არის თუ არა დასავლური ეკონომიკური თეორია გამოყენებადი განვითარებადი ქვეყნებისთვის?

myrdal-karl-gunnar.jpg

დღეს ჩვენ XX საუკუნის ერთ-ერთ მეტისმეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ეკონომისტზე, გუნარ მურდალზე მოგიყვებით, რომელიც 1974 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ეკონომიკის დარგში. შვედი ეკონომისტი მიიჩნევდა რომ თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო აღრმავებს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას და არა პირიქით, რასაც დღეს მეინტრიმული ეკონომისტები გვიმტკიცებენ.

გუნარ მურდალის თეორია, ორიგინალური სახით თითქმის უკვე არსად აღარ ისწავლება. თუმცა მურდალის თეორია ბევრად უფრო რეალისტურია, ვიდრე მაგალითად პოლ სამუელსონისა, რომლის ეკონომიკურ სახელმძღვანელოსებსაც “მონოპოლიზირებული” ჰქონდათ საქართველოს უნივერსისტეტების ეკონომიკური ფაკულტეტები.

7135999-L.jpg

თავის საეხელგანთქმულ ნაწარმოებში „აზიური დრამა“ გუნარ მურდალი საკმაოდ საინტერესო დასკვნებს აკეთებს, რომელთა განზოგადებაც დღევანდელი საქართველოსთვის არ იქნებოდა ურიგო. ის მიდის იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებში ინდუსტრიალიზაციის პრობლემები გამოწვეულია არა კაპიტალის სიმწირით, როგორც დასავლელი თეორიტიკოსები იტყობინებიან, არამედ სამუშაო ძალის არასრულყოფილი გამოყენებით, იმ პარადოქსით, რომ ადგილი აქვს ერთდორულად, როგორც სამუშაო ძალის სიმწირეს, ასევე მის სიჭარბეს. ასეთია სოფლის მეურნეობის კოლოსალური ჩამორჩენილობის პარადოქსი, ძველი ინფრასტრუქტურით, მომზადების და სათანადო განათლების დაბალი დონით, მას არ შესწევს ძალა, რომ გაათავისუფლოს თავისუფალი სამუშაო ძალა ქალაქისთვის.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის პარადოქსის შესწავლის დროს არ გამოგვადგება ორთოდოქსალური რეცეპტები. არ შეიძლება გამოვიყენოთ, ის მიდგომები, რომლებიც უკვე ინდუსტრიული ქვეყნების მიმართ გამოიყენება, იმ ქვეყნების მიმართ სადაც ინსტიტუციური მეტამარფოზები მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობს.

განვითარებულ სახელმწიფოებში სამეწარმეო ფაქტორების მაღალი მოქნილობა განპირობებულია ტექნოლოგიებით, ადათწესებით და სამოქალაქო ინსტიტუტებით. მაგალითად, ინჟინერული ცოდნის გავრცელება, ბაზრის ოგრანიზება და მობილობა, ეკონომიკური გათვლები და მოტივაცია.

მურდალი აღნიშნავს, რომ სამხრეთ აზიის ქვყნების მდგომარეობა არის რადიკალურად განსხვავებული: „ფასი არ რეაგირებს მოთხოვნასა და მიწოდებაზე, სამეწარმეო ფაქტორები არის ძალიან სპეციფიკური და ეკონომიკურ სტიმულებზე იშვიათად რეაგირებენ. ბაზრის არასრულფასოვნება, უნიათობა და ირაციონალურობა არის ნორმალური განმსაზღვრელი ფაქტორი. დივერსიფიცირების დონე დაბალია, ხოლო მონოპოლიზაციის დონე საკმაოდ მაღალია, მობილობა არის რთული ან საერთოდ არ არსებობს, კომპლემენტარულობა კი საყოველთაო ხასიათს ატარებს“.

საინტერესოა, მაგრამ შიდა მოხმარების შემცირება არ იწვევს უცხო ვალუტის დამატებითი შემოსავლის შემოდინებას. ისინი აგრძელებენ საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტს. თანამედროვე სამეწარმეო სექტორის განვითარება იქნება შეუძლებელი, თუ არ იქნება საყოფაცხოვრებო, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტების, წარმოება-გასაღების მუდმივი ზრდა. არ შეიძლება დავეყრდნოთ მოდელებს, რომლებიც უპირისპირებენ ერთმანეთს წარმოებასა და დაგროვებას. ინდუსტრიალიზაციას უნდა ჰქონდეს ნამატი  სამეწარმეო ზრდის სახით, რაც უნდა აისახებოდეს ეკონომიკის სხვა სფეროებშიც, როგორიც არის, მაგალითად სოფლის მეურნეობა, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.

მოხმარების დონის ზრდა არის ეკონომიკის სამომავლო ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. საჭიროა არა მხოლოდ დაგროვებითი პოტენციალის გაზრდა, არამედ იმ რესურსებიც მოძიება, რაც საბოლოოდ აამაღლებს ადამიანების ცხოვრების საშუალო დონეს, შექმნის ახალი სამუშაო ძალის ფორმირების გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე სამეწარმეო სფეროში დასაქმების კრიტერიუმებს. საუბარია არა მხოლოდ პროფესიულ მომზადებაზე, არამედ ფიზიკურ გამძლეობაზეც, გამჭრიახობაზე, ძველი ტრადიციების და აზროვნების გადალახვაზე, სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობის მზადყოფნაზე.

სამხრეთ აზიის ქვეყნების მთლიანი დრამა მდგომარეობს იდეალებსა და რეალობას შორის არსებულ უფსკრულში. იმ უფსკრულში, რომელიც შექმნილია სურვილებსა, მიზნებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის. უფსკრულია პროგრესულ აზროვნებასა და კონსერვატიულ შრომას შორის.

მმართველობაში მყოფი ადამიანების რადიკალური განცხადებების მიზანია დამალონ რეალური მდგომარეობის სურათი – სახელმწიფო აპარატის კორუპცია, ჩინოვნიკების ანგარება, მსხვილი კაპიტალის ინტერესების მუდმივი გამარჯვება სამოქალაქო საჭიროებებზე.

მმართველი აპარატი ძალაუფლებას იყენებს მხოლოდ საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის გასამყარებლად.

მურდალი ამტკიცებს იმას, რომ ეკონომიკაში ჩაურევლობის ერთადერთი შედეგი (ადამ სმიტის „უხილავი ხელის“ თეორიის მიხედვით) იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დაქვეითება. ეკონომიკის განვითარების სათავეში უნდა იდგას არა საბაზრო ავტომატიზმი, არამედ სწორად გააზრებული სტრატეგია, ორგანიზაციული, ტექნოლოგიური და სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების თანმიმვდევრობა.

გუ

დასავლური ეკონომიკური მოდელები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ცინიკურად და დაუდევრულად არ ითვალისწინებენ ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის ბუნებრივ ჩამორჩენილობას, რაც განპირობებულია ისტორიული, ან სხვა დამოუკიდებელი პროცესებით. ისინი არ ითვალისწინებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ეკონომიკურისგან განსხვავებით, არ ექვემდებარება ანალიზს. ინდუსტრიული გარდაქმნისათვის, საჭიროა სტაბილურიბა და ის ვერ იტანს პოლიტიკური ბუნების არითმიას.

განვითარება მიიღწევა მხოლოდ კონკრეტული მიზნების დასახვის პირობებში. ორთოდოქსალური მიდგომისგან განსხვავებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ ამოცანების დასახვისა და მიღწევის თეორიულ ანალიზს, ინსტიტუციონალისტები ამტკიცებენ იმას, რომ ეს ორი განზომილება აუცილებლად საჭიროებს თეორიულ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური გარდაქმნის ეფექტურობას. ამოცანების მიღწევის მიზნები და საშუალებები არ არის იზოლირებული, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მათი სწორი შერჩევა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მურდალი თვლის რომ ღირებულებების ფაქტორი თამაშობს ეკონომიკაში მთავარ როლს. მიუკერძოებელი ეკონომიკური თეორია, ყოველთვის შეიცავს ღირებულ მინიშნებებსა და რჩევებს. მურდალი უპირისპირდება ოპონენტებს და ამბობს, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხების გაცემა არ ატარებს ინდივიდუალური ანალიზის ხასიათს, არამედ იდეოლოგიურად არის განპირობებული. ნებისმიერი პასუხი, ან რეკომენდაცია პოლიტიკოსებისათვის არის მიკორძოებული და მათთვის გამოუსადეგარი. პოლიტიკური მიზნები და ღირებულებები არის ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.

წიგნში „აზიური დრამა“ დიდი ყურადღება ეთმობა „ეკონომიკურ დაგეგმარებას“. მურდალი განასხვავებს განვითარების ორ მოდელს: დისკრეციულს, ანუ ნებაყოფლობითს და გამიზნულს და არადისკრეციულს, რომელიც ეყრდნობა გარკვეულ შექმნილ მექანიზმს. როდესაც ის ალაპრაკობს არადისკრეციულ ეკონომიკურ მოდელზე, ის ამბობს რომ “ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პრაქტიკა” სრულად განსხვავდება იმ პოლიტიკსგან, რომელიც ყალიბდება საბაზრო მექანიზმების შედეგად. ადამიანების ეკონომიკური ქცევა განპირობებულია ინდივიდუალური სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით და არა სახელმწიფოს ეკონომიკური ადმინისტრირებით, ხოლო ფასების მექანიზმი ქმნის გარკვეულ ბერკეტებსა და სტიმულებს, რომელიც სწორია ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან.

ცნობილის შვედი ეკონომისტი თავის ნაშრომებში ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საზოგადოების მოდერნიზება და ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ტრადიციების, ადათ-წესების და კულტურული მახასიათებლების ხელშეუხებლად. სახელწმიფო ინსტიტუტების გარდაქმნა იწვევს ადამიანების შრომის მიმართ დამოკიდებულების გარდაქმნას. ასე რომ გარდაქმნები ყოველთვის ეხება, როგორც ინსტიტუციურ, ასევე სოციალურ გარემოს.

აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ დასავლური საბაზრო ეკონომიკური მოდელები საერთოდ არ მუშაობს აღმოსავლურ პირობებში. თავისუფალი ბაზარი იწვევს სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების გამოფიტვას, ტვინების გადინებას, ხოლო ეკონომიკა ხდება დასავლური ჰეგემონიის სამრეწველო დანამატი. აღმოსავლური განვითარებადი სახელმწიფოებისათვის, ისევე როგორც საქართველოსთვის საჭიროა გამიზნული და სწორად გააზრებული პროტექციონიზმი, საჭიროა ეკონომიკის საერთო სახალხო განვითარება და საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება დასავლურ ექსპანსიონიზმს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ დასავლური ეკონომიკური სახელმძღვანელოები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სრულიად ახალი ეკონომიკური მოდელი,  რომელიც არ მოახდენს ბრმად სხვა ეკონომიკური მოდელების გადმოღებას, არამედ გარდაქმნის და განავითარებს უკვე არსებულს. მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს იმ კროს-კულტურულ მახასიათებლებს, რა სოციუმთანაც გვაქვს შეხება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s