით უფრო მეტ ფასეულობას აცლის მომავალს და ის აწმყოში მოაქვს. ბანკირის შემოსავალი იზრდება და უკვე აწმყო მთლიანად ვალებში ეფლობა მომავლის წინაშე. მაგრამ ბანკირი ვერ ჩერდებაimages (2), მან ფულით უნდა უზრუნველყოს ახალი გარიგებები, რომელთა რაოდენობა სულ იზრდება და სულ უფრო მეტი თანხა მიაქვს მას ბანკში. ეს ფული აწმყოში არაფრით არაა უზრუნველყოფილი. შედეგად ფინანსური კრახი დგება.