ყველაზე დროის ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი, ყველაზე გაყიდვადი პოლიტეკონომიური ნაშრომის ”კაპიტალის” ავტორი კარლ მარქსი დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მარქსის ნაშრომებს უბრუნდებიან გლობალური ეკონომიკური კრიზისების შემდეგ, როდესაც მისი ვარაუდები მართლდება. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი შემდეგ მარქსის კაპიტალის ხელახალი გამოცემა რეკორდული ტირაჟებით დაიწყეს.
ფრიდრიხ ენგელსთან თაანავტორობით დაწერილ ”კომუნისტური პარტიის მანიფესტში” მარქსი 10 რეკომენდაციას იძლევა თუ როგორც უნდა მოისპოს ბურჟუაზიული საზოგადოება კლასობრივი დაპირისპირებითურთ და მის მაგივრად როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს თავისუფალი საზოგადოება, სადაც თვითოეულის თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარების პირობაა.
გთავაზობთ ნაწყვეტს «კომუნისტური პარტიის მანიფესტიდან», სადაც საუბარი იმ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ექსპლუატაციის დასრულებას და თავისუფალი საზოგადოების ფორმირებას.
« პროლეტარიატი თავის პოლიტიკურ ბატონობას იმისათვის გამოიყენებს, რომ თანდათან გამოჰგლიჯოს ბურჟუაზიას მთელი კაპიტალი, მოახდინოს წარმოების ყველა იარაღის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს, ე.ი. გაბატონებულ კლასად ორგანიზებული პროლეტარიატის ხელში და რაც შეიძლება სწრაფად გაამრავლოს საწარმოო ძალთა ჯამი.
პირველად, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ დესპოტური ჩარევით საკუთრების უფლებასა და ბურჟუაზიულ წარმოებით ურთიერთობებში, მაშასადამე ისეთი ღონისძიებებით, რომელნიც ეკონომიკური თვალსაზრისით არასაკმარისად და გამოუსადეგრად გვეჩვენებია, მაგრამ მოძრაობის მსვლელობაში თავიანთ თავს გასცილდებიან და აუცლებელნი არიან როგორც საშუალება წარმოების მთელ წესში გადატრიალების მოსახდენად.
რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით სხვადასხვანაირი იქნება.
მაგრამ ყველაზე მოწინავე ქვეყნებში შესაძლოა თითქმის ყველგან გამოყენებულ იქნას შემდეგი ღონისძიებები:
მიწის საკუთრების ექსპროპრიაცია და მიწის რენტის გამოყენება სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად.
მაღალი პროგრესული გადასახადი.
მემკვიდრეობის უფლების გაუქმება.
ყველა ემიგრანტისა და მეამბოხის საკუთრების კონფისკაცია.
კრედიტის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში სახელმწიფო კაპიტალითა და განსაკუთრებული მონოპოლიით აღჭურვილი ნაციონალური ბანკის მეშვეობით.
მთელი ტრანსპორტის ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში.
სახელმწიფო ფაბრიკების, საწარმოო იარაღთა გამრავლება, ყამირების გატეხა და მიწების გაუმჯობესება საერთო გეგმის თანახმად.
ერთნაირად სავალდებულო შრომა ყველასთვის, სამრეწველო არმიების დაწესება, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისთვის.
მიწათმოქმედების შეერთება მრეწველობასთან, ხელისშეწყობა ქალაქისა და სოფლის დაპირისპირების თანდათანი მოსპობისთვის.
ყველა ბავშვის საზოგადოებრივი და უსასყიდლო აღზრდა. ბავშვთა საფაბრიკო შრომის ახლანდელი ფორმის მოსპობა. აღზრდის შეერთება მატერიალურ წარმოებასთნა.
პოლიტიკური ძალაუფლება, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არის ერთი კლასის ოგრანიზებული ძალადობა მეორე კლასის დასათრგუნავად. თუ პროლეტარიატი ბურჟუაზიის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცლებლად ერთანდება კლასად, რევოლუციის გზით თავს თავს გაბატონებულ კლასად აქცევს და როგორც გაბატონებული კლასი ძალდატანებით სპობს ძველ წარმოებით ურთიერთობებს, – ცხადია, ამ წარმოებით ურთიერთობებთან ერთად იგი სპობს კლასობრივი დაპირისპირების საარსებო პირობებს, აგრეთვე კლასებს საერთოდ და ამით თავის, როგორც კლასის, საკუთარ ბატონობასაც. »