ალბათ როდესაც ვინმე სიტყვა გენოციდს ხმარობს, პირველ რიგში თავში მოგდით გერმანელების მიერ ებრაელების მიმართ განხორციელებული ჰოლოკოსტი ან თურქების მიერ XX საუკუნის დასაწყისში სომხების მასიური გაჟლეტვა. მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მასიური და სასტიკი გენოციდის ავტორები ამერიკელები არიან – მათ დღევანდელი აშშ-ს და კანადის ტეროტორიაზე 100 მილიონამდე ინდიელი გაჟლიტეს.
რატომ არ ასწავლიან ამას ამერიკულ სკოლებში, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, სასტიკი და მასშტაბური ჰოლოკოსტი სწორედ მათ სამშობლოში მოხდა?
ადოლფ ჰილტერის მიერ ორგანიზებული საკონცენტრაციო ბანაკების შთაგონების წყაროს ამირეკელების მიერ ინდიელებისთვის ორგანიზებული საკონცენტრაციო ბანაკები წარმოადგენდა. სწორედ ამირეკელებმა შექმნეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი საკონცენტრაციო ბანაკები.
1492 წელს, როდესაც კოლუმბმი აშშ-ს ნაპირებს მიადგა ინდიელების 500 წლიანი ჯოჯოხეთი დაიწყო, სანამ ისინი მთლიანად არ გაანადგურეს. 1493 წელს კოლუმბი დაბრუნდა ჰაიტიზე და დაწყო მონობის პოლიტიკის გატარება და ადგილობრივი ინდიელების მასბრივი დევნა. 3 წლის განმავლობაში დაიღუპა 5 მილიონი ადამიანი. ბართოლომე დე ლას კასასი, კოლუბმის დროის ისტორიკოსი და პუბლიცისტი წერს უარმავ საშინელებაზე თუ როგორ აწამებდნენ კოლონიზატორები ადგილობრივ მოსახლეობას. დღესდღეობით ლას კალასის ნაშრომები ამერიკული წიგნებიდან ამოღებულია, რადგანაც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ადამიანი, ქრისტეფორე კოლუბმი ატლანტიკის გაღმა გმირადაა მიჩნეული. ინდიელების ტერორი გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც 1776 წელს აშშ დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. მაგალითად 1855 წელს, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ერთი ინდიელის თავის სანაცვლოდ ამერიკელები 5 დოლარს იხდიდნენ. ინდიელების სკალპების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდის პრაქტიკა აშშ-ს სხვა შტატებშიც გავრცელდა. XX საუკუნის ბოლოს ამერიეკელებმა რამდენიმე კანონიც კი მიიღეს, რომლის თანახმადაც ინდიელებს ფაქტიურად ყველა უფლება წაართვეს. გერმანელი ეთნოლოგი გუსტავ ფონ კენიგსვალდი წერს, რომ ამერიკელები ისეთ მეთოდებსაც კი იყენებდნენ, როგორც წყლის მოწამლვაა. მაგალითად მათ სოფელ კაინგანგში სასმელი წყალი მოწამლეს, რის შედეგადაც 2000 ადამიანი გარდაიცვალა. 1776 წლიდან 1900 წლამდე აშშ-ს ფედერალურმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ინდიელ ტომთან 20 000-მდე შეთანხმება დადო, მაგრამ არცერთი არ შესრულდა.
საინტერესო იქნება ამერიკელი ინდიელების გენოციდს სოციოლოგიური კუთხით თუ შევხედავთ. სიტყვა გენოციდი ლათინური სიტყვაა (genos — რასა, племя, cide — მკვლელობა) და ეროვნების/ხალხის განადგურებას ნიშნავს. თავად ტერმინი გენოციდი ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წლის დეკემბერში მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაულისა ადამიანის მიმართ. პირველად გენოციდის, როგორც ტერმინი გამოყენებულ იქნა ნიურნბერგის პროცესის დროს, მაგრამ მას იურიდიული ძალა არ გააჩნდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს ტერმინი მიიღო 1946 წელს. აქედან გამომდინარე ამერიკელების მიერ 100 მილიაონი ინდიელის განადაგრურება, სხვა არაფერი თუ კონკრეტული ეთნოსის განადგურების მცდელობა, რასაც გენოციდის კლასიფიკაცია უნდა მიენიჭოს.
ამერიკელების ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ოფიციალურად არც კი უღიარებიათ მათ მიერ ინდიელების გენოციდი, არადა მათ ქმედებებს ძნელია სხვა სახელი მოუძებნო. ამერიკელების მიერ ინდიელების განადგრუება ალბათ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტება და სისასტიკეა და დროა მათ საკუთარი ცოდვების მომანიებაზე დაიწყონ ფიქრი, სანამ სხვა სახელმწიფოებს მიუთითებენ რამეზე.
გენოციდის ჩამდენ ქვეყნებზე როცა ვფიქრობთ, ქართველებს პირველ რიგში ალბათ რუსეთი გვახსენდება ძვირფასო ავტორო… მაგრამ თქვენს ფართო თვალსაწიერს ალბათ ეს ფაქტი გამორჩა.
LikeLiked by 1 person
აქ გადავხედე ზოგ კომენტარს და ვხედავ რომ ის ახალგაზრდები არიან ვინც ძველი ისტორია საერთოდ არ იცის!
რუსეთთან მიმართებაში ახალი ამბავი ამ ბოლო დროის და ამიტომაც ახალი ჭრილობა მწარეა!
მაგრამ რუსეთთან მიმართებაში არაფერია რაც თურქეთს და ირანს აქვს ჩადენილი შორს რომ არ წავიდეთ!
ასე რომ მზის რუსეთზე როცა გაამახვილეთ ყურადღებას ეს უკვე დანაშაულია! რადგან მართლა გენეტიკურ მტერს თურქეთს ეხლა ტრაკში უძცრება ჩვენი მთავრობა .გინდა მიშა იყოს და გინდა ეხლა..მიშას დედამისი თურქი საყვარელი როცა იყო თურქებს მწვანე ქონდათ ჩართული!
ასე რომ ამერიკას მართლა დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი! და დღემდე მსოფლიოს დამორჩილებას ეცდება!
LikeLike
ცრუ ფაქტი 1. 100 მილიონი თითიდან გამოწოვილია (10 მილიონამდე ითვლება სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი 1900 წლამდე). ეს ფაქტი (10 მილიონის სიკვდილი) აღიარებულია, როგორც ინდიელების ხოცვაჟლეტვა (Indian Massacre), და წლების მიხედვით არის აღწერილი https://en.wikipedia.org/wiki/Indian_massacre
ცრუ ფაქტი 2. 1900 წელს ითვლიდნენ 300 ათასამდე ადგილობრივ ამერიკელს. 2010 წლის თვლით 4.1 მილიონი ადგილობრივი ამერიკელია ამერიკაში. http://www.census.gov/prod/cen2010/briefs/c2010br-10.pdf
ცრუ ფაქტი 3. ამერიკელ ინდიელებზე მოქმედებს ბევრი შეღავათი (ბიზნესის წამოყება (კერძოდ კაზინოები), სოციალური დახმარება, ჯანდაცვა და ა.შ.)
http://www.doi.gov/tribes/benefits.cfm
ნამდვილი ფაქტი 1. ამერიკა იცვლება უკეთესობისკენ
LikeLike
არ ვიცი რას ეძახით უკეთესობას, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ პიკეტი მოაწყო ქუჩაზე, პოლიციამ მიმღები ოჯახიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა 12 წლის გოგონა, რომლისთვისაც ეს მეექვსე ოჯახი იყო და მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იგრძნო სიყვარული და სითბო დანარჩენი ხუთი ბავშვთან ერთად. მიზეზი-ამერიკის კანონმდებლობაში ერის მუხლი, რომელიც უკრძალავს თეთრკანიანებს ბავშვის შვილად აყვანას, თუ მას ინდიელი წინაპარი ჰყავდა. ამ გოგონას კი ოთხი თაობის წინ ინდიელი ბებია აღმოაჩნდა…. შეფასება თქვენთვის მომინდია. აღარაფერს ვამბობ ,,კუკლუს კლანზე”(რომლის თანამედროვე მიმდევრები დღეს სახეს აღარ მალავენ ისე მოქმედებენ) და საკმაოდ გახმაურებულ როზა პარკერის საქმეზე…….
LikeLike
ეს წყაროს რაც შეეხება- American Holocaust: D. Stannard (Oxford Press, 1992) – “over 100 million killed”
LikeLike
კანადის მთვრობა აღიარებს რომ მიწა რომელზეც ცხოვრობენ და საარმოებს და პორტებს აშენებენ ინდიელების საკუთრებაა და იჯარას უხდიან იმ ტომის ინდიელებს რომლებიც კონკრეტულად ამათუიმ ადგილას სახლობდა და ეხლა რეზერვაციებში ცხოვრობენ, ეს ადვილი წარმოსადგენია რა თანხებზეა საუბარი რომ ინდიელი რომელიც 18 წლის ასაკს მიაღწევს ანგარიშზე 250 000 $ უზის და შემდგომ კიდევ ყოველთვიურად 2000 დოლარს იღებენ, ამანაც განაპირობა ალბათ გარკვეულწილად ის რომ უფუნქციოთ და უმიზნოდ არიან დარჩენილები და კაზინოებში და სასმელში ხარჯავენ ძირითადათ ამ ფულს. ეს სხვა საკითხია მაგრამ ესეთი რამ ამერიკის არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია.
LikeLike
ამერიკას შეეშვით, მოუვლის თავის საქმეს, საქართველოს მივხედოთ, ქვეყანა გვენგრევა თავზე, ახალგაზრდებს ძველგაზრდები ვეღარ ვპატრონობთ და საქართველოს ტოვებენ. ან აღარ დაბრუნდებიან, ან გადაჯიშებულები დაგვიბრუნდებიან. რა არის ეს? ამას ახალ ტერმინს მოვუგონებდი და “თვითგენოციდს” დავარქმევდი! აი, ეს არის საშინელება! მაპატიეთ ზედმეტი შეფასება თუ გგონიათ, მაგრამ ეს არის ფაქტი!!!
LikeLike
ბატონო ავტორი ცხრა მთას იქეთ,ორასი წლის წინ კანიბალი ინდიელები გაუჟლეტიათ თურმე ამერიკელებს ( არა ასი მილიონი,ამდენი ინდიელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ბუნებაში არ არსებობდა.) და ამაზე შეგტკივათ გული და დღეს ჩვენს თვალწინ რუსეთი რომ ნამდვილ გენოციდს გვიწყობს ამაზე დუმხართ.
საეჭვოდ გააქტიურდნენ დღეს ინდიელების ე.წ. დამცველები.
LikeLike
თუ ინდიელებზე ესე შეგტკივათ გული, მოიძიეთ ინფორმაციები რუსები რეებს აკეთებდნენ მე_19 საუკუნის დასაწყისში ალიასკაში, მშვილდისარის მქონე ინდიელებს როგორ ხოცავდნენ. ჟლეტავდნენ.
LikeLike
ვაი თქვენს პატრონს! ინდიელები პირველი მაცხოვრენლები არ იყვნენ ჯერესერთი ამერიკის! აზიელები და თეთრი ხალხი იყო ბერინგელები იყვნენ პირბელი მოსახლეობა! იმას რატომ არ აქვეყნებთ როგორ კლავდნენ და ჩეხავდნენ ინდიელები ერთმანეთს მიწას გამო? სკალპებს რომ ხდიდნენ ერთმანეთს? ამერიკა რომ არ ყოპილიკო დგეს ამ ინტერნეტით ვერც ისარგებლებდით! Iphoneb-ით რომ დარბიხართ ვისი მიღწევაა? ინდიელების თუ ქართველების? პირი გამოირეცხეთ ყველამ მანამ ამერიკაზე და ამერიკელებზე რამეს იტყვით! ამერიკა გაჭმევთ ყველას და ამერიკას ეხვეწებით დაცვას! ვერ მოგივლიათ ვერაფრისთვის თავი! პირველ სააკუნეში ხართ ისევ! მიხედეთ მაგ თქვენ ჩაბინხურებულ საქართველოს! დიზინფორმაციის გავრცელებას და კომუნისტურ მენტალიტეტს ვერ მოწყდით კიდე!
LikeLike