წარმოგიდგენთ ქართულად ნათარგმნ ნაწყვეტს ნოამ ჩომსკის გახმაურებული წიგნიდან –“ხალხზე მოგება ” (Profit Over People). აღნიშნულ წიგნში შეგიძლიათ იხილოთ ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე კონცეპტუალური კრიტიკა.
დღეს წარმოდგენილი ნაწყვეტი შეეხება სხვადასხვა ქვეყნების განვითარების და გამდიდრების პერიპეტიებს, რაც საინტერესო უნდა აღმოჩნდეს პირველ რიგში იმ ფაქტის გამო რომ ეს რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რასაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აძლევენ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.
ისტორიული ფაქტები საინტერესო გაკვეთილებს გვასწავლიან. მაგალითად, XVIII საუკუნის განმავლობაში, მკვეთრი განსხვავებები პირველ და მესამე სამყაროს ყვეყნებს შორის იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე დღეს არის. ეს აშკარად ბადებს ორ კითხვას:
- რომელ ქვეყნები განვითარდნენ და რომლები არა?
- შეიძლება თუ არა გამოვყოთ რაიმე ზემოქმედების ფაქტორები?
პასუხი პირველ კითხვაზე ისედაც საკმაოდ ნათელია. დასავლეთ ევროპის გარდა, განვითარდა ორი ძირითადი რეგიონი, შეერთებული შტატები და იაპონია, ანუ ორი რეგიონი, რომელიც გაექცა ევროპულ კოლონიზაციას. სხვა საკითხავია იაპონიის კოლონიები, მიუხედავად იმისა რომ იაპონია იყო სასტიკი კოლონიური სახელმწიფო, ის არ ძარცვავდა და ანგრევდა თავის კოლონიებს ევროპული ქვეყნების მსგავსად, არამედ პირიქით ანვითარებდა მათ, დაახლოებით იმავე კოეფიციენტით, როგორც თვითონ ვითარდებოდა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას. XV საუკუნეში დაიწყო ევროპის ორ სექტორად გაყოფა, სადაც დასავლეთი ვითარდებოდა, ხოლო აღმოსავლეთი დასავლეთის მიერ დამორჩილებულ და მისთვის მომსახურე პოზიციას იკავებდა, რაც მას მესამე მსოფლიოს ნაწილად ხდიდა. განსხვავებები გაღრმავდა XX საუკუნეში, როდესაც რუსეთმა სისტემიდან გააღწია. მიუხედავად სტალინის საზარელი დანაშაულებებისა და პოსტსაომარი ინფრასტრუქტურის მოშლისა, საბჭოთა კავშირმა მაინც განიცადა საგრძნობი ინდუსტრიალიზაცია. მან შექმნა “მეორე სამყარო” და არ გახდა მესამე სამყაროს ნაწილი.

1917 წლის საბჭოთა სოციალისტური რევოლუცია
დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ XX საუკუნის 60-იან წლებში, დასავლეთის ლიდერები შიშობდნენ, რომ რუსეთის ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება გააჩინოს “რადიკალური ნაციონალიზმის” აღზევება სხვა ქვეყნებში და ისინიც შეიძლება დაავადდნენ იმ ინფექციით, რომელსაც რუსეთის 1917 წლის სოციალისტური რევოლუცია ერქვია, როდესაც მას ან ისურვა ქცეულიყო „დასავლეთის სამრეწველო ეკონომიკის დანამატად” – ასე აღწერს პრესტიჟული კვლევითი ჯგუფი 1955 წელს კომუნიზმის პრობლემას.
ამიტომაც, 1918 წლის “დასავლური ინტერვენცია” სავარაუდოდ თავდაცვითი ქმედება იყო ” მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის კეთილდღეობის დასაცავად“, რომელსაც ემუქრებოდა სოციალურ ცვლილებებს “მომსახურე” აღმოსავლეთ რეგიონში. ასე აღწერენ ამას საპატივცემულო მეცნიერები. (1918 წელს დასავლური სახელმწიფოები თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთს)
ცივი ომის ლოგიკამ გამოიწვია ინციდენტები გრენადასა და გვატემალაში, მაგრამ მათი მასშტაბი იმდენად შეუსაბამოა რუსეთთან, რომ ამ კონფლიქტებმა დაიწყეს საკუთარი ცხოვრება. გასაკვირი არ არის, რომ უფრო ძლიერი ოპონენტის გამარჯვებასთან ერთად, აღდგა ტრადიციული მოდელიც. გარდა ამისა, არ გაგიკვირდეთ, რომ პენტაგონის ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება, მაშინ როდესაც ვაშინგტონის საერთაშორისო პოლიტიკამ თითქმის არ განიცადა ცვლილებები: ეს ფაქტები ასევე გვეხმარება სწორად გავიგოთ გლობალური წესრიგის რეალიები.
თუ ჩვენ დავუბრუნდებით კითხვას – რომელი ქვეყნები ვითარდებიან?
საკმაოდ ნათელია, რომ როგორც ჩანს, განვითარება იყო დამოკიდებული “ექსპერიმენტების” თავისუფლებაზე, რომლებიც ეყრდნობოდნენ “ცუდ იდეებს”, რომელიც იყო ძალიან მომგებიანი ავტორებისთვის და მათთვის, ვინც მათთან თანამშრომლობდა. ეს არ არის წარმატების გარანტი, მაგრამ ესაა წარმატების ერთ-ერთ წინაპირობა.
გადავიდეთ მეორე კითხვაზე: რა წარმატებებს მიაღწია ევროპამ განვითარებაში და მათ ვინც ევროპის კონტროლის თვიდან აცილება მოახერხა?
პასუხის ნაწილი ისევ და ისევ აშკარაა და რადიკალურად არღვევს გაბატონებული “თავისუფალი ბაზრის” დოქტრინას. ამ დასკვნას ადასტურებს, ინგლისიდან დაწყებული, აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიით და მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებით დამთავრებული, ისტორიული გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს რომ ეს ქვეყნები პროტექციონისტული პოლიტიკის მამები არიან.
სტანდარტული ეკონომიკური ისტორია აღიარებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა ყოველთვის თამაშობდა გადამწყვეტ როლს ეკონომიკურ განვითარებაში. მაგრამ მისი გავლენა სათანადოდ შეფასებული არ არის, რადგან ყოველთვის ძალიან ვიწრო მიმართულებაზე კეთდება აქცენტი. ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისით: სამრეწველო რევოლუციის საფუძველი გახდა იაფი ბამბა, ძირითადად იმპორტირებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ის რჩებოდა იაფი და ხელმისაწვდომი არა საბაზრო მექანიზმების ეფექტურობის გამო, არამედ იმიტომ რომ ის იყო ხელმიუწვდომელი აშშ-ს მკვიდრი მოსახლეობისთვის მონობის გამო. რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა ბამბის მწარმოებლებიც – მათ შორის იყო ინდოეთი, რომლის რესურსებიც მიედინებოდა ინგლისში და რომლის ტექსტილური მრეწველობა თავის მხრივ დაანგრია ბრიტანეთის იმპერიამ და ბრიტანულმა ჯარებმა.

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთი იყვნენ ყველაზე პროტექციონისტული ქვეყნები, რამაც დიდი როლი ითამაშა მათ ეკონომიკურ ზრდაში.
კიდევ ერთი კარგი მაგალითი არის ეგვიპტე, რომელმაც მიიღო ზომები განვითარებისათვის, იმავე დროს, როდესაც ამას ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდნენ, მაგრამ ის შეაჩერა ბრიტანულმა ჯარებმა გასაგები მიზეზების და გამო: ბრიტანეთი არ დაუშვებდა ამ რეგიონში რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებელ განვითარებას. სამაგიეროდ “ახალმა ინგლისმა” (იგულისხმება აშშ) შეძლო თავისი მეტროპოლიის პოლიტიკის გადმოღება და გზა გადაუღობა უფრო იაფ ბრიტანულ ტექსტილს მაღალი ტარიფებით, დაახლოებით ისევე, როგორც ბრიტანეთი მოექცა ინდოეთს. ეკონომიკის ისტორიკოსები თვლიან, რომ “ახალი ინგლისის” ახალგაზრდა ტექსტილური მრეწველობა, თავისი პოტენციალის ნახევარს დაკარგავდა, ასეთი ზომები რომ არ მიეღო. ამის თანამედროვე ანალოგი არის ენერგეტიკა, რომელსაც ეყრდნობა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა. პოსტსაომარი პერიოდის „ოქროს ხანა“ გამოწვეული იყო ნავთობის დაბალი ფასებით, თანაც ამ მდგომარეობას შენარჩუნება ხშირად ძალადობითა და მუქარით ხდებოდა. ეს დღესაც გრძელდება. პენტაგონის ბიუჯეტის ლომის წილი ხმარდება ნავთობის ფასის დერეგულაციას ახლო აღმოსავლეთის დონეზე, რომელსაც აშშ და მისი ნავთობმომპოვებელი კომპანიები თვლიან სამაგალითოდ.
ჩემთვის ცნობილია ამ სფეროს მხოლოდ ერთი ტექნიკური შესწავლის მექანიზმი: ის ცხადყოფს, რომ პენტაგონის ხარჯები შეადგენენ ნავთობის საბაზრო ღირებულების სუბსიდიების 30%-ს.
ავტორის დასკვნით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ დღევანდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ რესურსების მოპოვება დღეს არის იაფი, სრული ფარსია. ვაჭრობის ეფექტურობის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებები და დასკვნები ეკონომიკური ჯანმრთელობისა და ზრდის შესახებ, საკმაოდ შეზღუდული ეფექტურობის შემცველია, თუ ჩვენ თვალს ვხუჭავთ მრავალ უხილავ ასპექტზე.
გამოჩენილმა იაპონელმა ეკონომისტებმა ცოტა ხნის წინ დადეს მრავალტომიანი ნაშრომი იაპონური ეკონომიკური განვითარების შესახებ, დაწყებული II მსოფლიო ომიდან. მასში აღწერილია, როგორ უარყო იაპონიამ თავისი ამერიკელი კოლეგების ნეოლიბერალური დოქტრინები და ამის მაგივრად ინდუსტრიული პოლიტიკის გზა აირჩია, რომელიც მაკონტროლებელ ფუნქციას სახელმწიფოს ანიჭებდა. სახელმწიფო ბიუროკრატია თანდათანობით ნერგავდა საბაზრო მექანიზმებსა და სახელმწიფო-ფინანსურ კონგლომერატს, კომერციული წარმატების პერსპექტივების ზრდასთან ერთად. იგივე ექსპერტები იუწყებიან, რომ ეკონომიკური წარმატება დიდ წილად იყო განპირობებული ორთოდოქსალური რჩევების უგულებელყოფით. წარმატებები შთამბეჭდავი იყო. ფაქტობრივად ბუნებრივი რესურსების არმქონე იაპონიამ XX საუკუნის 90-ან წლებში შექმნა ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში მწარმოებელი ეკონომიკა და გახდა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საგარეო ინვესტიციების მოზიდვაში და ასევე მიიწერა მსოფლიო სუფთა ფინანსური დანაზოგის ნახევარი და აშშ-ს ფინანსური დეფიციტი.
ხოლო, რაც შეეხება იაპონიის ყოფილ კოლონიებს; ამერიკელი მკვლევარები აჩვენებენ, რომ ტაივანის დახმარების კამპანიაში ამერიკელმა მრჩეველებმა და ჩინელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა არქიტექტორებმა უგულებელყვეს ანგლო-საქსური პრინციპები და ააგეს სახელმწიფოზე ორიენტირებული სტრატეგია, რომელიც ეყრდნობოდა მთავრობის აქტიურ ჩარევას კუნძულის ეკონომიკაში და მათი შესრულების სახელმწიფო კონტროლს. ამავდროულად ამერიკული მეინსტრიმული პრესას თავისი მკითხველი შეცდომაში შეყავდა და ლაპარაკობდა ტაივანზე, როგორც „კერძო ბიზნესის წარმატებაზე.“

“აზიური ვეფხვების” სახელით ცნობილი ქვეყნები, რომლებმაც განვითარებას რადიკალურად სხვა გზა აირჩიეს, ვიდრე ამას ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი გულისხმობს.
სამხრეთ კორეაში “სამეწარმეო სახელმწიფო” სხვაგვარად მუშაობს, მაგრამ გზამკვლევის არანაკლებ როლს თამაშობს. სამხრეთ კორეამ უარი თქვა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში წევრობაზე, რადგან მას არ სურს დაყრდნობოდა საბაზრო ორიენტირებულ ეკონომიკას, მაგალითად არ სურს უცხო კომპანიებს ხელში ჩაეგდო ეროვნული ქონება და არ სურდა კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, რაც ძალიან გვაგონებს ჩვენ მათ იაპონურ კოლეგებს, რომლების კრძალავდნენ კაპიტალის გადინებას, სანამ იაპონიის ეკონომიკა საგრძნობლად არ მოძლიერდა.
მსოფლიო ბანკის “Research Observer”-ის ერთ-ერთ გამოცემაში (1996 წ აგვისტო) ეკონიმიკურ მრჩეველთა საბჭოს მდივანი ჯოზეფ სტიგლიცი საუბრობს იმაზე, თუ რას გვასწავლის „აღმოსავლეთ აზიური სასწაული“, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ რეგიონის ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს ეკონომიკურ წარმატებას, ზუსტად სახელმწიფომ იკისრა ეკონომიკურ ზრდაზე კონტროლი და უგულებელყო „ნეოლიბერალური რელიგია“, რომლის თანახმად ბაზარი მიშვებულია თავის ნებაზე და ჩაერია ტექნოლოგიების უკეთ გავრცელებისათვის, რომლებიც ითვალისწინებდნენ თანასწორობის დამყარებას, განათლებას, ჯანდაცვას ასევე სამრეწველო დაგეგმარებასა და კოორდინაციას.
„გაეროს კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების 1966 წ ანგარიში“ აკეთებს აქცენტს სახელმწიფოს მიერ „გამოცდილების გაზიარებისა და საბაზისო სოციალური პირობების უზრუნველყოფის“ პოლიტიკის სასიცოცხლო აუცილებლობაზე, რომელიც თავის მხრივ არის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა. ხოლო, რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ნეოლიბერალური დოქტრინები სპობენ განათლებასა და ჯანდაცვას. მათ მივყავართ მხოლოდ უთანასწორობის ზრდასთან და შემოსავლების შემცირებასთან .