ყველაფერი რაც ლიბერალებზე და ნეოლიბერალებზე უნდა იცოდეთ

ალბათ ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ორაზროვანი და გაურკვეველი ტერმინი, როგორიცაა “ლიბერალური”. ეს ტერმინი XIX საუკუნემდე არ გამოიყენებოდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ იდეები რომლებიც ლიბერალიზმის უდევს საფუძვლად კერ კიდევ XVII საუკუნეში გვხდება ტომას ჰობსის და ჯონ ლოკის ნამუშევრებში.

BLINDED BLACK1.jpg

კლასიკური გაგებით ლიბერალიზმი გულისხმობს ისეთ წყობას, როდესაც ყველაზე დიდი პრიორიტეტი პიროვნების თავისუფლებას ენიჭება. ეკონომიკური კუთხიდან გამომდინარე ლიბერალიზმი გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას საკუთარი ქონების სურვილისამებრ გამოსაყენებლად, განსაკუთრებით იმ საკითხში, რასაც ფულის გამომუშავება ჰქვია. ლიბერალიზმს თუ დავუჯერებთ საუკეთესო მთავრობის როლი მხოლოდ კანონის დაცვამდე და წესრიგის დამყარებამდე დადის. ესეთ სახელმწიფოს სხვანაირად ” მცირე სახელმწიფოსაც” კი უწოდებენ.

დღესდღეობით ბევრისთვის ლიბერალიზმი დემოკრატიის პროაპაგანდამდე დადის, თუ გავითვალისწინებთ ლიბერალების მიერ ასე ხშირად ტირაჟირებად ადამიანების უფლებების  და სიტყვის თავისუფლების თემებს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ XX საუკუნის I ნახევრამდე ლიბერალების უმრავლესობა დემოკრატები სულაც არ იყვნენ.

მაგალითად ლიბერალები თავის დროზე თვლიდნენ რომ ადამიანებს თანაბარი უფლებები არ უნდა ჰქონოდათ.

უფრო მეტიც, ლიბერალების აზრით ქალებს არ ჰქონდათ იმის შესაბამისი გონებრივი შესაძლებლობები, რომ არჩვენებში ხმის მიცემის უფლება მიეღოთ.

ლიბერალები ასევე მიიჩნევდნენ რომ ღარიბებისთვის და ღატაკებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება არ შეიძლებოდა, რადგანაც მათ შეეძლოთ ისეთი პოლიტიკოსებისთვის მიეცათ ხმა, ვინც მათი ქოენების კონფისკაციას მოახდენდა.

adam-smith-9486480-1-402

ადამ სმიტი

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ადამ სმიტი, ლიბერალების კუმირი და უკვე გაცვეთილი ტერმინი – “უხილავი ხელის” ავტორი წერდა შემდეგს: “ხელისუფლება არის ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია მდიდრები ღარიბებისგან დაიცვას და ისინი ვინც ქონებას ფლობს იმათგან, ვინც ქოენბას არ ფლობს”

ამ ტერმინს კიდეც უფრო ართულებს ის მომენტი რომ აშშ-ში მაგალითად მემარცხენე-ცენტრისტებს მოიხსენიებენ როგორც ლიბერალებს. მაგალითად ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, პოლ კრუგმანი ევროპაში სოციალ-დემოკრატი იქნებოდა, ხოლო აშშ-ში ლიბერალად არის მონათლული.

და მთავარი, ბოლო დროს მეტისმეტად ხშირად გამეორებადი ტერმინი – ნეოლიბერალიზმი. ეს ტერმინი 1980-იანი წლებიდან დომინირებს და თავისი არსით ძალიან ჰგავს კლასიკურ ლიბერლიაზმს, მაგრამ მისი ასლი არაა. ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე ნეოლიბერალიზმი მინიმალური სახელმწიფოს იდეის მომხრეა, მაგრამ მცირე ხვაობებით. მთავარი განსხვავება იმაშია რომ ნეოლიბერალიზმი ცენტრალურ ბანკს და მის მონოპოლიას აღიარებს ეროვნული ვალუტის გამოშვებაზე, მაშინ როდესაც კლასიკოსი ლიბერალები თვლიდნენ რომ ეროვნულ ფულის ბეჭდვაზეც უნდა იყოს კონკურენცია. ნეოლიბერალები დემოკრატიის ისეთი აშკარა მოწინააღმეგეები არ არიან, როგორც მაგალითად ლიბერალები. მაგრამ ნეოლიბერალების დიდი ნაწილი დემოკრატიას უპირობოდ გაწირავს კერძო საკუთრების და თავისუფალი ბაზრის გამო.

მაგალითად ნეოლიბერალური ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი ფრიდრი ფონ ჰაიეკი, რომელიც ნეოლიბერალების ერთ-ერთი უსაყვარელესი წიგნის ავტორია – “გზა ბატონყმობისკენ” (სადაც ის მოგვითხრობს ის საშიშროებებზე, რასაც სახელმწიფოს ჩარევამ შეიძლება მოგვიტანოს ეკონომიკაში, აქებს და ადიდებს თავისუფალ ბაზარს) პინოჩეტის სისხლიანი რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი იყო.

noam-chomsky-neoliberalism

ნეოლიბერალიზმი განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ასევე ცნობილია ვაშინგტონის კონსესუსის მიდგომებით. ნეოლიბერალზმის აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი (ხშირ შემთხვევაში აგრესიული) იყო 3 მძლავრი ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელთა მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს – აშშ-ს ფინანსთა სამინსიტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s