პოსტინდუსტრიული ბოდვები, ანუ ის რასაც თქვენ არ გეუბნებიან წარმოების მნიშვნელობაზე

170936

დღესდღეობით ყველას, ბიზნეს სკოლებით დაწყებული და მთავრობებით დამთავრებული ასწავლიან და არწმუნებენ იმაში რომ ყველა ქვეყნის ეკონომიკამ გეზი სერვისისკენ უნდა აიღოს და არა წარმოების განვითარებისკენ, რადგანაც ინდუსტრიალიზაცია ეს უკვე წარსულია და არ აქვს მომავალი და ამ აზრის გასამყარებლად ინდუსტრიული ეკონომიკის წილი შემცირების არგუმენტი მოჰყავთ მთლიან ეკონომიკაში.

რეალურად ეს იმიტომ ხდება, რომ თითქმის ყველა წარმოება ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება (გაიხსენეთ ერთი და იგივე მონაცემების სარეცხის მანქანა რა ღირდა 10 წლის წინ და რა ღირს ახლა) და საგრძნობლად მცირდება ფასი (შესაბამისად ინდუსტრიული ეკონომის წილი მთლიან ეკონომიკაში) და არა იმიტომ რომ რაოდენენობრივად უფრო ცოტა იყიდება. ნებისმიერი მომსახურების ფასი კი წლიდან წლამდე იზრდება (გაიხსენეთ რა ღირდა მაგალითად თმის შეჭრა 10 წლის წინ და რა ღირს ახლა?)

იმ რომ წარმოების სწრაფი განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ბევრი არგუმენტით შეგვიძლია დავასაბუთოდ:

  • ერთ სულ მოსახლეზე წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არა რომელიღაც ჩამორჩენილ ქვეყნებს გააჩნიათ, არამედ პირიქით ყველა მხირვ განვითარებულებს (შვეიცარია, სინგაპური, ფინეთი, შვედეთი) ანუ ის რომ ვითომ შვეიცარია მოპარული ფულით და მომსახურების სფეროს ხარჯზეა ესეთი მდიდარი არ შეესაბამება სიმართლეს
  • მომსახურების სფეროზე ორინეტირებულ ქვეყნის ეკონომიკებს ექსპორტის ბევრად უფრო დაბალი შესაძლებლობა გააჩნიათ, ვიდრე წარმოაბაზე ორიენტირებულ ეკონომიკებს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის შეჩერებას იწვევს.
  • წარმოების სფეროს განვითარების გარეშე შეუძლებელია დასაქმების პრობლემა ძირფესვიანი მოგვარება, რადგანაც წარმოების სფეროში ბევრად უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, ვიდრე მომსახურების სფეროში
  • დღესდღეობით ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანი, იაპონია, სამხრეთ კორეა) ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც უსწრაფესი ტემპით ვითარდებოდა წარმოების სფერო.

maxresdefault

ამ ყველაფრის ფონზე რა ხდება საქართველოში –  საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და საქართველოზე “მზრუნველი” დასავლელი პარტიორების რჩევების შედეგად ქვეყანაში ხელოვნურად დაიწყეს “დეინდუსტრიალიზაციის” პროცესი 90-იან წლებში და ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზე მიიყვანეს.

One thought on “პოსტინდუსტრიული ბოდვები, ანუ ის რასაც თქვენ არ გეუბნებიან წარმოების მნიშვნელობაზე

  1. ვის რაში სჭირდება საქართველოს ინდუსტრია როდესაც თვითონ ინდუსტრიულ ქვეყნებში ჭარბწარმოებაა და თან უზარმაზარი.. ქარხნები ისედაც 30-40 % -ის დატვირთვით მუშაობენ და ზედმეტ პროდუქციას საწყობებში აგროვებენ რომ წარმოების ციკლი არ ჩავარდეს და მასალა-ნახერვარფაბრიკატების მიმწოდებლების მთელი არმია არ გაკოტრდეს .. ამ საწყობის კომპანსაციას კი მთავრობები იხდიან .. არადა სჯობდა ეს კომპენსაციები ხალხისთვის დაერიგებინათ – იყიდდნენ მაინც უქმად ჩაწოლილ პროდუქციას ..

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s