”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” – აშშ ავღანეთში, კოლუმბიასა და ინდოჩინეთში

Peter-Dale-Scott-whywhatwhyDOTorg.jpg
კანადელი დიპლომატი, პიტერ დეილ სკოტი თავის წიგნში ”ნარკოტიკები, ნავთობი და ომი” აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების, ნარკომაფიის და ნავთობის ბიზნესის ინტერესთა თანაკვეთაზე საუბრობს. 

II მსოფლიო ომის შემდეგ ნარკოტიკები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა: აშშ-ის დომინირების სტრატეგია სხვადასხვა ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებებთან ალიანსებს საჭიროებს, რომლებიც შუამავლის როლს თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში ყველაზე სისხლიან საქმეს ასრულებენ აშშ-ისთივს. (გავიხსნეოთ მაგალითად ”სირიის ზომიერი ოპოზიცია”, რომლებიც უკანონო ბანდ-ფორმირებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამერიკელებიც მფარველობით სარგებლობდნენ. ასევე ახალო აღმოსავლეთში ისეთი ტერირისტული ორგანიზაციები, როგორებიცაა ”ალ-ქაედა და ”თალიბანი” საკუთარი არსებობის საწყის ეტაპზე სწორედ ამერიკელების დახმარებით და ხელშეწყობით სარგებლობდნენ) 

იქადან გამომდინარე რომ ოფიციალურად მსგავსი რადიკალური, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფების ფინანსირება ოფიციალურად შეუძლებელია, ვაშინგტონი არაოფიციალურად ნებას რთავს მათ ნარკოწარმოებით დაკავდნენ და ნარკოვაჭრობით ფული იშოვონ, საკუთარი ინტერესების გატარების პირობით.
5156F6sCxtL._SX331_BO1,204,203,200_.jpg
ისტორიის განმავლობაში ხშირი იყო ამერიკელების ალიანსები სიცილიურ მაფიასთან, ნიკარაგუულ ”კონტრასთან”, კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიასთან, კოლომბიურ ”აუტოდეფენსასთან” და ა.შ. ნარკოტიკების მეშვეობით აშშ მარიონეტული რეჟიმების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას ახერხებდა და  საიდუმლო ოპერაციების დაგეგმვის საშუალებას იტოვებდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებული ბანკების მეშვეობით. აშშ-ის ამგვარი პოლიტიკის შედეგად გლობალურად ნარვაჭრობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რაც ბევრ ქვეყანაში არასტაბილურობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.
დეილ სკოტის წიგნში დეტალურად არის განხილული ის სქემა, რომლის მეშვეობითაც აშშ მოქმედებს. ამ მასალების გაცნობის შედეგად ის გავრცელებული მითი იმსხვრევა, რომლის თანახმადაც აშშ და ნატო ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვიან.
17308990_1311619798905972_5311616930851756577_n-1.jpg

ავღანეთში ამერიკელებმა საავადმყოფო დაბომბეს და ექიმები და პაციენტები დახოცეს

2015 წლის 3 ოქრომბერს აშშ-მ დაბომბა საერთაშორისო ორგანიზაცია ”ექიმები საზღვრების გარეშე”-ს ჰოსპიტალი ავღანურ ქალაქ კუნდუზსში. დაიღუპა მინიმუმ 19 ადამინი, მათ შორის 12 საავადმყოფოს თანამშრომელი. დაბომბვა განხორციელდა მიახლოვებით 1 წლის მერე, რაც პრეზიდენტ ობამამ ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. აშშ-ს მიერ ავღანეთში წარმოებული 13 წლიანი ომი მინიმუმ 1 ტრილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

6 ექიმი ამერიკელების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა

6 ექიმი ამერიკელების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ექიმები საზღვრების გარეშე ახადებენ, რომ საავადმყოფოზე იერიში საერთაშორისო სამართლი და ნორმების ძალიან უხეში დარღვევაა. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მათ აშშ-ს მთავრობას 29 სექტემბერს მიაწოდეს ჰოსპიტალის ჯიპიეს კოორდინატები, რათა თავიდან აერიდებინათ საავადმყოფოს დაბომბვა.

”ექიმები საზღვრების გარეშე”-ს აღმასრულებელი დირექტორი იტყობინება, რომ საავდამყოფოს დამობვიდან რამდენიმე წუთში ის ამერიკელ სამხედროებს დაუკავშირდა როგორც ქაბულში, ასევე ვაშინგტონში რომ იერიში შეჩერებული. ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკელები რამდენიმე საათის განმავლობაში განაგრძობდნენ ჭურვების ჩამოგდებას ჰოსპიტალზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საავადმყოფოს ბომბავენ და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ. ავღანეთში ამერიკელების შეჭრის დრო მათ ერაყულ ქალაქ ფალუჯაში 2 სხვადასხვა საავადმყოფო დაბომბეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები აგერ უკვე 10 წელზე მეტი, რაც ომს აწარმოებენ ავღანეთში, ტერორისტული ორგანიზაცია ”თალიბანის” მეომრების რაოდენობა კი არ მცირდება, არამედ უფრო იზრდება. დღესდღეობით თალიბანი 60 000- 70 000 კაცს ითვლის, მაშინ როდესაც ამერიკელების ავღანეთში შეჭრის დროს ისინი მხოოლოდ 2000 მეომრისგან შედგებოდნენ.