პროგრესული გადასახადები – სამართლიანობისთვის, განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის

მეტი მათგან ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს შემოსავლის მისაღებად

თავისუფალი კონკურენციის პირობებში ხდება კაპიტალის გადინება ღარიბებისგან მდიდრების ხელში, ხოლო მდიდრებისაგან კიდევ უფრო მდიდრების ხელებში. ხდება სოციალური უთანასწორობის ზრდა და ეს არის არა მხოლოდ შემოსავლებში სხვაობა, არამედ ეს არის ნამდვილი სოციალური უთანასწორობა, ეკონომიკური უფსკრული. ისეთი უფსკრული, რომლის პიროებში ხალხს ხშირად არ გააჩნია ფული, რათა მინიმალური საარსებო მოთხოვნები დაიკმაყოფილოს. ქვეყანაში სწრაფად მცირდება საბაზრო მოთხოვნა, იზრდება უმუშევართა რაოდენობა,  მცირდება წარმეობის მასშტაბი და შედეგად ეკონომიკა ხდება არაეფექტური.

main-qimg-bb5b5537ab16a61ebb02c01bb71edca8-c

უმეტესწილად ზუსტად ასეთმა მდგომარეობამ გამოიწვია რუსეთის რევოლუცია 1917 წელს, დიდი დეპრესია აშშ-ში და ტოტალიტარულ-ავტორიტარული სისტემების ჩამოყალიბება II მსოფლიო ომამდე. ამიტომ, რათა ხელისუფლებამ სამომავლოდ აიცილოს მსგავსი სოციალური კრიზისები, საბაზრო ეკონომიკის მქონეს ქვეყნებმა გადაწყვიტეს მდიდრების გარკვეული კაპიტალი მოახმარონ ღარიბებს. ამიტომაც საგადასახადო სისტემაში დაიწყეს პროგრესული დაბეგვრის მეთოდის გამოყენება,  რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მათ, ვისაც გააჩნია უფრო მაღალი შემოსავლების მაჩვენებელი და უფრო მეტი შესაძლებლობა ამ შემოსავლების მისაღებად ვიდრე სხვებს, უნდა იკისრონ უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთი სახელმწიფოს ბოუჯეტის წილში. პროგრესული გადასახადი არა მხოლოდ სამართლიანია თავის არსით, არამედ ასევე საზოგადოების სტაბილური და თანასწორი განვითარების გარანტიას წარმოადგენს.

პროგრესული გადასახადი წესდება საშემოსავლო გადასახადზე, რაც უფრო მაღალია შემოსავალი, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი.

შეძლებულ მოქალაქეთა ფენა მოხმარებისთვის ხარჯავს თავისი შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს და მხოლოდ ამ ნაწილიდან იხდის შესაბამის დამატებითი ღირებულების და აქციზის თუ სხვა გადასახადებს. ხოლო უმეტესი მოსახლეობა მოხმარებაზე ხარჯავს შემოსავლების მთლიან რაოდენობას, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებენ და იხდიან გადასახადებს მთელი თავისი შემოსავლებიდან.  ამიტომაც საშემოსავლო გადასახადების პროგრესულობა არის ის არა მარტო სამართლიანი, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების სტაბილურობის საფუძველი.

მაგრამ პროგრესული გადასახადი არ არის მხოლოდ „გადასახადი სიმდიდრეზე“. როგორც უკვე აღინიშნა ასეთი სახის გადასახადი უწესდება მხოლოდ მათ, ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ მაღალი შემოსავლის მისაღებად. საწარმოს მეპატრონეს გაცილებით უფრო დიდი შემოასვლის მიღების შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე იმავე საწარმოს მუშებს. მეწარმეებს გააჩნიათ ვარირების უფრო ფართო შესაძლებლობათა სპექტრი, ისინი ხშირ შემთხვევაში იყენებენ სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ სუბსიდიებს, ხანდახან დღგ-განაც თავისუფლდებიან, აქტივების სწორ გადანაწილებას ახორციელებენ და კანონის დაურღვევლად გადასახადისგან იცილებენ თავს.

როგორი უნდა იყოს პროგრესული გადასახადი?

მთლიანობაში პროგრესული გადასახადი გვეხმარება საგადასახადო პოლიტიკის სამი მიზნის შესრულებაში: სოციალურ ჯგუფებს შორის საშემოსავლო უთანასწორობის დაბალანსებაში, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაში და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებაში.

მაგრამ რასაკვირველია პროგრესული საგადასახადო სისტემის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს პირველი საკითხის გადაჭრა. საშემოსავლო დისბალანსი აღმოფხვრილი უნდა იყოს საგადასახადო სისტემის შეუცვლელად.

იმისთვის რომ ეს წარმატებით განხორციელდეს ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ თუ რა სახის შემოსავლებიa წარმოდგენილი უფრო ხშირად დანარჩენებთან შედარებით. საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტიში საგადასახადო შემოსავლების  დიდი ნაწილი ორ გადასახადზე მოდის: დღგ-ზე და საშემოსავლოს გადასახადზე. (41.1% და 24.89% შესაბამისად)

საგადასახადო შემოსულობები სტრუქტურა 2016 წელს

ანუ სხვანაირად რომ ავხსნათ საგადასახადო ტვირთის უდიდესი ნაწილი მოდის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რადგანაც სწორედ ისინი არიან დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები, ხოლო საბანკო ბიზნესზე და მსხვილ ბიზნესზე მოდის საგადასახადო შემოსულობების მხოლოდ 13.2%. 

პროგრესული საგადასახადო სისტემა შეიძლება დაყოფილ იქნეს რამდენიმე ინტერვალად და ყოველივეს თავისი ინდივიდუალური საპროცენტო იდექსი მიენიჭოს.

საშემოსავლო გადასახადის ინტერვალების აღწერა

დღესდღეობით საქართველოში საშემოსავლო გადასახადზე მოქმედებს ერთიანი განაკვეთი ყველასთვის, შემოსავლის სიდიდის მიუხედავად. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანს ხელსფასი 400 ლარი აქვს, თუ 30 000, ყველა 20%-ით იბეგრება.

ამის მაგივრად შეიძლება შემოვიღოთ პროცენტული შკალა და საპროცენტო განაკვეთები შემოსავლების მიხედვით გადავანაწილოთ, მაგალითად:

  • 0% – 600 ლარამდე
  • 10% – 600-დან – 1000 ლარს შორის
  • 20% – 1000– 1800 ლარს შორის
  • 35 % – 1800-3000 ლარს შორის
  • 45% –  3000 ლარს ზევით

images

 

პროგრესული საგადასახადო სისტემის 6 მნიშვნელოვანი დადებითი თვისება:

  1. იქმნება ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლების წყაროები მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების ხარჯზე, რაც არ არის გათვალისწინებული ჩვეულებრივ სისტემაში და გადასახადი მთლიანად საშუალო და დაბალ ფენას აწვება.

  2. რადგან დიდ შემოსავალებზე მატულობს საგადასახადო ტვირთი, ის ავტომატურად უმცირდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე პირებს, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.

  3. რადგან დაბალი და საშუალოს შემოსავლის დაქირავებულ თანამშრომლებს მეტი თანხები რჩება,  შესაბამისად იზრდება სამომხმარებლო მოთხოვნა, რაც სამეწარმეო სექტორის განვითარებისთვის დამატებით იმპულსებს იძლევა.

  4. საგრძლობლად იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტებზე, რაც ადგილობრივი მეწარმეების განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

  5. გადასახადების განაკვეთის შემცირება მცირე და საშუალო შემოსავლის პირებისთვის, მათთვის ხელფასის მომატების ტოლფასი იქნება. ანუ სახელმწიფოს ამით ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

  6. ასეთი გადასახადი ხელს შეუწყობს საშუალო კლასის გაძლიერებას და მის შემდგომ ჩამოყალიბებას.

გადასახადების სინერგია

ფიზიკურ პირებზე გადასახადის ცვლილება ბუნებრივად გამოიწვევს სამეწარმეო საშემოსავლო გადასახადების ცვლილებას, რადგან ეს ორი ერთიანი საგადასახადო სისტემის ორი ნაწილია.

ეს ქმნის ეკონომიკის საგადასახადო სისტემის გაჯანსაღების სტიმულს, რათა მიიღწეულ იქნეს სასურველი ფისკალური ეფექტი, მოხდეს მეწარმეების და ინვესტორების მოტივაცია, რათა მათ საკუთარი ბიზნესის გაფართოვება მოახდინონ.

საქართველოში დღესდღეობით მოგების გადასახადი იბეგრება 15 %-ით. ამიერკავკასიაში საქართველოში ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი მოქმედებს, თუმცა როგორც გამოცდილება გვიჩვნებეს ეს ვერ უზრუნველყოფს იმას რომ ეკონომიკა სასურველი ტემპით გაიზარდოს. უფრო მეტიც საქართველოს მთავრობა, 2017 წლის 1 იავრიდან  “ესტონურ მოდელზე” გადავიდა, რაც იმას გულისხმობს რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.

რა თქმა უნდა ისევე როგორც საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაშიც, არც მოგების გადასახადის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ერთი და იგივე მცირე და მსხვილი ბიზნესისთვის. 15% როგორც ასეთი მოგების გადასახადისთვის საკმაოდ დაბალი განაკვეთია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მაგალითად 2016 წლის მონაცემებით მთლიან საგადასახადო შემოსავლებში მოგების გადასახადს 13%-იანი წილი უჭირავს. უნდა ვივარაუდოთ რომ სამომავლოდ მოგების გადასახადის წილი უფრო შემცირდება მთლიან შემოსავლებში.

პროგრესული საშემოსავლო საგადასახადო სისტემის მაქსიმალური ეფექტი მხოლოდ მაშინ იქნება საგრძნობი თუ მოხდება მისი სინერგია პროგრესულ მოგების გადასახადთან. არასამართლიანია როდესაც მცირე ბიზნესი და მრავალი სხვადასხვა პროფილის მქონე მსხვილი ბიზნესი ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთით იბეგრებიან. მაგალითად საბანკო სექტორს საკამოდ მცირე თანხა შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმასთან შედარებით თუ რა რეკორდულ მოგებებზე გადიან. ამიტომაც სახელმწიფოს პირველი ამოცანა მცირე ბიზნესის წახალისება უნდა იყოს და არა მსხვილი ბიზნესის.

წინააღმდეგობა პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით

მითი – გადასახადების გაზრდა ეკონომიკურ ზრდას აფერხებს

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მდიდარი კაპიტალისტური ქვეყნების უმრავლესობაში პროგრესული საგადასახადო სისტემის აქტიური დანერგვა შეიმჩნეოდა. (საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით)
ამის მიუხედავად (ან შეიძლება ზუსტად აქედან გამომდინარე) 1950-1973 წლებში ამ ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ამ პერიოდს სხვნაირად ”კაპიტალიზმის ოქროს საუკუნე” დაარქვეს.
ამ დრომდე შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მდიდარ კაპიტალისტურ ქვეყნებში 1-1.5%-ით იზრდებოდა წლიურად, პროგრესული საგადასახო სისტემის აქტიური გამოყენების პერიოდში კი ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში 2-3%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, დასავლეთ ევროპაში 4-5%-იანი, იაპონიაში კი 8%-იანი.


P.S ასე რომ ნუ დაუჯერებთ იმ ზღაპრებს ვითომდა პროგრესული საგადასახო სისტემის შემოღება ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, პირიქით

00001.jpg

მსოფლიო პრაქტიკა

ბევრი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაგალითი გვიჩვენებს, რომ პროგრესული საგადასახადო სისტემა აუციელებელია სოციალური სამართლიანობის და ეკონომიკური კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირებისთვის.
მაგალითად გერმანიაში ყველა ის პირი, ვისი წლიური შემოსავალიც წელიწადში €8130-ზე ნაკლებია, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
პროგრესული საგადასახოდო სისტემები მოქმედებს სკანდინავიაში, საფრანგეთში, ჩინეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში.

16864659_1296369453742179_2763963251077385152_n.jpg

დასკვნა

ნეიტრალური ფისკალური პოლიტიკის პირობებში, რასაკვირველია არ არის იმის საშულება, რათა მთლიანად  ვისარგებლოთ პროგრესული საგადასახადო სისტემის ფართო დადებითი თვისებებით, მაღალი ეკონომიკური ეფექტის უზრუნველსაყოფად.

ხელისუფლებების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ყველა არსებულ გადასახადს ცალ-ცალკე განიხილავენ და არა როგორც ერთიან სისტემას. ამიტომაც დღეს უკვე ძალიან ძნელია საგადასახადო ტვირთის გადანაწილება შრომიდან დაბეგვრის სხვა ობიექტებზე.

იმისთვის რომ დაქირავებული მუშების, მეწარმეების და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მაქსიმალური ეფექტურობით იქნას გამოყენებული, საჭიროა საგადასახადო სისტემის რეორგანიზაცია, როგორც ეს უკვე მოხდა განვითარებულ სახელმწიფოებში. საკმარისი არაა მხოლოდ საშემოსავლოს გადასახადის პროგრესული შკალის შემოღება, ასევე საჭიროა პროგრესული გაგადასახადის დაწესება მოგებაზე, უძრავ ქონებაზე, ფუფუნების ძვირადღირებულ ნივთებზე და ა.შ

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s