ნორვეგიული სამართალი: პატიმრების სამოთხე, კუნძული ბასტოი

ნორვეგია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მეტისმეტი ჰუმანურობით პენიტენციარული სისტემის მიმართ (მაგალითად ანდრეს ბრეივიკი, ტერორისტი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა ისეთ სოციალურ პირობებში ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სანატრელი აქვს), მაგრამ ის რასაც ახლა იხილავთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭერბებს.

ეს არის კუნძული სახელად ბასტოი, ციხე, სადაც ნორვეგიელები განსაკუთებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს აგზავნიან. მაგრამ ეს დასასვენებელ კომპლექსს უფრო წააგავს, ვიდრე ციხეს.

1

ამ კუნძულზე არის სპეციალური პლიაჟი, ტენისის კორტები, საუნა და ა.შ. ალბათ დაგაინტერესათ თუ ვინ იხდეს ამ კუნძულზე სასჯელს? მკვლელები, მოძალადეები და ნარკოდილერები, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედებათ ბრალი.

2

3

იმის მაგივრად, რომ პატიმრები გისოსებს მიღმა მოათავსონ, ისინი თვალისმომჭრელი ბუნების წიაღში, პატარ ხის სახლებში ცხოვრობენ. კუნძულზე 115 პატიმარი იხდის სასჯელს.

თითო კოტეჯში 8 პატიმარი ცხოვრობს, სადაც თითოეულს საკუთარი ოთახი აქვს და შეუძლიათ მშვიდად გადაადგილდნენ კუნძულის ტერიტორიაზე.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პატიმრებს 18 დღიან „შვებულებასაც“ კი აძლევენ.

ასევე არის 21 დღიანი დეკრეტული შვებულებაც – როცა ცოლი ან მეგობარი გოგონა იმშობიარებს. პაემანი ახლობლებთან კი ყოველკვირეულია 12 საათის ხანგრძლივობით.

4

ამ ექსპერიმენტის ავტორი ნორვეგიელი მეცნიერი, კრიმინოლოგია ნილს კრისტია. მისი აზრით ნებისმიერ დანაშაულს ჰყავს ორი მსხვერპლი: I – ვინც დაზარალდა ამ დანაშაულის შედეგადი, II – ვინც ჩაიდინა. მისი თეორიის მიხედვით ნებისმიერი დანმაშავე იმსახურებს ხელახალ აღზრდას, ანუ რესოციალიზაციას.

5

6

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s