”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” – აშშ ავღანეთში, კოლუმბიასა და ინდოჩინეთში

Peter-Dale-Scott-whywhatwhyDOTorg.jpg
კანადელი დიპლომატი, პიტერ დეილ სკოტი თავის წიგნში ”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების, ნარკომაფიის და ნავთობის ბიზნესის ინტერესთა თანაკვეთაზე საუბრობს. 

II მსოფლიო ომის შემდეგ ნარკოტიკები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა: აშშ-ის დომინირების სტრატეგია სხვადასხვა ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებებთან ალიანსებს საჭიროებს, რომლებიც შუამავლის როლს თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე სისხლიან საქმეს ასრულებენ აშშ-ისთივს. (გავიხსნეოთ მაგალითად ”სირიის ზომიერი ოპოზიცია”, რომლებიც უკანონო ბანდ-ფორმირებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამერიკელებიც მფარველობით სარგებლობდნენ. ასევე ახალო აღმოსავლეთში ისეთი ტერირისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ”ალ-ქაედა და ”თალიბანი” საკუთარი არსებობის საწყის ეტაპზე სწორედ ამერიკელების დახმარებით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ) 

იქადან გამომდინარე რომ ოფიციალურად მსგავსი რადიკალური, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფების ფინანსირება ოფიციალურად შეუძლებელია, ვაშინგტონი არაოფიციალურად ნებას რთავს მათ ნარკოწარმოებით დაკავდნენ და ნარკოვაჭრობით ფული იშოვონ, საკუთარი ინტერესების გატარების პირობით.
5156F6sCxtL._SX331_BO1,204,203,200_.jpg
ისტორიის განმავლობაში ხშირი იყო ამერიკელების ალიანსები სიცილიურ მაფიასთან, ნიკარაგუულ ”კონტრასთან”, კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასთან, კოლომბიურ ”აუტოდეფენსასთან” და ა.შ. ნარკოტიკების მეშვეობით აშშ მარიონეტული რეჟიმების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ახერხებდა და  საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის საშუალებას იტოვებდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ბანკების მეშვეობით. აშშ-ის ამგვარი პოლიტიკის შედეგად გლობალურად ნარვაჭრობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რაც ბევრ ქვეყანაში არასტაბილურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
დეილ სკოტის წიგნში დეტალურად არის განხილული ის სქემა, რომლის მეშვეობითაც აშშ მოქმედებს. ამ მასალების გაცნობის შედეგად ის გავრცელებული მითი იმსხვრევა, რომლის თანახმადაც აშშ და ნატო ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.
17308990_1311619798905972_5311616930851756577_n-1.jpg

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად აშშ მსოფლიოს №1 საფრთხეა

რუსული აგრესია საქართველოსთვის ბოლო რამდენიმე ათწლეულის უმთავრეს გამოწვევად გვევლინება და თითოეული მოქალაქისთვის საკმაოდ მტკივნეულია, რამეთუ ეს პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასობით ათას დევნილთან და უამრავ ადამიანურ ტრაგედიასთან. 

თვითონ დასავლეთში დღესდღეობით ერთის მხრივ რუსეთის მიერ საერთაშორისო დღის წესრიგის ტრანსფორმაცია და ერთპოლარული მსოფლიოს ბიპოლარულად გადაქცევის მცდელობა და მეორეს მხრივ ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი დიდ შეშფოთებას იწვევს. თუმცა დავანებოთ თავი გეოპოლიტიკას და გადავხედოთ იმას თუ რას ფიქრობს სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობა აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის როლზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

აფდ.jpg

მსხვილი დასავლური კვლევითი ორგანიზაციის (Pew Research Center) მიერ 38 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა შემდეგი, რომ:

რესპოდენტების 39%-ის აზრით აშშ-ის გავლენა და ძალაუფლება მათი ქვეყნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის და ჩინეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს.

წინა კვლევებთან შედარებით მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. (კვლევის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ – https://pewrsr.ch/2TMsCBA)

2017 წლის იანვარში კიდევ ერთი ცნობილი ორგანიზაციის, Gallup-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ჩანს, რომ აშშ-ის გლობალური ლიდერობა 30%-მდეა შემცირებული. ამ მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერობს (31%) და მესამე ადგილზე რუსეთია 27%. 

სგფაწგ

აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობა მკვეთრად დაეცა, განსაკუთრებით მისი საკვანძო მოკავშირეების თვალში, როგორებიც არიან მექსიკა, კანადა და გერმანია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომამდე და ირანისთვის გამოცხადებულ ბლოკამდე იყო, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ აშშ-ის მიმართ მხადაჭერა კიდევ უფრო შემცირდებოდა.

აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს თამაშობს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი შესაძლო საფრთხის და ჩინეთის ზრდის შესაჩერებლად. გასაკვირი არაა, რომ ამ ორივე ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთს უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევენ, მაგრამ პარადოქსალურია რომ აშშ-იც თითქმის იგივე ნიშნულზეა, ანუ იაპონიის და სამხრეთ კორეის მოსახლეობა აშშ-ის სახით მოიაზრებს არამხოლოდ სავაჭრო პარტნიორს, არამედ უმთავრეს საფრთხესაც.

აშშ უმთავრეს საფრთხედ მიაჩნიათ ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს. გერმანელების 35%-ის აზრით ძირითად საფთხეს აშშ წარმოადგენს, ხოლო 33% მეორე უმთავრეს საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

დასკვნის სახით შეგვიძლია შეგვიძლია ერთი აფრიკული ანდაზა მოვიშველიოთ: ”თუ ნიანგს შენი მტრის შეჭმა სურს, არ დაიჯერო რომ ნიანგი შენი მეგობარია”.

ამერიკული დიპლომატიის კრახი თუ ზღვარსგადასული ელჩები?!

ერთი თვის წინ აშშ-ის ელჩის, ენდრიუ შაპიროს მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი ჯობს არ წავიდეს მოსკოვში 9 მაისის 70 წლის იუბილეზე ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. ჩეხეთის პრეზიდენტმა, ზემანმა არ დააყოვნა და საჯაროდ განაცხადა, რომ ამიერიდნა მისი კარი აშშ-ს ელჩისთვის დახურულია.

აშშ-ს ელჩი ჩეხეთში - ედნრიუ შაპირო

აშშ-ს ელჩი ჩეხეთში – ედნრიუ შაპირო

ეს ამერიკული დიპლომატიების მიერ საერთაშორისო ნორმების და ეტიკეტის პირველი დარღვევა ნამდვილად არ იყო. და განა ჭირდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა? ესე ჟღერს ჰენრი კისინჯერის ერთ-ერთ წიგნის სათაური. ამერიკული დიპლომატიის პატრიარქი თავის მსჯელობაში აშშ-ს უპირობო მსოფლიო ბატონობას აღიარებს ”ცივი ომის” დამთავრების და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ. ზემოთხსენებული დიპლომატიური სკანდალი უცხო ქვეყნის სუვერენიტეტის მეტისმეტად უხეში დარღვევა. როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს მითითებას აძლევს თუ როგორ უნდა მოიქცეს, ეს არანაირ ლოგიკაში, არანაირ ნორმებში არ ჯდება. ეს არც მეტი არც ნაკლები სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდებაა.  შეიძლება თუ არა ეს ენდრიო შაპიროს დიპლომატიურ შეცდომად მივიჩნიოთ? არა, რადგნაც ეს ნაუცბადევ შეცდომას არ წააგავს. ეს არის იმ სახელწმიფოს ელჩის ქმედება, რომელსაც მიაჩნია, რომ მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს, რადგანაც ის ამ შემხვევაში ზესახელწიფოს წარმოადგენს.

ზუსტად ერთი წლის წინ დიპლომატიურ სკანდალს ჰქონდა ადგილი ასევე აზერბაიჯანში. აშშ-ს ელჩმა აზერბაიჯანში რიჩარდ მორტინგსტარმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ადამიანების უფლებები ძალიან უხეშად ირღვევა და სავარაუდოდ ბაქოშიც ”მაიდანი” მოხდება. ბევრმა ეს მიიჩნია პირდაპირ მუქარად და ამის შემდგომ აზერბაიჯანის და აშშ-ს ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა. აზებრაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნოვრუზ მამედოვმა პრესას განუცხადა, რომ უკრაინის ”მაიდანი” იყო აშშ-ს პოლიტიკის შედეგი უკრაინაში. 2013 წელს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებიც ცდილობდნენ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას აშშ-ს საელჩოს დახმარებით, მაგრამ ხელისუფლებამ დროულად და კანონიერად იმოქმედა, რათა ეს მომხდარიყო.

აშშ-ს ელჩი სერბეთში - მაიკლ კირბი

აშშ-ს ელჩი სერბეთში – მაიკლ კირბი

არანაკლები სკანდალებით გამოირჩევა აშშ-ს ელჩი სერბეთში მაიკლ კირბი. მაგალითად 2014 წლის სექტემბერში მან განაცხადა: ‘‘სერბებს შეიძლება გქონდეთ კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან. მაგრამ ჩინეთის და რუსეთის მეთაურების ვიზიტს ბელგრადის გათავისუფლების აღსანიშნავად ჩვენ სხვადასხვანაირად ვაფასებთ. ჯერ არ არის ცნობილი ჩამოვა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ბელგრადში, მაგრამ თუ ჩამოვა რატომ ჩამოდის???”

უფრო მეტიც, აშშ-ს ელჩი სერბეთში იმდენად გათავხედდა, რომ 2015 წლის აპრილში, ტელეარხ ”B92”-ის ეთერში შეურაცხყო მთელი სერბი ერი და სერბებს ”შიზოფრენიით დაავადებულები” უწოდა.

მაგრამ ამერიკელი ელჩები, არამხოლოდ უხეში და უცხო ქვეყნის სუვერენიტეტის შემზღუდველი განცხადებებით გამოირჩევიან, არამედ საქმითაც ამტკიცებენ უპატივცემლობას სუვერენული ქვეყნების მიმართ. ასე მაგალითად 2014 წლის დეკემბერში აშშ-ს ელჩი სლოვენიაში, ჯოზეფ მოსომელი შუამავლის როლში მოგვევლინა პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკების პროცესში მინისტრთა კაბინეტის შექმენასთან დაკავშირებით. მან გამართა შეხვედრები თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და პირდაპირ განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა ორი პარტიის: სლოვენიის დემოკრატიული პარტიის და პარტია ”პოზიტიტიური სლოვენიის” წარმომადგენლების უნდა შედგეს. სლოვენიის ხელისუფლება გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც არ იცოდნენ თუ რა განცხადება გაეკეთებინათ.

გავიხსენოთ არცთუ ისე შორეული, 2011 წლის 26 მაისს დარბეული, მიწასთან გასწორებული აქცია თბილისში. მაშინ როდესაც ხელისუფლებამ უმწოყალოდ სცემა რამდენიმე ასეული მომიტინგე და რამდენიმე მათგანი სიცოცხლესაც კი გამოასალმა, ამის ფონზე აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩა საქართველოში ჯობ ბასმა განაცხადა, რომ თურმე ოპოზიციის ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში დაძაბულობის და კრიზის გამოწვევას. ეს ალბათ ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს და ნათელია, რომ ხშირ შემთხვევაში აშშ-ს ელჩები დაქირავებული ჟანდარმების ფუნქციასაც კი ასრულებენ. გაისმის ლოგიკური კითხვა: რატომ იქცევიან ასე უცერემონიოდ, ხშირ შემთხვევაში უხეშად აშშ-ს ელჩები? რატომ ერევიან დამოუკიდებელი ქვეყნების შიდა საქმეებში ესე საჯაროდ? რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ელჩები ინიშნებიან არა რეგიონის და ქვეყნის ცოდნის შესაბამისად, როგორი პრაქტიკაც აქვთ მაგალითად რუსებს, არამემ უფრო საერთაშორისო ორგანიზაცებში გარკვეული გამოცდილების მიხედვი. არის მეორე და უმთავრესი მომენტი – კარიერულ დიპლომატებს, ანუ ელჩებს სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული თანამდებობების ქონის საშუალება არ გააჩნიათ, ისინი უბრალოდ ”მუშა ცხენების” როლს ასრულებენ. მათ არ გააჩნიათ სერიოზული სტატუსი და არც გამოცდილება დიპლომატიის კუთხით. მაგალითისთვის ჯენ პსაკი, ბარაკ ობამას სენატორობის დროს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პრეს-მდივანი იყო და ამის მერე აღმოჩნდა სახელმწიფო დეპარტამენტში და ამის შემდეგ გათქვა თავი, როგორც თეთრი სახლის ერთ-ერთმა ყველაზე არაკომპეტენტურმა და ”ბრიყვმა” თანამშრომელმა. მაგალითად ჩვენს მიერ აღნიშნულმა ენდრიუ შაპირომ აშშ-ს ელჩობა ჩეხეთში იმით დაიმსახურა, რომ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს თავის ცოლთან ერთად მომავალ პრეზიდენტს 1,2 მილიონი დოლარი შეუგროვა. ესეთი გულიხვი ფულადი დახმარება ბარაკ ობამამ მას ელჩის თანამდებობით დაუფასა.

საინტერესოა თეთრი სახლი და აშშ-ს დიპლომატები კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობას განიცდიან თუ ბარაკ ობამამ ყველას ისე დაურიგა პოლიტიკური თანამდებობები, როგორც ენდრიუ შაპიროს? ალბათ ერთიც და მეორეც. ბარაკ ობამა ამერიკულ პოლიტიკურ ისთებლიშმენტში მეტისმეტად მარტოა. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი მაგალითად იმით იყო ცნობილი, რომ 30 წლის ასაკში გახდა სენატორი. 1973 წელს 30 წელი იყო სენატორობის მინიმალური ასაკი. სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი, მილიარდერთა ოჯახიდანაა წარმოშობით. ახალგაზრდობაში იგი ჯონ კენედის საპრეზდინეტო კამპანიაშიც კი ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ნანატრი თანამდებობა მხოლოდ ობამას კაბინეტში მიიღო…

დასკვნები თქვენ გამოიტანეთ…

ისე თუ გნებავთ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაზე უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგექმენათ სერიალ House of Cards-ის ყურებას გირჩევთ.