პოლიტიკანოს შესახებ

მშვიდობა, დემოკრატია, სოლიდარობა, თანასწორობა – ჩვენი აზრით ეს ნებისმიერი საზოგადოების ფორმირებაში 4 უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელთა გარეშე შეუძლებელია პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბა და ქვეყნის მდგრადი განვითარება.

11015_783657781680018_5772528150164335084_n

Politicano არის ანტიკაპიტალისტური, ევროსკეპტიკური, პაციფისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი და არა მარტო. ჩვენი აზრით მემარცხენე დისკურსისკენ ვიხრებით, თუმცა მავანი შეიძლება არ დაგვეთანხმოს.

არ ვმალავთ ჩვენს სიმპატიებს სოციალიზმის მიმართ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების სხვა დოქტრინები (თავისუფალი ბაზარი, უხილავი ხელი, კლასიკური და ნეოკლასიკური სკოლები) ხელშესახები შედეგის მომტანი არაა. ჩვენი სიმპატიები სოციალიზმის მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კერძო საკუთრების აკრძალვის ან ნებისმიერი ბიზნესის ნაციონალიზაციის მომხრე ვართ, უბრალოდ მიგვაჩნია რომ პირველ რიგში სახელმწიფო უნდა თამაშობდეს აქტიურ როლს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში და არა კერძო ბიზნესი.

მადლობა ყურადღებისთვის

Advertisements