ალჟირში კოლონიური მმართველობის პერიოდში 1830 – 1962 წლებში ფრანგებმა მილიონობით მშვიდობიანი მოსახლეობა გაჟლიტეს. ცნობილი ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო, ამბობდა, რომ ბარბაროსებს – ზუსტად ასე მოიხსენიებდა ის ალჟირელებს, მათ „ძალის“ ენაზე უნდა ელაპარაკო.
ფრანგულ კოლონიზაციამდე ალჟირი საკმაოდ ძლიერ ქვეყანას წარმოადგენდა, რომელიც აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვის მასიურ ნაწილს, 1827 წელს ოსმალეთის ფლოტის დამარცხებამდე.
1830 წელს ფრანგებმა მოაწყეს უზარმაზარი სამხედრო ექსპედიცია, რომლის სათავეში გენერალ ბურმონი ჩააყენეს. სანამ ისინი კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდოდნენ, მათ სიტყვით მიმართეს ალჟირელებს, შემდეგი ტექსტით: ჩვენ ფრანგები ვართ, თქვენი მეგობრები, ახლა მივემართებით თქვენ დედაქალაქ ალჟირში. „ჩვენ ფიცს ვდებთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოტივები გვამოძრავებს და თუ თქვენ მხარში ამოგვიდგებით და ჩვენ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ, ქვეყნის ხელისფლება და დამოუკიდებლობა თქვენ ხელებში დარჩება.”

ფრანგ ჯარისკაცებს ხელში ალჟირელების მოკვეთილი თავები უკავიათ
როგორც კი ფრანგები შედგნენ ალჟირის მიწაზე, მათ ისეთი სისასტიკე მოაწყვეს, რომელიც გერმანელებს დასავლეთ ევროპაში არც კი დაესიზმრებოდათ.
მაგალითად ფრანგული კოლონიური არმიის ჯარისკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოსახლეობის მოჭრილი ყურებისა და კიდურების შეგროვებაში. ფრანგებს გააჩნიათ ამ ფაქტების დოკუმენტური მტკიცებულება, მაგრამ დღეს როდესაც საფრანგეთი ტერორიზმს ებრძვის , სისხლიანი ტერაქტების შემდეგ, ყველა თვალს ხუჭავს თვით ფრანგების მიერ ჩადენილ ბევრად უფრო დიდ სისასტიკეზე.
ფრანგების ანგარიშებში, რომელიც პარიზში იგზავნებოდა ეწერა შემდეგი: „ჩვენ სრულიად გავანადგურეთ მეჩეთები. გავძარცვეთ მოსახლეობა, რომელსაც უსაფრთხოებას ვპირდებოდით. ყველა ვინც გავლენით სარგებლობდა ჩვენ დავსაჯეთ, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ.“
ფრანგები მასობრივი მკვლელობებით ცდილობდნენ გაექროთ ადგილობრივ მოსახლეობაში ნაციონალური იდენტიფიცირების აზროვნება. ფრანგებმა ნამდვილი „სანადირო სეზონი“ გახსნეს ალჟირში და რთულია იმ სისასტიკის მასშტაბების წარმოდგენა, რასაც ევროპელი კოლონიზატორები მიმართავდნენ.
ამ ყველაფრის შესახებ ისინი პარიზს აუწყებდნენ და დავალებების შესრულების დასტურად ფოტო მასალას უგზავნიდნენ.
მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ანადგურებდნენ, ქალებს და ბავშვებს აგზავნიდნენ პოლინეზიურ კუნძულებზე. ყველას ვინც არ იყო ლოიალური ხელისუფლების მიმართ სასტიკად კლავდნენ.
ერთი ასეთი რეიდის განმავლობაში ფრანგებმა გაანადგურეს 1 300-დე ადამიანი და არცერთი დაშავებული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოცხალს არავის ტოვებდნენ.
ამას თვითონ მონტიანაკას ოფიცრები იტყობინებოდნენ.
1830 წლის 26 ნოემბერს ფრანგებმა მოაწყვეს აქამდე უნახავი მასობრივი წამება ქალაქ ბლიდაში. ისინი არ ინდობდნენ არც მოხუცებს, არც ბავშვებს, არც ორსულად მყოფ ქალებს. სულ რამდენიმე საათში ქალაქი პოსტაპოკალიპტიკურ ადგილს დაემსგავსა. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღესაც არ არის ცნობილი. ეს შეტევა იყო პასუხი ალჟირელი შეიარაღებული ჯგუფის მიერ მოწყობილ იერიშზე, რომელთაც ფრანგების მიერ საკუთარი სამშობლოს ოკუპაცია ვერ მოითმინეს.

ფრანგი ჯარისკაცები ალჟირელი გოგონას გაუპატიურებამდე მასთან სურათს იღებენ
მაიორი მონტანიაკი 1943 წლის ანგარიშში წერდა, რომ მისი ქვედანაყოფები არაბებს თავებს აცლიდნენ. ნებისმიერი არაბი, რომელიც მიაღწევდა 15 წლის ასაკს, უნდა ყოფილიყო მოკლული, რადგან საფრთხეს წარმოადგენდა ფრანგული ხელისუფლებისათვის.
იგივე მაიორი გახდა ცნობილი ზუსტად მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებით. მაშინ, როდესაც წინააღმდეგობრივი მოძრაობები შეწყდა, ის მაინც აგრძელებდა ადამიანების წამებას და სურდა ციხე ცარიელი დაეტოვებინა.
მონტანიაკის ერთ-ერთ ანგარიშში წერია: „თქვენ მეკითხებოდით რას ვუშვრები ქალებს. ნაწილს მძევლებად ვიტოვებთ, ნაწილს ვყიდით აუქციონებზე ან პირუტყვში ვცვლით. ასეთია ჩვენი არაბებთან ბრძოლის მეთოდები. მამაკაცების მოშორება, ბავშვებისა და ქალების გაგზავნა პოლინეზიურ კუნძულებზე. მოკლედ ყველა იმ ადამიანის გაქრობა ვინც ჩვენ არ გვემორჩილება.“
გენერალ კავენიაკმა ერთხელ გულახდილად აღიარა, რომ მან გაანადგურა მთელი ბენი საბის ტომი 1844 წ : “ ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოქვაბულის შესასვლელი ლოდებით დახურეს, ხოლო შიგნით ტომი მოვაქციეთ და ლოდებს ცეცხლი წავუკიდეთ.“ რაც შეეხება ტომის დანარჩენ წევრებს, რომლებიც ამ მომენტში არ იმყოფებოდნენ ტომის ტერიტორიაზე, ისინი მომდევნო წლის განმავლობაში ყველა დააკავეს და მათ იგივე ბედი ეწიათ, ოღონდ ამ შემთხვევაში შემოსასვლელის დაწყვის გარეშე, ისინი უბრალოდ შიმშილით მოკვდნენ თავიანთ წინაპრებთან ერთად.
და ეს ყველაფერი არის ფრანგების მეირ მოწყობილი გენოციდის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, რომლებიც შენარჩუნდა დღევანდელ დღემდე დოკუმენტების სახით. ამ სისასტიკისათვის გენერალ კავენიაკი გახდა ცნობილი, როგორც „ალჟირელთა ელვა“ და მარშალის ხმალი დაიმსახურა.
არანაკლებ ტრაგიკული იყო მოვლენები ავლად რიახის მიდამოებში, ფარაშიშის გამოქვაბულში 1845 წელს. ამ წამების მთავარი ჯალათი იყო პოლკოვნიკ პელისიე. საქმე შემდეგში მდგომარეობდა. ამავე წლის იანვარში გაჩაღდა ცნობილი ბრძოლა, რომელიც სუფიტების აჯანყებით იყო გამოწვეული. ამ დროს ფრანგების წინააღმდეგ გაერთიანდნენ სხვადასხვა სუფიტური მიმართულებები: კადირია, დერკავია და ტოებია.
ავლად რიახის ტომი, რომელიც მონაწილეობდა ამ აჯანყებაში, ტენსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. „ამომწვარი მიწის“ პოლიტიკის შესაბამისად ამ ტომის მიწა დაწვეს, ხოლო ქონება გაძარცვეს, ტომი ამოწყვიტეს. გადარჩენილი ტომის ათასობით წევრმა თავი ფარაშიშის გამოქვაბულს შეაფარა, პალისიეს დანებების მოთხოვნაზე მათ ფრანგებს სროლა დაუწყეს. ამაზე პასუხად პალისიემ უბრძანა ჯარისკაცებს შეშა დაეწყოთ შესასვლელთან და ცეცხლი წაეკიდათ ისე, რომ ბოლი გამოქვაბულში შედიოდეს, რითაც დაიხრჩო ათასობით აჯანყებული.
საფრანგეთის პოლიტიკა ალჟირში და მისი სასტიკი ბრძოლის მეთოდები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ჟენევის კონვენციას ეწინააღმდეგობდა რომელსაც, საფრანგეთის ჩათვლით ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მოაწერა ხელი და ის უკრძალავდა ხელმომწერ ქვეყნებს არაჰუმანური მეთოდებით ომის წარმოებას და ტყვეების მიმართ არაჰუმანური ტანჯვა-წამების მეთოდების გამოყენებას. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ეხებოდა მხოლოდ თეთრკანიანთა რასას და არა ყველა ადამიანს.
იმის დასადასტურებლად, რომ საფრანგეთი ნამდვილად არღვევდა ჟენევის კონვენციის პირობებს მოგვყავს სიმონ დე პოვუარის სიტყვები: „1954 წლიდან, ჩვენ ფრანგები გავხდით გენოციდის თანამონაწილეები. მშვიდობის დამყარების წინაპირობით ჩვენ რეიდების განხორციელების დროს ერთ მილიონამდე ალჟირელი გავანადგურეთ. ჩვენ ვწვავდით ტომთა დასახლებებს. ზოგ ტომებს საკონცენტრაციო ბანაკებში ვამწყვდევდით, სადაც ისინი სიცივისაგან, შიმშილისაგან, ან სხვადასხვა დაავადებებისაგან კვდებოდნენ.“
ფრანგები ალჟირში წამების სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ: ადგილობრივებს სიკვდილამდე სცემდნენ, ბევრი ალჟირელი ძაღლების საკვებად იქცა, იყენებდნენ ელექტროგამტარებს, დიდი ხნით აჯენდნენ მინის ნატეხებზე, ძალით ავსებდნენ მათ სხეულს წყლით და შემდეგ ზედ ახტებოდნენ, სანამ წყალი ყველა ხვრელიდან არ გამოედინებოდა, აძრობდნენ ფრჩხილებს, აცლიდნენ სკალპებს, ლურსმებიან იატაკზე აგორავებდნენ, ან სხეულის ერთ ნაწილს ხეს, ხოლო მეორე ნაწილს მანქანას აბამდნენ.
ხშირად ადამიანებს აიძულებდნენ საკუთარი სამარხი ამოეთხარათ, სადაც მათ კისრამდე მარხავდნენ და ასე ტოვებდნენ სიკვდილისთვის. დანარჩენებს მძიმე ტვირთებს აზიდვინებდნენ, აიძულებდნენ გზა ენით მოეწმინდათ, ლაგამს ამოუდებდნენ ხოლმე ცხენების მაგივრად, ან 10 საათის განმავლობაში სახლის გარშემო არბენინებდნენ. კედლებს აშენინებდნენ, შემდეგ ანგრევდნენ და ახლიდან აშენინებდნენ. 1958 წელს ფრანგებმა ალჟირში დაარსეს სკოლა, სადაც ახალ ოფიცრებს წამებას ასწავლიდნენ.
ამ ყველაფრის შესახებ პარიზში იცოდნენ და ფარულად მითითებებსაც იძლეოდნენ, მაგრამ არასდროს აღიარებდნენ ამას. ყველა ის მტკიცებულება და აღიარება საკმარისია, იმისთვის, რომ ეს ჯარისკაცები გაესამართლებინათ სამხედრო დანაშაულისათვის. ბევრი ჯარისკაცი შეუერთდა არალეგალურ ორგანიზაციებს, რომლებიც როგორც ალჟირელებს ასევე ფრანგებს ანადგურებდნენ, რომლებსაც სურდათ შეემსუბუქებინათ ალჟირელთა მდგომარეობა.
ფრანგული პოლიტიკა ალჟირში დღესაც რჩება შავ ლაქად საფრანგეთის და ევროპის ისტორიაში და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამაზე არავინ საუბრობს.
სამწუხაროა, რომ დღესაც საფრანგეთი იყენებს ალჟირის ინტელექტუალურ ელიტას თავის ქვეყანაში და სრულიად არ იმჩნევს იმ მრავალ დანაშაულს, რაც მან ჩაიდინა ალჟირელების წინააღმდეგ კოლონიზაციის პერიოდში.