სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის მიმართ.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის ერთგულების შენარჩუნებისას, ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური პუბლიკაციების შესწავლაზე, რაც ფინანსებს, სავაჭრო კონკურენციას, სახალხო მეურნეობის დარგების მართვის მეთოდებს ეხება. ამ დაჟინებული შესწავლისას აუციელებელია მარცვლის გარჩევა ღვარძლისგან. არ შეიძლება დასავლური თეორიების კოპირება, რომლებიც კაპიტალიზმის არსს ასახავენ. არ შეიძლება იმ კონცეპტების ათვისება, რაც უცხოა სოციალიზმისთვის.
(სი ძინპინი, იდეოლოგიური ჟურნალი “ჭეშმარიტების ძებნა”)
http://en.qstheory.cn
ალბათ თქვენ გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა: რისთვის ჭირდება სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალისტური სამყაროს ეკონომისტების შესწავლა? ამ კითხვაზე პასუხი რეალურად ზედაპირზე ტივტივებს. ჩინეთში დღესდღეობით დამყარებულია ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა.” აღნიშნული ტერმინი მარქსისტულ მეცნიერებაში ერთობ ახალი ცნებაა, რომელიც ციამ ცზეემინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-14 ეროვნული კონგრესის დროს გამოიყენა ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მიზნებისთვის.
რას წარმოადგენს სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა? ეს არის ეკონომიკა, რომელიც 2 ძირითადი სექტორიდან შედგება: სახელმწიფო და კერძო. სახელმწიფო სექტორი იმართება მთავრობის მიერ პირდაპირი დაგეგმვის მეშვეობით, რაც განვითარების ლოკომოტივია. სახელმწიფოს საკუთრებაში არის მიწა და ბუნებრივი რესურსები, რკინიგზა, საავიაციო ტრანსპორტი, მძიმე მანქანათმშენებლობა. კერძო სექტორს, რომელიც კოოპერატივისგან და ბურჟუაზიული საწარმოებისგან შედგება, დამხმარე ეფექტი გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კერძო სექტორი მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ მმართველ სტრუქტურებში იდეოლოგიური პარტიელების დანერგვით.
30 წლის განმავლობაში ჩინეთმა შეძლო საკუთარი 800 000 თანამოქალაქის ამოყვანა უიმედო სიღარიბიდან, თითქმის ყველა მოქალაქე უზრუნველყო პენისებით და უფასო სამედიცინო მომსახურებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთის მშპ საშუალოწლიურად 10%-ით იზრდება და დიდი ალბათობით ერთ დეკადაში ჩინური ეკონომიკის მოცულობა ამერიკულს გადაასწრებს. ჩინეთი დღესდღეობით ფაქტიურად ციფრული ზესახელმწიფოა და ეს კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც გამოჩნდა. იმის მიუეხედავად რომ ჩინეთი 1.4 მილიარდიანია ქვეყანაა, მან ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და Covid 19-ის გავრცელება შეაჩერა.
ამასთან ერთად მთელი ქვეყნა მოცულია მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელითა. ჩინეთის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ შევადარებთ ლიბერალურ და კაპიტალისტურ ინდოეთს, კაპიტალისტურ ბუტანს ან რუსეთს. ამას წინათ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აღნიშნა, რომ ჩინეტის პოლიტიკური სისტემა არის მსოფლიოში ყველაზე პროგრესული და განაცხადა რომ მსგავსი მოდელის დანერგვა საკუთარ ქვეყანაშიც სურს.
დასავლეთში და იდეოლოგიურად მის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონებში აქსიომის დონეზე გავრცელებულია ის ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ქვეყნების განვითარება და მოდერნიზაცია დასავლეთის გავლენის ზრდასთან და ამ ქვეყნების ვესტერნიზაციასთან იყო უშუალო კავშირში. როგორც ჩინეთის მაგალითი გვიჩვენებს ეს უფრო ჰიპოთეზაა, ვიდრე ჭეშმარიტებაზე.

განვითარების ჩინური პარადიგმა გარკვეულწილად უნიკალურია და ეს უნიკალურობა პირველ რიგში ძლიერ და ყოვლისმომცველ სახელმწიფოზე დგას. სახელმწიფო ჩინეთში ყველგანაა: ბევრი მსხვილი კომპანია კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო კომპანიებიც კი ისეთები, როგორებიცაა Lenovo და Huawei, დიდწილად სახელმწიფო მფარველობაზე არიან დამოკიდებულები. ამბიციური ეკონომიკური გეგმები, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების წახალისება, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს ყველაფერი ჩინეთში ძლიერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს. ასე მაგალითად ჩინეთის დიდი არხის მშენებლობა, რომელიც დღემდე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი ინფრასტრუქტურული პროექტია მსოფლიოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში დაიწყო. ეს არხი 1700 კმ-ზე მეტი სიგრძისაა და ისეთ ქალაქებს აკავშირებს ერთანეთთან როგორიცაა შანხაი და პეკინი.
მადლობა საინტერესო სტატიისთვის.
ჩინეთის ეკონომიკური განვითარება მართლაც შთამბეჭდავია.
ამ თემაზე რა ნაშრომებს და წიგნებს გვირჩევთ?
LikeLike