ოლივერ სტოუნი აშშ-ს პოლიტიკაზე: ”ჩვენ კი არ ვართ საფრთხეში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი საფრთხე”

Middle East Eye-ის ჟურნალისტებმა აიღეს ინტერვიუ ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორისგან, ოლივერ სტოუნისგან, რომელმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკა.

ol.jpg

ოლივერ სტოუნმა უკვე მოასწრო კენედის მკვლელობაზე ფილმის გადაღება, ასევე ვიეტნამის ომზე და 11 სექტემბრის ტერაქტებზე. სტოუნის ბოლო ფილმებიდან ყველაზე დიდი ხმაური დოკუმენტურმა სერიალმა, სახელად (The Untold History of the United States) ”აშშ-ს უცნობი ისტორია”-მ გამოიწვია, სადაც ნაჩვენებია ალტერნატიული ვერსია აშშ-ს მიერ მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ წარმოუებულ საგარეო პოლიტიკაზე.

როგორც ცნობილმა რეჟისორმა აღნიშნა, ამ ფილმზე მუშაობის დროს ის შოკირებული იყო ამერიკელების სისასტიკით, რაც მათ ახლო აღმოსავლეთში შეჭრის დროს გამოიჩინეს.

აღნიშნული სერიალის სრულად ყურება შეგიძლიათ შემდგომ  ბმულზე:http://adjaranet.com/TVShow?id=500420

როგორ ოსკარის სამგზის მფლობელმა განაცხადა, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთს თვალი ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაადგა, ხოლო ექსპანსიონიზმის პიკი ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს დადგა, როდესაც მან ერაყში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ს არ დარჩა არცერთი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში. ”ჩვენ მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოვახდინეთ და შევქმენით მართვადი ქაოსი. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გვყოფნის გამბედაობა, რომ კიდევ ”ისლამური სახელმწიფო” დავადანაშაულოთ – აცხადებს ინტერვიუში სტოუნი. სერიალის სცენარის წერაში ოლივერ სტოუნს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი პიტერ კუზნიკი მიეხმარა.

41090

ენერგორესურსების მიმართ ვაშინგტონის სიხარბე გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამერიკელებმა ერთ-ერთ ყველაზე არაჰუმანურ და არადემოკრატიული მმართველობის მქონე საუდის არაბეთთან დაიწყეს თანამშრომლობა და 1953 წელს ირანში მოჰამედ მოსადიკის პროგრესული ხელისუფლება დაამხეს.

”ჩვენ ვქმნით განუკითხაობას, ხოლო შემდგომ სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადავდივართ. მაგრამ სამხედრო ძალით პრობლემები არ გვარდება” – ამბობს სტოუნი.

”იყო ამერიკელი ძალიან კომფორტულია, თავი შეიძლება უსაფრთხოდ იგრძნო. მაგრამ ამავდროულად მთელი მსოფლიო მტრულად არის განწყობილი აშშ-ს მოქალაქეების მიმართ და ეს არ არის შემთხვევითი” – დასძინა ოსკაროსნმა რეჟისორმა.

2016 წელს ოლივერ სტოუნის ახალი ფილმი გამოვიდა ედვარდ სოუდენზე, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაანახა ის, რომ ადამიანის უფლებებს სწორედ აშშ-ს ცენტრალური დაზვერვა და სხვადასხვა სპეცსამსახურები არღვევენ ყველაზე ხშირად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ფარულად უსმენენ და უთვალთვალებენ როგორც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებსაც.

აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://net.adjara.com/Movie/main?id=13190

ინტერვიუს ორიგინალი:

http://bit.ly/1P7wUGN

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s