ნიკო ნიკოლაძე – სახელმწიფოებრივი აზროვნების ეტალონი

niko-nikoladzeდღეს გვინდა ვისაუბროთ უდიდესი ქართველი მოაზროვნის და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკური ხედვებზე. ძნელია მოვნახოთ ისეთი პროგრესული სახელმწიფო მოღვაწე, როგორც თავის დროზე ნიკო ნიკოლაძე იყო. იგი არ იშურებდა ენერგიას ჩვენი ქვენის გასათანამედროვებლად, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და სამომავლო განვითარების შესამზადებლად. თუმცა მისი მოღვაწეობის და პიროვნების მნიშვნელობის შესახებ, ჩვენი ქვეყნის ბევრ მოქალაქეს სათანადო ინფორმაცია არ გააჩნია.

ნიკოლაძე თვლიდა, რომ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. ამის მაგალითად იგი ინგლისს ასახელბდა: “ვიგები და ტორები ადვილი შესაძლებელია ასჯერ შეიცვალონ ბრიტანეთის მთავრობის საჭესთან, მაგრამ ინგლისის ინტერესები ამით ოდნავადაც არ შეიცვლება და მისი უდიდებულესობის ქვეყნის დედოფლის მთელი ძალისხმევა მუდამ ერთი მიზნისკენ ინება მიმართული,

ცნობილი საზოგადო მოღვაწე აღნიშნავდა, რომ დიდი ქვეყნები მცირერიცხოვან ქვეყნებს იგნორირებას უკეთებენ, ძარცვავენ მათ და ართმევენ ტერიტორიებსა და სიმდიდრეს, საარსებო რესურსებს. ის აფრთხილებდა საქართველოს მოქალაქეებს: “იმავე მიზეზის ძალით, რომლითაც მე და შენ, ჩემო კარგო მკითხველო, ვერ ვგრძნობთ საკუთარ უსამართლობას, დანაშაულობას და სისაძაგლეს,  როცა უმანკო კრავს ან ხბოს ვკლავთ ან ვაკვლევინებთ, ჩვენის კუჭის გასაძღომად, ევროპელი ხალხი – ჩვენთვის ერთობ საჭიროა გავიგოთ, გონებაში ჩავიბეჭდოთ და ნიადაგ გვახსოვდეს ეს გარემოება – ევროპელი ხალხი-მეთქი, სწორედ იმ თვალით უყურებს ყოველს სხვა უკანჩამორჩენილს, უძლურს და უმეცარ ხალხს, როგორითაც ჩვენ თვითონ ცხვრის ფარას დავცქერით”.

მოერეგან კიდევ უფრო მოურიდებლად აღნიშნავდა, რომ

“თუ სხვის იმედსა და დახმერბაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ  ანდა ინდოჩინეთვით ძარცვას დაიწყებენ.”

18556109_1384418008270656_7337990666301148106_n.jpg

(ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგი ალჟირელების გენოციდზე) – https://goo.gl/55CFpd
(ამ ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგი ევროპელების მიერ მოწყობილ გენოციდზე ინდოეთში) – http://bit.ly/2lTgnkH

იმისთვის რომ აიცილო მესამეხარისხოვანი ქვეყნის ბედი, ყოველმხრივ გაძლიერებაა საჭირო – ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი. გვერდში რომ ამოუდგე ევროპულ ქვეყნებს, იგივე გზა უნდა გაიარო, რაც გაიარეს სხვებმა.

ნიკო ნოკოლაძეს სახელმწიფო მოწყობის მნიშვნელოვან საფუძვლად მიაჩნდა სახელმწიფოს ზომიერი, კონკრეტული ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში (ანუ თანამედროვე ნეოლიბერალურ დღის წესრიგს უპირისპირდებოდა. უფრო მეტიც, ილია ჭავჭავაძესთან მისი დაპირისპირების მთავარი საგანი სწორედ ეკონომიკური პოლიტიკა იყო – ილია თავისუფალი ვაჭრობის მომხრე იყო [ანუ ფრიტრეიდერობას ემხრობოდა], ხოლო ნიკო ნიკოლაძე პროტექციონიზმს და სახელმწიფოს აქტიური ჩარევას უჭერდა მხარს ეკონომიკაში.)

“სახელმწიფო გეზს უნდა აძლევდეს ქვეყნის მრეწველობის განვითარებას, გარკვეულად არეგულირებდეს ფასებს, არ უშვებდეს მონოპოლიწების წარმოქმნას და კვეცავდეს ვაჭრობის მიერ კლიენტების შეუზღუდავ ძარცვას.”

niko-nikoladze-1.png

ნიკოლაძის აზრით, ამ ყველაფრით მხოლოდ საზოგადოება მოიგებს, საჭიროა, რომ სახელმწიფომ თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას ყველას: “საზოგადოება შედგება ცალ-ცალკე პირებისგან და თავის საკუთარი სარგებლიანობისთვის  მთელი საზოგადეობა უნდა ცდილობდეს, რომ არცერთი მისი წევრი არ დაიჩაგროს, არ წახდეს, სწორედ ისე, როგორც კაცი თითოეულ თავის თითს ან სხეულის ნაწილს უფრთხილდებოდა. საზოგადოება უნდა ცდილობდეს, რომ თუ ამ ბრძოლის მოშლა და ჰარმონიის გამართვა ჯერჯერობით არ შეიძლება, ბრძოლა ისე მაინც მოდიოდეს, რომ ყოველი მებრძოლი ერთნაირად იყოს დაიარაღებული.”

ნიკო ნიკოლაძეს მოჰყავდა იტალიის მაგალითი, რომ მან მანამ ვერ მოიპოვა დამუკიდებლობა, სანამ ეკონომიკურად არ აღორძინდა – საქართველოს ამ გზას უნდა დადგომოდა. “ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზე დამყარებული, მის მწარმოებლურობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით, ერი, რომლის წარმოებაც შეფერხდა და სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებენ მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. თუ იმან ვერ მოახერხე თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია.”

მსგავს აზრზს იზიარებდა ასევე XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი, რომელიც სამწუხაროდ დღეს უნივერსიტეტებში არ ისწავლება. და არა მხოლოდ ლისტი, XX საუკუნი უამრავი ეკონიმისტი და ჩვენი თანამედროვე ეკონომისტები  (ჯონ კენეტ გელბრეიტი, ხა ჯუნ ჩანგი, ერიკ რეინერტი, დარონ აჯემოღლუ) მიიჩნევენ რომ კოლონიის ტიპიური ნიშანი მასში მრეწველობის არრსებობაა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ფორმალური დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ რეალურ დამოუკიდებლობაზე თვითნებურად ვთქვით უარი და თითქმის სრულად გავანადგურეთ საწარმოო სექტორი, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევა-დარიგებით ქვეყნის ეკონომიკის უსწრაფესი დეინდუსტრიალაზაცია მოვახდინეთ, რის სავალალო  შედეგებსაც დღესდღეობით ვიმკით.

 

One thought on “ნიკო ნიკოლაძე – სახელმწიფოებრივი აზროვნების ეტალონი

  1. შეგიძლიათ ნიკო ნიკოლაძეზე უფრო მეტი რამე დაწეროთ და საერთოდ მის ნაირ პიროვნებებზე?

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s