ისლანდიაში თაღლითობის გამო 26 ბანკირი დააპატიმრეს

ისლანდია გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ ბანკირები დააპატირმეს.

კერძოდ პასუხისგებაში მიეცა 26 ბანკირი, რომელთაც ბრალად ედებათ 2008 წელს ქვეყნის ფინანსურ კრიზისში შეყვანა. საერთო ჯამში ბანკირები ციხეში გაატარებენ 74 წელს.

Iceland-arrest-the-bankers-jail.jpg

2015 წელს ისლანდიის უმაღლესმა სასამართლომ საბოლოო გადანჩენი გამოუტანა Landsbankin Islands-ის 3 ტოპ მენეჯერს და Kaupting Bank-ის 2 ტოპ მენეჯერს, რომლებმაც ფინანსური დანაშაული ჩაიდინეს 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე.

ამას იტყობინება Iceland Magazine.  ბანკირთა უმეტესობამ მიიღო სასჯელის 4-5 წლიანი ვადა. ბანკირების პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად უდევს მათ მიერ ჩატარებული ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც 2008 წ. ისლანდია ფინანსულ კრახამდე მიიყავანა. სახელმწიფომ 3 უმსხვილესი კომერციული ბანკის გაკოტრებას ხელი არ შეუშალა და ამის შემდეგ მოახდინა ამ ბანკების ნაციონალიზაცია Kaupthing, Landsbanki და Glitnir .

bf05974d9292fd9fbd60c079e784d049.jpg

2008 წლისთვის ამ ბანკების აქციონერების და ტოპ მენეჯერების მოქმედებების შედეგად ბანკების ფინანსურმა ვალდებულებებმა $61 მლრდ-ს მიაღწია. ანუ ამ ბანკირებმა ხელუვნურად შექმნეს “ფინანსური ბუშტი”, რაც 2008 წელს გასკდა და ქვეყანა სავალალო შედეგამდე მიიყვანა. 2008 წ. სექტემბერში საბანკო სისტემა სრულად ჩამოიშალა. ისლანდიაში მომხდარ კრიზისში გადამწყვეტი როლი 3 კომერციულმა ბანკმა ითამაშა – Kaupthing, Landsbanki და Glitnir.

ამან გამოიწვია ქვეყანაში ფინანსური კრიზისი და ვალუტის გაუფასურება, რის გამოც ისლანდიას საგარეო ვალების აღება მოუწია. ისლანდიამ  $2,1 მლრდ. მსოფლიოს სავალუტო ფონდისგან მიიღო, $2,5 მლრდ.  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისგან და ასევე განიხილებოდა რუსეთის დახმარების შესაძლებლობაც 4 მლრდ. ევროს სახით. საბანკო სისტემის ჩამოშლამ გამოიწვია ასევე 340 000 ბრიტანელი და ნიდერლანდელი ივესტორის გაკოტრება

გამოძიების შედეგად გამოვლინდა ბანკირების უზარმაზარი მასშტაბების თაღლითობა.

2010 წ. გამოძიებამ დაადგინა Glitnir ბანკის ყოფილი აქციონერის იოჰან ასგეირ იოჰანესონის, ყოფილი გენერალური დირექტორის ლარუს ველდინგის და ექს-თავჯდომარის ტორსტეინ იონსონისა და რამდენიმე სხვა ტოპ მენეჯერის დანაშაული. მათ ბრალად ედებათ ბანკიდან თაღლითური გზით $2 მლრდ დოლარზე მეტი თანხის მითვისება. ასევე საპარლამენტო გამოძიების შედეგად დაკავებულ იქნა Kaupthing ბანკის ოთხი ყოფილი ტოპ მენეჯერი. ისლანდიის პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა, გამოძიების შედეგების შეფასების დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანამ დაძლია ფინანსური კრიზისი.

olafur_ragnar_grimsson_september_2011-jpeg

ოლაფურ რაგნარ გრიმსონი –  ისლანდიის პრეზიდენტი 1996-2016 წლებში

ისლანდიის პრეზიდენტი: “ჩვენ ჭკვიანურად მოვიქეცით და არ გავყევით დასავლური საფინანსო სამყაროს ტრადიციებს. ჩვენ შემოვიღეთ სავალუტო კონტროლი და მივეცით ბანკებს გაკოტრების საშუალება. ჩვენ დავეხმარეთ ხალხს და არა ბანკირებს!

ზუსტად გრიმსონმა დაბლოკა საგარეო ინვესტორებისათვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება. შემდეგ ეს გადაწყვეტილება პლებისციტზე იყო გატანილი, სადაც მოსახლეობამ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

Iceland Magazine-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ აშშ-მ, ისლანდიისგან განსხვავებით, ბრალი არ წაუყენა ბანკირებს და არ მისცა ისინი პასუხისგებაში. პირიქით, აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებით მათ  დახმარება გაუწიეს $700 მლრდ სახით, რაც რეალურად გასახადების გადამხდელებისგან მიღებული ფული.

აშშ-მ მთავრობამ 2008 წ. ფინანსური კრიზის გამომწვევი ბანკირები არ დასაჯა, ეს არ იკმარა და საკუთარი მოსახლეობის მიერ გადახდილი ფულით დამნაშავეებს დახმარება აღმოუჩინა.