ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკელების მასშტაბური საომარი მოქმედებების შესახებ მეტნაკლებად მთელმა მსოფლიომ შეიტყო, მაგრამ 1980-იანი წლებში ამერიკელები თავს ესხმოდნენ ცენტრალური ამერიკის სხვადასხვა პატარა ქვეყნებს, რის შესახებაც ბევრმა არ იცის. დღეს აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთ ესეთ სამრცხვინო მომენტზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, კერძოდ კი 1983 წლის 25 ოქტომბერზე, როდესაც აშშ თავისზე 26633-ჯერ უფრო პატარა ქვეყანას დაესხა თავს. დიახ, ცენტრალურ ამერიკაში არის პატარა კუნძული სახელად გრენადა, რომელიც ადრე ინგლისური კოლონია იყო და 1974 წელს მოიპოვა დამოკიდებლობა. 1983 წლისთვის ამ ქვეყანაში 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო შეარაღებულ ძალებში 1000 ადამიანი მსახურობდა. თუმცა გეოგრაფიულ მასშტაბებში და მოსახლეობის რიცხოვნობაში კომიკურმა სხვაობა ამერიკელებზე გადაწყვეტიბაზე გავლენა არ იქონია.
ოპერაცია „Urgent Fury“ (სასწრაფო რისხვა)
ესეთი სახელი ერქვა აშშ-ის სამხედრო ოპერაციას, რაც გრენადის ოკუპაციას ითვალისწინებდა 1983 წელს, რომლის საბაბიც გახდა ამ ქვეყანაში მცხოვრები ამერიკელი მოქალაქეების დაცვა. (საბაბი და არა მიზეზი) ამ ოპერაციის შედეგად დამხობილ იქნა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც დამყარდა აქ პატარა ქვეყანაში სახელწმიფო გადატრიალების შედეგად.

ამერიკელი ჯარისკაცები გრენადელების წინააღმდეგ
წინმსწრები მოვლენები
1979 წლის 13 მარტს გრენადაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ემსხვერპლა ერიკ გეირის მმართველობა და ქვეყნის სათავეში მოვიდა „New Jewel“, რომლის ლიდერი გახლდათ მორის ბიშოპი. ახლად ჩამოყალიბებულმა მმართველობამ გეზი აიღო საბჭოთა კაშირთან და კუბასთან მჭიდრო ურთიერთობებზე. 1983 წლისთვის გრენადას სამხედრო დანაყოფების სრული რეორგანიზაცია მოხდა და ისინი წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სამხედრო შენაერთებს კარიბის ზღვის რეგიონში, რასაკვირველია ეს არ მოხდებოდა გარე დახმარების გარეშე. გრენადას ახალი საგარეო და საშინაო პოლიტიკური რეალობა რასაკვირველია უარყოფითად იყო აღქმული აშშ-ში, რომლის დომინირება ცენტრალურ ამერიკაში უკვე შერყეული იყო ნიკარაგუაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც მმართველობაში სანდინისტები მოვიდნენ და ასევე სალვადორში კომუნისტური პარტიზანების აქტიურობაც ამერიკელების წისქვილზე არ ასხავდა წყალს.
ყველაზე დიდი აღშფოთება აშშ-ში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გრენადაში დაიწყო უზარმაზარი საერთაშორისო აეროპორტის, პორტ-სელაიენზის მშენებლობა. კონტრაქტი ბრიტანულ ფირმასთან იყო გაფორმებული, მაგრამ მშენებლობას ახორციელებდნენ კუბელები. ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულება 1984 წლისთვის იგეგმებოდა, რომლის მთავარი მიზანიც ტურიზმის განვითარება იყო. მაგრამ აშშ-ში მიიჩნიეს, რომ ეს აეროპორტი, რომელიც შენდებოდა კუბელებისა და გრენადელების საერთო ძალისხმევით, მომავალში გახდებოდა სატრანზიტო ბაზა, რომელზეც გაივლიდა იარაღი, რომელიც მოხმარდებოდა ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში კომუნისტური მოძრაობების მხარდაჭერას. ამას ხშირად აღნიშნავდა თავად რონალდ რეიგანი.
გრენადაზე ინერვენციის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანაში მემარცხენე მთავრობა მოქმედებდა, რომელმაც მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სოციალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. გრენადის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა კუბასთან და საბჭოთა კავშირთან, ეს კი რონალდ რეიგანმა ვერ მოითმინა.
1982 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა კარიბის ზღვის სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრის დროს გრენადა “მარქსიზმის ვირუსის” გავრცელებაში დაადანაშაულა. 1983 წელს აშშ-მ ბოიკოტი გამოუცხადა გრენადას და ამერიკელ ტურისტებს მოუწოდა უარი ეთქვათ გრენადაზე დასვენებაზე.
ამ დროს 1983 წლისთვის მოძრაობა „New Jewel“-ში მოხდა განხეთქილება. 13 ოქტომბერს მემარცხენე რადიკალურმა ფრთამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ბერნარდ კოარდი ხელმძღვანელობდა, გადატრიალება მოაწყო . მორის ბიშოპი დააპატიმრეს. როდესაც პროტესტის მონაწილეებმა სცადეს მისი განთავისუფლება ციხიდან, მათ ცეცხლი გაუხსნეს, რასაც შეეწირა ბიშოპი და ათობით პროტესტანტი. ბრიტანეთის გენერალ-გუბერნატორ პოლ სკუნს საშინაო პატიმრობა მიუსაჯეს.
ოპერაციის დაგეგმვა
მაუნტ ოსტინის ტრაგედიის შემდეგ აღმოსავლეთ კარიბის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა აშშ-ს გრენადაში ახალი მმართველობა ჩამოეყალიბებინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ამ წინადადების წამოყენება თვით აშშ-ს ელჩმა უკარნახა ამ ორგანიზაციას.
აშშ სამხედრო შეჭრას იმით ხსნიდა, რომ გრენადაში იმ დროს იმყოფებოდნენ ამერიკელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები და საჭირო იყო მათი დაცვა ამ რეჟიმის პირობებში.
ოპერაციის დაგეგმვა ხდებოდა საკმაოდ შეზღუდული დროის პირობებში, რამაც საბოლოო იმოქმედა მის მსვლელობასა და ეფექტიანობაზე. მთავარ ფაქტორს თამაშობდა ის გარემოება, რომ აშშ-ს სრულიად არ ჰქონდა წარმოდგენა გრენადას და კუბის სამხედრო დანაყოფების განლაგების შესახებ. ერთადერთი წყარო გახლდათ სადაზვერვო თვითმფრინავის SR-71-ის მიერ გაკეთებული სურათები. სანამ კუნძულზე ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყებოდა , გრენადაში ჩამოსხდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებმაც სრულიად განსხვავებული სურათი დახატეს, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა ოპერაციის წარმატებულობა. კერძოდ კი მათ აცნობეს, რომ პორტ-ელაინზი, სადაც აშშ აპირებდა დისლოცირებას, არ იყო დასრულებული და ასაფრენი ბილიკები იყო ბლოკირებული სამუშაო ტექნიკით. მაგრამ, სანამ ეს ინფორმაცია მივიდოდა შტაბში თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ.

1983 წელს კუნძულ გრენადაზე ამერიკელების მიერ დატყვევებული კუბელები
შეტევა
გრენადაზე შეტევა 1983 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც გახდა ცნობილი, რომ თვითმფრინავების დაშვება პოინტ-სელაინში იყო შეუძლებელი იყო მიღებული გადაწყვეტილება დესანტის ჩამოგდების შესახებ. 75-ე რეინჯერთა შენაერთს აუწყეს ახალი გეგმის შესახებ მაშინ, როდესაც ისინი უკვე ჰაერში იმყოფებოდნენ. კუბელები, რომლებიც აეროპორტს იცავდნენ არ იყვნენ მზად ასეთი მანევრისთვის. იმის მიუხედავად, რომ დესანტის ჩამოგდებას საპირისპირო მხრიდან ცეცხლის გახსნა მოყვა, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. დესანტმა ავიაციის დახმარებით დაამარცხა კუბელების შენაერთები და რამდენიმე BTR-60, რის შემდეგ მათ მოაშორეს სამშენებლო ტექნიკა ასაფრენი ბილიკებიდან, სადაც 82-ე დივიზიის თვითმფრინავებმა დაიწყეს დაშვება. ამავე დროს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოსხდნენ საზღვაო ძალები, რომლებსაც შეხვდა მინიმალური წინააღმდეგობა.
ასეთი უეცარი გადაწყვეტილებების და სწრაფი მოქმედებების გამო ოპერაციის მსვლელობაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

გრენადელებო, თქვენი კარიბელი მეზობლები ამერიკელების მხარდაჭერით მოვედით გრენადაზე დემოკრატიის აღსადგენად.
მაგალითად აშშ-ს სამხედრო ძალებს არ გააჩნდათ გრენადას ზუსტი რუკა და ისინი ტურისტული ჩანაწერებით ხელმძღვანელობდნენ.
გრენადას ანტი-საჰაერო თავდაცვა არ იყო შეფასებული სათანადოდ, სადაზვერვო ინფორმაციის არ ქონის გამო, რის შედეგად აშშ-მ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი. ერთ-ერთი შენაერთი გაგზავნეს გენერალ-გუბერნატორ სკუნის რეზიდენციაში, ამ დროს მათ შეხვდათ ძლიერი გრენადის დამცავი პოზიციები, რის გამოც პოზიციების შეკავება 24 საათის განმავლობაში მოუწიათ. ამერიკილებმა შემთხვევით ცეცხლი გაუხსნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, რის შედეგად დაიღუპა რამდენიმე პაციენტი. გარკვეული შეფერხებების მიუხედავად აშშ-ს არმიამ მალევე სძლია მოწინააღმდეგეს და 27 ოქტომბერს ყველა შეტაკება უკვე დასრულებული იყო. მალევე მოხდა ამერიკელი სტუდენტების ევაკუაცია და ყველა კუბელი მუშისა, თუ სამხედროს დაკავება.
- ამერიკელების ავიაციამ გრენადელების შტაბის მაგივრად ფსიქიატრიული საავადმყოფო დაბომბა და შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
დანაკარგები
თუ დავეყრდნობით ოფიციალურ მონაცემებს, ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 19, ხოლო დაიჭრა 116 ამერიკელი ჯარისკაცი. კუბელების, გრენადელების და სხვათა მსხვერპლი არ არის ცნობილი, მაგრამ მაჩვენებელი არ არის მაღალი. კუბელებმა დაკარგეს 25 ადამიანი და 600 ტყვეობაში მოიქცა. დაიღუპა 45 გრენადელი ჯარისკაცი, მინიმუმ 24 მშვიდობიანი მოქალაქე.
თუმცა როგორც რამდენიმე წლის შემდეგ სამხედრო ექსპერტებმა განაცხადეს, ამერიკელების ფაქტიური დანაკარგი ბევრად აღემატებოდა რეალურ ციფრებს. საერთო ჯამში ამერიკელების მხრიდან 3000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს რომ ამერიკელების დამხედრო ოპერაცია საერთო ჯამში სამარცხცხვინოდ ჩავარდა.
მსოფლიოს რეაქცია
1983 წლის 2 ნოემბრის გაეროს რეზოლუციის № 38/7 მიხედვით ამერიკელების გრენადაზე შეჭრა შეფასებული იყო, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, სადაც უგულვებელყოფილია სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. გაერო აშშ-ის მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედროს ინტერვენცია და დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.
1983 წლის ინტერვენცია მკაცრად დაგომა სსრკ-მ და ასევე დასავლეთის უამრავმა ქვეყანამ. საინტერესოა, რომ ამერიკელების 60 % მხარს უჭერდა ამ სამხედრო თავდასხმას.
შედეგები
1984 წ დეკემბერში გრენადაში ჩატარდა არჩევნები, სადაც გამარჯვება მოიპოვა პროამერიკულად განწყობილმა ჰერბერტ ბლეიზის პარტიამ.