იტალიელი რევოლუციონერი
მარიანა მაცუკატო გახდა ერთ-ერთი პირველი ეკონომისტი, რომელმაც გააქარწყლა მითი კერძო ბიზნესის როლის შესახებ ინოვაციური ეკონომიკის შექმნის პროცესში. დღესდღეობით დომინირებს აზრი, რომლის თანახმდაც ბაზრის უმთავრესი მოთამაშეები მეწარმეები და ვენჩურული ინვესტორები არიან. მაცუკატომ კი თავის კვლევებში აჩვენა ის, რომ უახლესი ტექნოლოგიები, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტი და iphone-ის მიერ გამოყენებადი (GPRS, touchscreen, Siri) დაფინანსებული და რეალიზებული იყო სახელმწიფო საქტორში, ხოლო ამ ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მიღებული აურაცხელ მოგებას საერთო ჯამში კერძო ბიზნესი ითვისებს. მისი მთავარი იდეა, რაც მან თავს უმთავრეს ნაშრომში – “სახელმწიფო მეწარმე – მითები საზოგადოებრივ და კერძო სექტორზე” [The Entrepreneurial State: Debunking Public vs. Private Sector Myths]
მაცუკატომ თავისი ხედვა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა – კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო გამოგონებების მეშვეობით იღებენ შემოსავალს, მოგების ნაწილი სახელმწიფოს უნდა დაუბრუნონ.
ის იდეა სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება სხვადასხვა დისკუსიების საგანი, განსაკუთრებით კი კრიზისების დროს, როდესაც სახელმწიფო ხარჯები მცირდება, ხოლო ინოვაციების აუცილებლობა იზრდება. პროფესორი მაცუკატო საკმაოდ ავტორიტეტულ ეკონომისტად მიიჩნევა, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მას ხან ევროკომისია იწვევს კონსულტანტის რანგში, ხან შოტლანდიის მთავრობა, ხან NASA. რა თქმა უნდა მას კრიტიკოსებიც არ აკლია, იმ მეწარმეების და პოლიტიკოსების სახით, რომლებიც ფინანსების მაცუკატოსეული გადანაწილების მოწინააღმდეგეები არიან.
„ჩემი მიზანია დისკუსიის არსის შეცვლა. თუ ჩვენ გვსურს გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების მიღწევა და არა სპეკულატიური ზრდისა, ჩვენ უნდა გავიგოთ საიდან შეიძლება გაჩნდეს ეს ზრდა. თუ იმ ქვეყნების გამოცდილებას გავაანალიზებთ, რომელთაც უკვე შეძლეს ჭკვიანურ ინოვოცაიციურ ტრაექტორიაზე გასვლა, მაშინ შევამჩნევთ რომ ეს მოხდა სახელმწიფოს ძლიერი ჩარევის შედეგად. შეგვიძლია თუ არა ჩვენ ანალოგიური პროგრესი სახელმწიფო ხარჯების არსებითი შემცირების პირობებში?“ – აცხადებს მარიანა მაცუკატო.
აი როგორ ხსნის ამ ყველაფერს იტალიური წარმოშობის ეკონომისტი. როდესაც კეთილდღეობას და ახალი ღირებულების შექმნის შესახებ მსჯელობენ, კერძო სექტორს უძლეველი ლომის როლში გვიხატავენ, რომელიც სახელმწიფო სექტორის გისოსებში ზის. თუ გისოსებს მოვაშორებთ, ლომი დაიწყებს ხეტიალს და ყმუილს. რეალურად კი კერძო კომპანიები იშვიათად არიან ლომები, ისინი უფრო კატებს წააგავენ. მენეჯერები პირველ რიგში კონცენტრირებულები არიან ხარჯების შემცირებაზე, იმ კომპანიის აქციების ფასის ზრდაზე, სადაც თვითონ მუშაობენ და არა ინვესტიციებში კვლევასა და განვითარებაში (Research and Development) და კომპანიის გრძელვადიანი ზრდის სტიმულირებაში.
მაცუკატო ამტკიცებს რომ სახელმწიფოს როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დღესდღეობითაა მიჩნეული.
ნებისმიერი მსხვილი სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს გლობალური ამოცანების რეალიზებას (პირველად კოსმოსში გაუშვას თავისი მოქალაქე კოსმოსში, პიველად გაუშვას – მთვარაზე) ეს ეხება ინვესტიციებს სხვადასხვა საწარმოო სექტორების განსავითარებლად მათი ფორმირების სტადიაში, მათ შორის ნახევრაგამტარებში, ინტერნეტში. “საჭიროა რომ სახელმწიფომ დაიღრიალოს“ – ესე ხსნის მაცუკატო თუ როგორაა შესაძლებელი ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების ბიძგი.
მაცუკატოს თეორია
სილიკონის ველის ლეგენდარული მეწარმეებიც კი არც თუ ისეთი ჭკვიანები არიან, როგორც ეს ბევრს ჰგონია. რა თქმა უნდა სტივ ჯობსის და ილონ მასკის მსგავს ადამიანებს დამსახურებული პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ ამ ადამიანების სამეწარმეო ბრწყინვალება დიდი ისტორიის მცირე ნაწილია. მაგალითად ჭკვიანი ტექნოლოგიები უმრავლესობა, რაც Iphone-ში გამოიყენება (Siri, Touchscreen, GPRS) სახელმწფიოს მიერ დაფინანსებული კვლევების ნაყოფია.
“სახელმწიფომ დააფინანსა ფუნდამენტური და გამოყენებითი სახის კვლევები, მოახდინა სახელმწიფო სახსრების ინვესტირება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა მაგალითად Tesla. ანუ სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ვენჩურულ კაპიტალს უნდა გაეკეთებინა” – აღნიშნავს მაცუკატო.
სილიკონის ველის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ლოკომოტივი აშშ-ის თავდაცვის კვლევის სააგენტო, იგივე Darpa იყო, რომელიც 1958 წელს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დააარსა, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა თანამგზავრი “სპუტნიკი” გაუშვა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მილიარდობით დოლარი დახარჯა ფუნდამენტურ კვლევებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტის განვითარებაში. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ჯანდაცვის ინსტიტუტებმა ანალოგიურად უდიდესი როლი ითამაშეს ფარმაცევტული წარმოების განვითარებაში. კიდევ ერთი კარგი მაგალითია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის სტრუქტურაში სპეციალური სააგენტოს ARPA-E-ის შექმნა, რომელსაც განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სტიმულირება ევალება.
ჩინეთში, ბრაზილიაში, ისრაელში, დანიაში, გერმანიაში სახელმწიფოს მხოლოდ ბაზრის მარეგულირებლად კი არ გვევლინება, არამედ აქტიურად მონაწილეობს ბაზრის შექმნაში და ფორმირებაში. მაცუკატოს მაგალითისთვის მოჰყავს პროგრამა Yozma ისრაელში, რომელიც იმ პროექტების ექსპერტიზას და დაფინანსებას ახდენს, რომლის საბოლოო მიზანია სტარტაპების ნაციის ჩამოყალიბება.
მარიანა მაცუკატო უფრო და უფრო რადიკალურად გამოდის, როდესაც საქმე ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლების გადანაწილებას ეხება. “თუ თქვენ იზიარებთ იმ მოსაზრებას რომ სახელმწიფოს ბევრი კომპანიის წარმატებაში გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, მაშინ უნდა მიიღოს თუ არა მან სანაცვლოდ ეკონომიკური სარგებლის ნაწილი? – კი. ბიზნესის პასუხი ამაზე შეიძლება იყოს სახელმწიფოსთვის აქციების გარკვეული ნაწილის გადაცემა, ან ისეთი ფონდების შექმნა, რომლებიც კომპანიის მოგების ნაწილის რეინვესტირებას მოახდენს ინოვაციებში.”
მაღალტექნოლოიური და ფარმაცევტული კომპანიები, პირიქით გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს იღებენ სახელმწიფოსგან, იმის მაგივრად რომ უფრო მეტი გაიღონ იმ დახმარების სანაცვლოდ რაც მათ სახელმწიფომ აღმოუჩინა.
ჩაკეტილი წრე
მაცუკატოს აზრით ევროპამ არასწორი დასკვნები გამოიტანა სილიკონის ველის გაკვეთილებიდან. ევროპულმა მთავრობებმა ბიზნესის წარმომადგენლებს ჰკითხეს თუ რა სურდათ მათ და პასუხად მიიღეს რომ ვენჩურული კაპიტალის წახალისება მოახდინათ, გადასახადები შეემცირებინათ და სახელმწიფო ბიუროკრატია მინიმუმამდე დაეყვანათ.
მაცუკატო აღნიშნავს: “კომპანიები ინვესტირებას ახდენენ მხოლოდ იმ დარგებში, სადაც უკვე არის ტექნილოგიური და საბაზრო შესაძლებლობები. თუ ჩვენ მათ გადასახადებს შევუმცირებთ, ეს ნიშნავს იმას რომ ისინი მომენტალურად გამდიდრდებიან. და რითი დაკავდებიან ამის შემდეგ ბიზნესის მფლობელები? შემდეგ ისინი უფრო დიდხანს ითამაშებენ გოფლს, ხოლო ინვესტირებას მოერიდებიან.”
მარიანა მაცუკატო არა მხოლოდ თეორიტიკოსი ეკონომისტია, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. ის მაგალითად NASA-ს კონსულტანტია პასუხიმგებლობის გადანაწილების საკითხებში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.