1879 წ. აშშ-ს გაერთიანებული სამოქალაქო არმიის გენერალმა, უილიამ შერმანმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა „ომი არის ჯოჯოხეთი“. რამდენადაც არ უნდა შეესაბამებოდეს ეს ფრაზა სიმართლეს, ერთი რამ მაინც ნათელია; იარაღის და სამხედრო ტექნიკის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია თანამედროვე სამყაროში.
დღესდღეობით ომები, კონფლიქტები და მილიონობით ადამიანის მკვლელობა დასავლური კორპორაციების ბიზნესის წყარო და ფულის კეთების საშუალებაა. Politicano დაინტერესდა იმ უმსხვილესი კომპანიებით, რომელთა საქმიანობა ომებთან არის დაკავშირებული. ყველაფერი მარტივია – რაც უფრო მეტი კონფლიქტის კერა იქნება მსოფლიოში, ეს კომპანიები უფრო მეტად გამდიდრდებიან.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის (StockholmInternationalPeaceResearchInstitute) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო უმსხვილესი იარაღის მწარმოებელმა 100 კომპანიამ 2013 წ. გაყიდა $402 მილიარდის ღირებულების იარაღი. ეს არის იარაღის წარმოების ინდუსტრიის მომგებიანობის მაგალითი. (https://www.sipri.org/research/armament-and-disarmament/arms-transfers-and-military-spending/arms-production)
ქავემოთ წარმოგიდგენთ 10 უმსხვილეს იარაღის მწარმოებელ კომპანიას:
10 – Thales Group
წლიური შემოსავალი (2014): $ 10.37 მლრდ
ქვეყანა: საფრანგეთი
Thales წარმოადგენს პარიზში განლაგებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, რომლის პროდუქტებიც გამოიყენება ავია-კოსმოსურ, საზღვაო და სხვა სამხედრო დანადგარებში. კომპანიას კონტრაქტი აქვს ბრიტანეთის საზღვაო ძალებთან და მათთვის ავიაგადამზიდ ხომალდებს აწარმოებს, გაუმჯობესებული რადარით და გამარტივებული მართვით, რაც თავის მხრივ არ აძლევს საფრანგეთის საზღვაო ძალებს მოდუნების საშუალებას. ასევე ის აწარმოებს და ყიდის სარაკეტო ქობინებს სახელად “Strastreak”, რომელიც ასევე მიჩნეულია ყველაზე სწრაფი მოქმედების ანტი-საჰაერო ქობინებად მცირე მანძილზე.
9 –Finmeccanica
წლიური შემოსავალი (2014): $ 10.56მლრდ
ქვეყანა: იტალია
Finmeccanica არის იტალიის უმსხვილესი სამხედრო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია. კომპანია აწარმოებს ცნობილ „AugustaWestland”-ის ვერტმფრენებს, ასევე იტალიის სამხედრო ძალებისათვის აწარმოებს „Ariete” საბრძოლო ტანკს. იტალიის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტრო არის ამ კომპანიის აქციების ყველაზე მსხვილი მესაკუთრე. (32,45 %)
8 – United Technologies
წლიური შემოსავალი (2014):$ 11.9მლრდ
ქვეყანა: აშშ
United Technologies არის კომპანია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. მისი მრავალი პროდუქტი ვარირებს საბრძოლო თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან, ლიფტებამდე და ესკალატორამდე. ეს არის ზუსტად ის კომპანია, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ „UH-60 BlackHawk”-ის ვერტმფრენებს, რომელიც იყო გამოყენებული 2001 წ. ფილმში“Black Hawk Down”. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სამხედრო მოწყობილობებს 27 სხვადასხვა სახელმწფიოს შეარაღებული ძალებისთვის.
7 – EADC / Airbus Group
წლიური შემოსავალი (2014):$ 15.7მლრდ
ქვეყანა: საერთაშორისო
კომპანია EADC-მ 2000 წ. შეიცვალა სახელწოდება და გახდა TheAirbusGroup. თავდაპირველად წარმოადგენდა EurofighterGmbH-ის კონსორციუმს, რომელიც აწარმოებდა თვითმფრინავს „EurofigherTyphoon“-ს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის ვერტმფრენი „EurocopterTiger”, რომელიც გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებების დროს ავღანეთში, ლიბიასა და მალიში.
6 – GeneralDynamicsCorporation
წლიური შემოსავალი (2014):$ 18.65მლრდ
ქვეყანა: აშშ
კომპანია აწარმოებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პანელებს, „Stinger”-ის ქობინებს და „Tomahawk”-ის ფრთიან რაკეტებს. კომპანია აწვდის სამხედრო ინფრასტრუქტურას თითქმის მთელ მსოფლიოს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია „M1 Abrams”, III თაობის საბრძოლო ტანკი. ტანკების უმეტესობა ემსახურება აშშ-ს სამხედრო ძალებს.
5 – NorthropGrummanCorporation
წლიური შემოსავალი (2014): $ 20.22მლრდ
ქვეყანა: აშშ
კომპანია შეიქმნა 1994 კომპანია Northrop-ისა და Grunman-ის გაერთიანების შედეგად. NorthropGrummanCorporation უშვებს ცნობილ „B-2 Spirit” სტელსის ტიპის ავია ხომალდს, რომელსაც შეუძლია უმრავი რადარისთვის შეუმჩნევლად მიიტანოს იერიში მოწინააღმდეგის პოზიციებზე. მას გააჩნია, როგორც ჩვეულებრივი ქობინების, ასევე თანამდეროვე თერმობირთვული ატომური იარაღის გადატანის საშუალება.
4 – Raytheon
წლიური შემოსავალი (2014): $ 21.95მლრდ
ქვეყანა: აშშ
კომპანია განლაგებულია მასაჩუსეტსის შტატში. ცნობილია როგორც მსოფლიოში ქობინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია. ყველაზე მეტად ცნობილია „Patriot”-ით, სახმელეთო-საჰაერო ტიპის სარაკეტო დანადგარით, რომელიც აშშ-ს და მისი პარტნიორების თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. Patriot-ის რაკეტის ერთეულის ფასი არის $ 2-3 მილიონი.
3-BAE Systemsplc
წლიური შემოსავალი (2014): $ 26.82მლრდ
ქვეყანა: ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
კომპანია დაარსდა რამდენიმე ბრიტანული კომპანიის გაერთიანების შედეგად და თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა £ 7,7მლრდ. კომპანია არის აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი საგარეო პარტნიორი. კომპანიის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს უკვე ნახსენები EurofigherTyphoon-ის თვითმფრინავი და F-35 Lighting II. პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი, აშშ-ს გარდა, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ავსტრალიაა.
2 – Boeing
წლიური შემოსავალი (2014): $ 30.7მლრდ
ქვეყანა:აშშ
ყველასთვის კარგად ცნობილი Boeing ფართო მასებისთვის ცნობილია თავისი კომერციული დანიშნულების თვითმფრინავებით (747, 777 და 787), მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ასევე აწარმოებს ჰაერში საწვავის შესავსებ, ანტისუბმარინულ და უპილოტო თვითმფრინავებს. (ე.წ. ბესპილოტნიკებს) კომპანიის სამხედრო არსენალიდან ცნობილია ვერტმფრენი AH-65 Apache და F-18 SuperHornet.
1 – Lockheed Martin
წლიური შემოსავალი (2014): $ 45.5მლრდ
ქვეყანა: აშშ
მსოფლიოში სამხედრო არსენალის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია. კომპანიაში მუშაობს 116,000 ადამიანი მსოფლიო მასშტაბით, ის იღებს პენტაგონის დაფინანსების 10%-ს და აშშ-ს უმსხვილესი კონტრაქტორი კომპანიაა. ის ცნობილია ისეთი პროდუქტებით, რომლის ანალოგებიც მსოფლიოში არ არსებობს; C-130 Hercules, C-5 Galaxy, F-16 FightingFalcon, F-22 Raptorდა ასევე მე-5 თაობის F-35 Lightening II სტელსის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით.
დამატებითად უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს საბრძოლო სისტემა “Aegis”, რომელიც იყენებს მძლავრ კომპიუტერულ და სარადარო სისტემას და შეუძლია დამოუკიდებლად მტრის საბრძოლო ერთეულების გამოცნობა და განადგრურება. ასევე კომპანია აწარმოებს PAC-3 და THAAD-ის თავდაცვით სისტემებს.
რომ შევაჯამოდ სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი 10 უმსხვილესი კომპანიიდან 6 ამერიკულია, ხოლო დანარჩენი 4 ევროპული.