2016 წლის 24 ივნისმა მთელი მსოფლიო შეძრა. ბოლო დღეების მთავარი ნიუსი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი და მისი სენსაციური შედეგი გახდა. სენსაციური იმიტომ რომ გულის სიღრმეში ყველაზე გულანთებულ ევროკესკეპტიკებსაც არ ჰქონდათ რეფერენდუმში გამარჯვების იმედი, იმის გათვალისწინებით რომ ყველაზე წამყვანი პოლიტიკოსი, მედია საშუალება, სპორტსმენი და უბრალოდ ცნობილი ბრიტანელები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის დაუსრულებელ პროპაგანდას ეწეოდნენ. აღარაფერს ვამბობ სოციოლოგიურ კვლევებზე, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში უნდა დარჩენილიყო.
მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ევროსკეპტიკოსებმა და Brexit-ის კამპანიის მომხრეებმა გაიმარჯვეს, მთელი მსოფლიო და ევროპა შოკში ჩააგდეს და ფაქტობრივად ევროკავშირის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი ცვლილება შეიტანეს. დიდი ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა არ დააყოვნა და 24 ივნისვე განაცხადა თავისი გადადგომის შესახებ.
Brexit-ის გამარჯვება და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოვლა პირველ რიგში იმიტომ შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი და დამღუპველი ევროკავშირის მომავლისთვის, რომ ევროპული ქვეყნებისთვის ევროკავშირი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოიაზრებოდა უალტერნატივოდ და ევროკავშირიდან მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი გამოსვლა შეიძლება სხვა ევროპული ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი აღოჩნდეს და ევროკავშირის ნგრევის დასაწყისს დაუდოს საფუძველი.
საინტერესოა დასავლურმა მეინსტრიმულმა მედია და ნეოლიბერალებმა აშშ-დან დაწყებული საქართველოთი დამთავრებული როგორ სცადეს ინგლისის მოსახლეობის ნახევარზე მეტის დისკრედიტაცია, გამარგინალება და მიწასწთან გასწორება იმ ბრიტენელი პოლიტიკოსების ჩათვლით ვინც მხარს უჭერდა Brexit-ს. (ნაიჯელ ფარაჯი, ბორის ჯონსონი). მათ ჩვეულ სტილში Brexit-ის მხარდამჭერებს ნაციონალისტების და ფაშისტების იარლიყი მოარგეს მომენტალურად და ის დაავიწყდათ რომ ფაშისტური უფრო ის იყო თუ როგორ უტევდნენ ნეოლიბერალი ვირთხები ბრიტანელებს, რომელთაც არ მოისურვეს ბიუროკრატიით და კრთამებით ჩამყაყებულ და დამძიმებულ ევროკავშირში ცხივრება.
მაგალითად თანამედროვე ნეოლიბერალურ დისკურსში აქტიურად გამოიყენებოდა XXI საუკუნის ფაშიზმის ერთ-ერთი გამოვლინება, კერძოდ კი ეიჯიზმი (ageism).
ნეოლიბერალი ფაშისტები ხაზს უსმევდნენ იმ ფაქტს, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი ვინც მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას 40-ს და 50-ს გადაცილებულები იყვნენ, და ისინი აგერ “დღეს თუ სხვალ ხომ ჩაძაღლდებიან” და რატომ დაანგრიეს ევროკავშირიო? აი სწორედ ესეთი ფაშისტური ლოგიკა ახასიათბდათ ვითომდა ადამიანის უფლებებზე გულშემატკივარ ლიბერალებს, როდესაც მათ ფაქტიურად ხანში შესულ მოსახლეობას ლამის რეფერენდუმზე და ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ფუნამენტური უფლება, ხმის მიცემა წაართვეს.
მაგალითად ევროკავშირის სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, კრის ბიკერტონის (Chris Bickerton) აზრით დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წინააღმდეგ თავისი აქტიური პოზიციის დაფიქსირება პირველ რიგში არ ნაციონალიზმით, არამედ ინტერნაციონალიზმით იყო მოტივირებული. ამას ფარაჯი და ჯონსონიც ძალიან ხშირად აღნიშნავდნენ თავის გამოსვლებში .
“მეტი ევროპა, ნაკლები ევროკავშირი”.
ყველამ დაივიწყა ერთი წლის წინ საქვეყნოდ დამცირებული ბერძნები, რომელთაც გაბედეს და ევროკავშირს ხმამაღლა უთხრა “არა”. ინგლისელებმა კი ნაწილობრივ ბერძნების საქმეც გააკეთეს.
რა თქმა უნდა უმეცრებაა ყველა იმ ადამიანს ნაციონალისტი უწოდო ვინც Brexit მოისურვა. ეს პირველ რიგში “მასების ამბოხი” იყო, მუშათა კლასის, პროლეტარიატის (არ უყვართ ეს სიტყვა თანამედროვე მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ მაინც ვიხმართ), ფერემერების და იმ ხალხის, რომლის იგნორირებასაც ახდენს თითქმის ყველა მთავრობა არამარტო ინგლისში, არამედ თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. ეს Brexit სწორედ იმ პლებეებმა მოაწყვეს, რომელთაც პატრიციები ზემოდან უყურებდნენ და არწმუნებდნენ რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კარგი მხოლოდ მცირე ბიზნეს ელიტების ჯგუფუსთვის იყო, რომელთაც ეს პატრიციები წარმოადგენენ.
ყველაზე სამარცხვინო კი ამ ყველაფერში ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერის ჯერემი კორბინის პოზიცია იყო, რომელიც აიძულეს ოფიციალურად მხარი დაეჭირა ინგლისის ევროკავშირში დარჩენისთვის. არადა კორბინი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ევროსკეპტიკური იდეებით და ბრიუსელისადმი საკმაოდ კრიტიკული განწყობით. ამ ყველაფრის მიუხედავად კორბინმა გააკრიტიკა Brexit, რადგანაც თანამედროვე პოლიტიკური კონიუქტურა მას თანამდებობის დატოვებას ან პარტიულ განხეთქილებას უქადდა.
გიორგი მდივანი