ალენ დალესის გეგმა – მითი თუ რეალობა?

ალენ დალესი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მესამე დირექტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მკვეთრად ანტიკომუნისტური განწყობის ადამიანი და ცივი ომის იდეოლოგი იყო. დალესის დოქტრინა, როგორც დოკუმენტი, არ გამოქვეყნებულა და არც მისი ორიგინალი არსებობს. ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა.

dallisosntsru

დალესის გეგმა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების დასმასა და ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებას (სახელმწიფოს წარმომქმნელი ერებისადმი მცირე ერების სიძულვილის გაღვივებას). საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება ამ ჭრილში განვიხილოთ.

გთავაზობთ დალესის გეგმის ქართულ ვერსიას:

“დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა. ”ლიტერატურიდან”, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი.

მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები – ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად…. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”.

Advertisements

2 thoughts on “ალენ დალესის გეგმა – მითი თუ რეალობა?

  1. თუ ეგ მართალია – მაშინ ყველა “ძველი” თუ “კაი ბიჭი” ალან დალესის პირდაპირი აგენტი ყოფილა .. ზუსტად მაგენმა დაარწმუნეს ახალი თაობა რომ ნარკომანობა, უსაქმურობა, ძალადობა და გაიძვერობა არისო ვაჟაკოცბა.. წესიერება კი გოიმობაო 🙂

    Like

  2. ქართულ ზნეობრიობას, ქართულ სულს და მართლმადიდებლობას ვერ მოერევა დალესი. ის ვინც სუსტია და ცდუნდება გამორიცხული არ
    არის, ის აღმოცნდება ისტორიის სანაგვეში.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s