ეკვადორის მემარცხენე მთავრობის წარმატების ისტორია

ის არ ჯდება ნეოლიბერალურ ორთოდოქსალურ სისტემაში, მაგრამ პრეზიდენტ რაფაელ კორეამ საუცხოო პროგრესს მიაღწია, შეინარჩუნებს თუ არა მას შემდეგი მთავრობა?

მარკ უიესბროტი

corea

ეკვადორის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი ავტორი, ექს-პრეზიდენტი რაფაელ კორეა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ლათინურ ამერიკაში ბევრი ცვლილებები შეინიშნება, სულ უფრო მეტი და მეტი მემარჯვენე ძალა გამოდის ასპარეზზე და გეზს იღებენ ვაშინგტონის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკის უდიდეს ეკონომიკებს – ბრაზილიას, არგენტინასა და პერუს დღესდღეობით მემარჯვენე ლიდერები ჰყავთ, რომელთაც გააჩნიათ მყარი კავშირები აშშ-სთან და მის საგარეო პოლიტიკისთან. სტანდარტული „ვაშინგტონის კონსესუსის“ ნარატივი არის შემდეგი: ქვეყნები, რომლებსაც გააჩნია მემარცხენე ძალები სათავეში და არ აღიარებენ აშშ-ს რეგიონალურ გავლენას, არიან მხოლოდ ნედლეულის ბუმზე და პოპულისტურ პოლიტიკაზე დაფუძნებული მთავრობები, რომლებიც არამიზნობრივად ფლანგავენ ნედლეულს და არაპროპორციულად ანაწილებენ რესურსებს ქვეყანაში.

მაგრამ ეს ცოტა არ იყოს გადამეტებული ნათქვამია და აშკარად საკუთარი თავის დასაკმაყოფილებლად გამიზნულ სიტყვებს ჰგავს.

ეკვადორი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიაღწია მემარცხენე მთავრობამ წარმატებას კრეატიული და პროგრესული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ასევე ფინანსური, ინსტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმებით.

ეკვადორის გამოცდილება კარგად გვიჩვენებს იმას, რომ “გლობალიზაციის” პირობებშიც შესაძლებელია ქვეყნის განვითარების საკუთარი გზის არჩევა. როგორც ჩანს მცირე და საშუალო შემოსავლიან განვითარებად ქვეყანასაც კი შეუძლია აირჩიოს ალტერნატიული და ამავდროულად ეფექტური პოლიტიკა, თუ ხალხმა აირჩია მთავრობა, რომელსაც საკმაოდ მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი გააჩნია და სათანადოდ შეუძლია სასურველი პოლიტიკის გატარება.

ეკვადორის მემარცხენე მთავრობამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შესაშურ შედეგებს მიაღწია (2007-2016 წ. წ):

  • 38 %-ით შემცირდა სიღარიბე;
  • 47 %-ით შემცირდა უკიდურესი სიღარიბე;
  • ორჯერ გაიზარდა მშპ-დან სოციალური ხარჯები, რომელიც მოიცავს დანახარჯებს განათლებასა და ჯანდაცვაზე;
  • საგრძნობლად გაიზარდა საშუალო განათლებისა და უმაღლესი განათლების მიმღებთა რაოდენობა;
  • განათლების ხარჯების წილით მშპ-ში ეკვადორი ლათინური ამერიკის ლიდერია;
  • ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიური შემოსავლები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე წინა 26 წლის განმავლობაში
  • შესამჩნევად შემცირდა აგრეთვე ეკონომიკური უთანასწორობა (შემოსავლებს შორის სხვაობა ყველაზე მდიდრების 10%-ს და ყველაზე ღარიბების 10%-ს შორის 36,4-დან 24,3-მდე დავიდა.)

სახელმწიფო დანახარჯები ორჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც ეკვადორში გაჩნდა ბევრი ახალი გზა, საავადმყოფო, სკოლა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

რაფაელ კორეა პრეზიდენტად 2006 წელს აირჩიეს და მოვალეობის შესრულება მან 2007 წელს დაწიყო. ის იყო ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა მიღებული გარკვეული გამოცდილება; მან თავიდანვე მოაწესრიგა ის ინსტიტუციური და სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც აბრკოლებდნენ ეკვადორის განვითარებას. ეკვადორმა ძალიან იზარალა მას შემდეგ, რაც 2000 წელს ამერიკული დოლარი გახდა ეროვნული ვალუტა – ეს ნიშნავდა იმას, რომ მთავრობა ვერ ერეოდა დოლარის მიმოქცევაში და შეზღუდული იყო ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის გატარებაში. დოლარის ეროვნულ ვალუტად შემოღებამ ცენტრალურ ბანკს შეუზღუდა კრედიტორის უფლებები და ფაქტიურად კომერციულ ბანკების განუსაზღვრელი ძალაუფლება მიენიჭათ.

ეს იმას, ნიშნავდა, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობა მაქსიმალურად ეფექტური უნდა გამხდარიყო და თავის თავზე უნდა აეღო ფინანსური სისტემის მართვა.

2008 წელს ეკვადორმა საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის შედეგადაც აქამდე დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

ეს იყო მნიშნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირებაში. მეინსტრიმულ ეკონომიკურ დისკურსში, კერძოდ ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი დასაყრდენი არის აბსოლუტურუად დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და მის საქმიანობაში მთავრობის ჩაურევლობა. რეალურად კი ეს ნიშნავს, იმას რომ ცენტრალური ბანკი და მისი მმართველი რგოლი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის და ძირითადად ფინანსური ელიტების ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომაც ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეა პირველ რიგში ცენტრალური ბანკის რეფორმირებას შეუდგა.

2009 წელს მიღებული ახალი კანონით ეკვადორში კომერციული ბანკები დაავალდებულეს თავისი ლიკვიდური აქტივების 45 % უკან ქვეყნაში დაებრუნებინათ, ეს პროცენტული მაჩვენებელი შემდგომ გაიზარდა 60 %-დე 2012 წელს და 80 %-დე 2015 წელს. ამ და სხვა რეფორმებმა, რომლებმაც არ მისცეს საშუალება კაპიტალს დაეტოვებინა ქვეყნის საზღვრები, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მთავრობის პირველ სერიოზულ გამოწვევაში: 2008 წლის მსოფლიო კრიზისის და 2009 წლის გლობალური რეცესიის დროს. ბევრი ექსპერტის აზრით სწორედ ეკვადორი უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა რეგიონში, რადგან ნავთობის ფასებმა კოლაფსი განიცადა, ხოლო ქვეყნის ვალუტა ნავთობით ვაჭრობასა და შესაბამისად მის ფასზე იყო მიბმული. მეორე დარტყმა იყო ის, რომ დოლარის შემოდინების მეორე დიდი წყაროც დაიკეტა, რომელიც გულისხმობდა საზღვარგარეთ მომუშავე ეკვადორელების ფულად გადარიცხვებს. ამ ორმაგ დარტყმას დიდი და ხანგრძლივი ზიანი უნდა მიეყენებინა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან მთავრობამ გადაწყვიტა სახელმწიფო ხარჯების გაზრდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ რეცესია მხოლოდ 3 კვარტლის განმავლობაში გაგრძელდა და მშპ-ს მხოლოდ 1.3 % შეადგინდა.

მორიგი ეკონომიკური დარტყმა დაკავშირებული იყო ნავთობის ფასების დაცემასთან, რაც ქვეყანამ გადაიტანა 2014 წლის მესამე მეოთხედში და ის საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ამ შემთხვევაში მთავრობა კიდევ უფრო მომზადებული გამოდგა და ექსპანსიონურ ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად ცენტრალური ბანკიც აქტიურად ჩართო ამ პროცესებში, იმის საპირისპიროდ როგორც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ფონდი მოიქცა. ცენტრალურმა ბანკმა გამოუშვა მილიარდობით ამერიკული დოლარი დოლარი და ის მთავრობას ასესხა სახელმწიფო ხარჯების ზრდისთვის. ეს იყო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იმ ქვეყნისთვის, რომელსაც საკუთარი ეროვნული ვალუტაც კი არ გააჩნია, მაგრამ ფაქტია რომ ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

მაგრამ ყველაზე ეფექტური ნაბიჯი ეკვადორის ეკონომიკის აღზევების გზაზე, იყო ყველაზე არატრადიციული, რომლის გამოყენების უფლებას დასავლური ეკონომიკური ინსტიტუტები განვითარებად ქვეყნებს არ აძლევენ. მთავრობამ დააწესა სხვადასხვა საბაჟო გადასახადი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ, რომელიც იყო მიმართული საგადასახადო ბალანსის რეგულირებისათვის. ამან გამოიწვია იმპორტის შემცირება 2015-16 წლებში, სამაგიეროდ მშპ 7.6 %-ით გაზარდა. ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ეს გადაწყვეტილება მეტისმეტად ეფექტური გამოდგა.

agencias-chavez-correa-punos--644x362.jpg

რაფაელ კორეას და მისი პარტიის (Alianza PAIS) პარტიის მთავრობა იყო წარმატებული და შეძლო ტურბულენტურ ვითარებაში შეენარჩუნებინა ეკონომიკა და მიეღწია სოციალური პროგრესისთვის, მიუხედავად ორი კრიზისისა, რომელთა ეფექტიც საკმაოდ ხანგრძილივი იყო. აშშ-ს საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება განპირობებული იყო ინსტიტუციონალურ რეფორმებით, ფინანსურ რეგულაციებიეთ და სწორი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებით, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ ნეოლიბერალურ ნარატივებს.

რა თქმა უნდა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პრეზიდენტი კორეა PHD-ის ფლობდა და მან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა, ბევრი ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით.

კორეას მთავრობას მოუწია ბრძოლა ფინანსურ ელიტებთან, განსაკუთრებით ბანკირებთან, რომლებთაც ვიწრო ფინანსური ინტერესი ამოძრავებდათ და ისინი ასევე აკონტროლებდნენ მსხვილ მედია საშუალებებს, რაც საკმაოდ ძლიერ ბერკეტია მსგავს დაპირისპირებებში. 2011 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ეკვადორში კომერციულ ბანკებს აეკრძალათ არაპროფილური ბიზნესის, მედიის ფლობა (და პირიქით), რამაც ამოსუნთქვის საშუალება მისცა მთავრობას.

მაგრამ მედია მაინც რჩებოდა ძლიერ მემარჯვენე ძალად და უპირისპირდებოდა მემარცხენე მთავრობას, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა მემარცხენე მთავრობის მქონე ქვეყნებისათვის. მაგალითად ბრაზილიაში, მედიამ ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა მუშათა პარტიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მოშორებაში, მითუმეტეს, რომ მისი დანაშაულის შესახებ არ არსებობდა არცერთი დადასტურებული მტკიცებულება.

2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველ ტურში გაიმარჯვა კორეას პარტიის წარმომადგენელმა ლენინ მორენომ. მაგრამ მას სულ რაღაც 0.65% დააკლდა 40% ზღვრამდე, ამიტომაც ეკვადორში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მორენოს მთავარი მოწინააღმდეგე, ბანკირი გილერმო ლასო იქნება. მორენომ უკვე მისცა პირობა ამომრჩევლებს, რომ კორეას მიერ დაწყებულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას გააგრძელებს.

ცნობილმა მეცნიერმა და პუბლიცისტმა ნოამ ჩომსკიმაც აღნიშნა ეკვადორის ეკონომიკური წარმატება: „ამ საუკუნის განმავლობაში ლათინურმა ამერიკამ პირველად 500 წლის მანძილზე დააღწია თავი დასავლურ იმპერიალიზმს, რომელსაც ბოლო საუკუნეში აშშ განასახიერებდა.“ საერთოდ საკმაოდ იშვიათი მოვლენაა თანამედროვე მსოფლიოში, რომ განვითარებად ქვეყანამ მიაღწიოს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს დემოკრატიული არჩევნების პირობებში. 2002 – 2014 წ. წ სიღარიბე ლათინურ ამერიკაში შემცირდა 43.9 %-ან – 28.2 %-დე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ის იზრდებოდა.

chavez_correa_morales1339096539

ევო მორალესი, რაფაელ კორეა და უგო ჩავესი

ეკვადორის ეკონომიკური გაკვეთილები სახელმწიფო სუვერენიტეტის, სოციალურ-ეკონომოკური პროგრესის და დემოკრატიული პროცესების კუთხით საკმაოდ საინტერესო უნდა აღმოჩნდეს ისეთი პატარა განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიცაა მაგალითად საქართველო. დღესდღეობით გამეფებულია ის აზრი რომ მემარცხენე მთავრობები ძირითადად პოპულიზმით არიან დაკავებულები, თუმცა 2 პატარა სამხრეთამერიკული ქვეყნის, ეკვადორის და ბოლივიის გამოცდილება გვიჩვენებს რომ სოციალიზმი XXI საუკუნეშიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, ბევრად უფრო წარმატებულად ვიდრე ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა.

არ უნდა დაგვავიწყდეს აშშ-ს როლი, რომელიც ცდილობს ნებისმიერ პატარა ქვეყანაში არ დაუშვას მემარცხენე ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, (და მოიშოროს ისინი ნებისმიერი გზით) რადგანაც მათ კართ აქვთ გათვიცნობიერებული ის ფაქტი, რომ წარმატებულმა მემარცხენე მთავრობებმა შეიძლება დომინოს ეფექტი იქონიონ სხვა პატარა ქვეყნებისთვის და ამით მათ დაკარგონ გავლენის სფეროები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s