გლობალიზაციის მომხრეები პირველ რიგში ამერიკელ ეკონომისტებსა და პოლიტოლოგებში ჰყავს, რომლებიც მის პროპაგანდას პიდაპირ რელიგიური მოწადინებით ეწევიან, როგორც ამის შესახებ სახელოვანმა თეოლოგმა ჰარვი კოქსმა აღნიშნა თავის სტატიაში “ბაზარი- როგორც ღმერთი.” შეერთებულ შტატებში თვით ბევრი, სხვა მხრივ საღად მოაზროვნე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ლიდერი გლობალიზაციის ამ მესიანისტური დაპირებების ხიბლის ქვეშ მოექცა.
გლობალიზაციის დოქტრინა არის ლამაზად შეღებილი ფასადი, რომლის საშუალებითაც იგი თავის ამა თუ იმ მსხვერპლს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ამშვიდებს და მისი ყურადღება გადააქვს სხვა თემებზე, სანამ მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს რესურსებისგან ფიტავენ და ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ ვერასოდეს შეძლონ იმპერიული ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
ამავდროულად მან ახალი იმპერიალისტები უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ “განუვითარებელი” ქვეყნები თვითონვე არიან თავიანთ სიღარიბეში დამნაშავე კორუფციის, კლანურობის და საკუთარი შანსების გამოყენების უუნარობის გამო. მოსაზრება, რომ თითქოს ღია ბაზრები ყველას კეთილდღეობას ნიშნავს, აბსოლუტური სისულელეა – ბუნებრივია, არა ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, რომლებმაც იზრუნეს საამისოდ და ფლობენ ამ ბაზრებით მანიპულირების ძალასა და რესურსებს.
თვით ჯოზეფ სტიგლიცი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ეკონომისტი შემდეგ დასკვნამდე მივიდა:
ჯოზეფ სტიგლიცი
“დღესდღეობით ცნობილია, რომ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები, რომელთა შესახებაც შეერთებული შტატები რამდენიმე წლის წინ ასე ამაყად საუბრობდნენ, მესამე მსოფლიოს ქვეყნების მიმართ მეტად არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი გამოდგა. გლობალისტების პრობლემა მათი ფუნდამენტალისტური საბაზრო იდეოლოგიაა, მათი რწმენა თავისუფალი, არარეგულირებადი ბაზრებისა, რწმენა, რომელიც არც თანამედროვე თეორიას და არც ისტორიულ გამოცდილებას არ ემყარება”
გლობალიზაციამ არცერთ შემთხვევაში, მესამე მსოფლიოს არცერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში არ გამოიწვია კეთილდღეობის ზრდა, ასევე არცერთ, დღეს არსებულ 24 მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყანათაგანს არ მიუღწევია იმ სიმაღლეებისთვის, რომელნიც დღეს უპყრიათ გლობალიზაციის დოქტრინის მიერ ნაქადაგები რეცეპტებით.გლობალიზაიას, ოსვალდო დე რივეროს ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, არ აღმოუცენებია “NIC” – newly industrialized countries – ახლად ინდუსტრიული ქვეყნები, როგორებიცაა “აზიური ვეფხვები” და ა.შ. გლობალიზაციის პროდუქცია 130 “NVE” – non-viable economies – [სიცოცხლის უუნარო ეკონომიკები] ან, უფრო უარესი “UCE” – ungovernable chaotic entities – [უმართავი ქაოტური ერთეულები].
ჯერ კიდევ 1841 წელს აშშ-ში გერმანიიდან ემიგრირებული ეკონომიკის თეორიტიკოსი ფრიდრიხ ლისტი თავის ძირითად ნაშრომში “პოლიტიკური ეკონომიის ნაციონალური სისტემა” წერდა:
“ვინც მაღალ სიმაღლეებზე მწვერვალს მიაღწია, 1მათი საყვარელი და თან მოხერხებული ტრიუკია იმ კიბის გადაგდება, რომლის საშუალებითაც ისინი ამ სიმაღლეზე ავიდნენ, რათა სხვამ ვერავინ ვერ შეძლოს მათსავით ამოსვლა”.
ეკონომიკის შესახებ ანგლო-ამერიკული სწავლების დიდი ნაწილი და მთელი გლობალიზაციის თეორია მეტი არაფერია, თუ არა “კიბეების გადაგდების” შელამაზების მცდელობა.
თუკი ყოფილ საბჭოთა კავშირს არ გავითვალისწინებთ, უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, “აზიური ვეფხვები” (სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, ტაივანი) – ყველა მათგანმა მეტნაკლებად ერთნაირი გზით და საშუალებით მიაღწია წარმატებას: ეკონომიკური პროტექციონიზმით. მათ საკუთარი ბაზრები მაღალი საბაჟო ტარიფებისა და კიდევ ბევრი “არასატარიფო” სავაჭრო დაბრკოლების შექმნის გზით გააძლიერეს. დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი ვაჭრობა, მაგალითად, მხოლოდ 1840-იან წლებში დაუშვა, როდესაც თვითონ დიდი ხანი იყო მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა. 1790-იდან 1940 წლამდე შეერთებული შტატები მსოფლიოში ბაჟებითა და სავაჭრო ბარიერებით ყველა უფრო კარგად დაცულ მაკროეკონომიკას წარმოადგენდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც 1970-იან და 1980-იან წლებში არცერთი იაპონური ავტომანქანა არ მოძრაობდა, სამხრეთ კორეა იყო, რომელიც ამ პერიოდში საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის ოგრანიზებას იწყებდა.
თითოეულმა ამ ოდესღაც “განვითარებადმა” ქვეყანამ სხვადასხვა მეთოდით მოიპოვა პროგრესული ტექნოლოგიები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მათ განვითარებას უწყობდნენ ხელს, იკვლევდა და აანალიზებდა ამ ტექნოლოგიებს და შემდეგ მიზნობრივად დებდა ინვესტიციებს მათ გაუმჯობესებასა და განვითარებაში. სახელმწიფო იცავდა და მხარს უჭერდა წარნატებულ კომპანიებს, რომლებშიც ექსპორტიორობის პოტენციალს ხედავდა. იმისთვის რომ საკუთარი პროდუქციით ჩაენაცვლებინათ იმპორტული საქონელი ეს ქვეყნები მასობრივი სუბვენციებით, ხშირად ხარჯიანობის გათვალისწინების გარეშე, ეხმარებოდნენ არაკონკურენტულ ადგილობრივ საწარმოებს.
მოკლედ რომ ითქვას, მსოფლიოში არსებული მცირერიცხოხვანი წარმატებული ეკონომიკები ზუსტად იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, რაც მათ გლობალიზაციის გურუთა მიხედვით უნდა გაეკეთებინათ. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სხვა არჩევანი არ გაუკეთებია, გარდა გლობალიზაციის პრინციპების ცხოვრებაში გატარებისა – “თავისუფალი ვაჭრობის” შემოღება, კომუნალური საწარმოების გაყიდვა, კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის მოხსნა, საკუთარი მეწარმეებისთვის პრივილეგიების გაუქმება და ა.შ. კატასტროფული შედეგები იქნა მიღებული.
1981 წლიდან აშშ ცდილობდა მესამე მსოფლიოს ქვეყნების სუვერენიტეტის შესუსტებას, რათა მათი დამოკიდებულება მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებზე უფრო გაძლიერებულიყო და მათი ერთ ძალად ორგანიზება და მდიდარი ქვეყნებისაგან სამართლიანი სავაჭრო პირობების შექმნის მოთხოვნა არ წამოყენებულიყო. ამ სტრატეგიის განხორციელების ბერკეტებად გამოყენებულ იქნენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალურო ფონდი.
გასათვალისწინებელია, რომ სსფ და მსოფლიო ბანკი პრინციპში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოადგილე ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ორივეს რეზიდენცია მდებაროებს ქალაქ ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთში მე-19 და “ეიჩ” ქუჩებზე და ორივე მათგანი ისეთ სისტემაზეა დაფუძნებული, რომ გადაწყვეტილებები აშშ ფინანსთა მინისტრის თანხმობის გარეშე ვერ მიიღება.
ვაშინგტონში გამართული ანტიგლობალისტური აქციის მონაწილე საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ეკონომიკურ ტერორისტებად მოიხსენიებს
ადრეულ 1980-იან წლებში აშშ-მ სსფ-ს და მსოფლიო ბანკს მიანიჭეს “მესამე მსოფლიოს”ვალების პრობლემების გადაწყვეტის პრეროგატივა და, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, თან ორი მითითება მისცეს მათ ამ გზაზე: პირველ რიგში იზრუნეთ იმისთვის, რომ მოვალე ქვეყნები თავიანთი ვალების გასტურმებას ნაწილობრივ მაინც მოემსახურებიან და ოფიციალურად გადახისუუნაროდ არ გამოაცხადებენ თავს, ამასთან, ამ ქვეყნებს იმდენი ფული გამოსძალეთ, რამდენიც შესაძლებელია.
თუ ნიანგს თქვენი მტრის შეჭმა სურს, ნუ გგონიათ ის თქვენი მეგობარი
აფრიკული ანდაზა
როგორც ჩანს ტაქტიკურმა კოლაბორაციონიზმის ისტორიამ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს და უკრაინის პატრიოტიზმისთვის მებრძოლი ”გმირები’‘ ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზეც კი წავიდნენ, არც ჩვენ და არც უკრაინელებსაც დიდად არაფერი გვასწავლა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებში ასეთი ”სამარცხვინო პატრიოტები” უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა ამის ნაკლებობა. ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი გრიგოლ რობაქიძე იყო, ვინც არც მეტი და არც ნაკლები ადოლფ ჰილტერს 1939 წელს წიგნი მიუძღვა და ის გერმანულ ენაზე გამოსცა. იყო ასევე ”ქართული ლეგიონი” (Georgische Legion), რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და საკუთარ თანამოძმეებს ხოცავდა ბოლშევიკებისგან, რომ გაეთავისუფლებინათ საბჭოთა საქართველო. იყო სამარცხვინო შალვა მაღლაკელიძე და ბევრი მისი მსგავსი იდეოლოგიურად დაბინდული გონების და არსის პიროვნება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების მხარეს იყვნენ.
რაც შეეხება უკრაინელების კოლაბორაციონიზმს II მსოფლიო ომის დროს ამაზე ინტერნეტშიც უამრავი მასალა იძებნება. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.
ასეთია ისტორიული პატერნი, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ქართველებსითვისაც ნაციონალური ასპირაციის კრახის გარდა ჯერ-ჯერობით სხვა არაფრით არ დამთავრებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩვენ გვესმის მოსაზრებები ”კეთილი” აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც ეს ორი ქვეყანა ”ბოროტი” აგრესორისგან უნდა დაიცვას. თითქოს რუსეთი ერთადერთი საფრთხეა, რომლის შეცნობაც ამ ქვეყნების მმართველ ელიტებს შეუძლიათ.
ამ ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკა ხშირად მსოფლიო პოლიტიკის პრიმიტივიზაციას ახდენს და სამყაროს ორ უკიდურესობად ჰყოფს: კეთილად და ბოროტად, პროგრესულად და რეგრესულად, ნათელად და ბნელად. თითქოს ასეთ კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ორი პოლუსია. მსგავსი აზროვნება ბავშვებს ახასიეთბთ მათი ნაივურობის, გამოუცდელობის, გაუნათლებლობის და სხვა ფაქტორების გამო. მსგავსი მიდგომა არ არის ზრდასრული ჩამოყალიბებული სუბიექტის რეფლექსია, ამაზე მიუთითებდა თვით გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც.
ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რას წარმოადგენს ნატო, როგორც გაჩნდა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს, რას ემსახურება და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მასთან დაახლოება რისი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ნატო 1949 წელს შეიქმნა ომის შემდგომ მსოფლიოში საბჭოთა კავშირთან პაექრობისთვის. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ევროპაში და საბჭოთა კავშირის პოპულარობის ზრდის ფონზე მისი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შესაჩერებლად, რომელიც ”ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო, (ადამიანურ ზარალს თუ გავითვალისწინეთ 27 მლნ. დაღუპული ადამიანის სახით და ეკონომიკურ ზიანს, რაც იმ მომენტისთვის 128$ მლრდ-ს უტოლდებოდა,) აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმდა და კანადამ კიდევ სხვა 9 სახელმწიფო დაიყოლია სამხედრო ბლოკში გაერთიანებულიყვნენ.
ამ 9 სახელმწიფოს შემადგენლობა კოლონიალური იმპერიების თითქის ყველა წარმომადგენელს მოიცავდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ლუქსემბურგი.
ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გააკეთა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს ინიციატივა ნატომ დაბლოკა. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საკუთარ უარს იმ მოტივით ასაბუთბდნენ, რომ ”შეუძლებელი იქნებოდა ნატოს დემოკრატიული და თავდაცვითი ხასიათის შენარჩუნება”. სხვათა შორის ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ში უმკაცრესი რასობრივი დისკრიმინაცია იყო, ევროპაში კი შავკანიან ბავშვებს ზოოპარკებში ათავსებდნენ.
ნატოსგან მიღებული უარის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ”ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია” შექმნა. ასე დაიწყო ”ცივი ომი” დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დაპირისპირების დასასრული ყველასთვის ცნობილია. ერთის შეხედვით საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, ის ამოცანები, რასაც ნატო ისახავდა უკვე შესრულებული იყო, რადგანაც ”წითელი საფრთხე” განეიტრალებული იყო, ხოლოს სამხედრო ალიანსის აზრი – ამოწურული.
თუმცა, იმის მაგივრად რომ ნატოც მისი აღმოცენების მთავარ მიზეზს უკან გაჰყოლოდა, ნატომ XXI საუკუნეში შეყო თავი, როგორც აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, თვითნებურად თავს დაესხა სუვერენულ ქვეყნებს და საკუთარი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულ სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები გააჩაღა, რასაც იქამდე ვერ ბედავდა. ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არც ”ცივი ომის” დროს იყოს ნატო ბოლომდე უმწიკვლო პაციფისტური ორგანიზაცია. ასე მაგალითად ”ცივი ომის” დროს ევროპულ ქვეყნებში ნატოს ტერორისტული დაჯგუფება “გლადიო” მოქმედებდა. ნატოს ტერორისტული წარსული ევროპაში 90-იან წლებში გასაჯაროვდა. ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და წიგნი დაიწერა.
ნატოს ოფიციალური ლეგენდა 2 იდეოლოგიურ ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში ნატოს თავდაცვითი ხასიათი გააჩნია და მეორეს მხრივ მისი მისია დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ ორივე ასპექტს აბათილებს ნატოს ისტორიული პრაქტიკა.
‘’ცივ ომში’’ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აშშ ჰეგემონი გახდა და მსოფლიოში საკუთარი პოლიტეკონომიური წესრიგის დამყარება დაიწყო. ‘’ვარშავის ხეშლეკრულების’’ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ინტეგრირებულები იქნენ აშშ-ის გავლენის სფეროში. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ‘’საბაზრო რეფორმების’’ კვალდაკვალ ნატო გახდა.
იმის მიუხედავად რომ ჯეიმს ბეიკერმა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, გორბაჩოვს სამჯერ დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ეს დაპირება ჰაერში ნასროლ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ნატომ 9 გეოპოლიტიკური გაფართოება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 5 გაფართოვება მოხდა, ხუთივეჯერ აღმოსავლეთით.
1999 წელს სამხედრო ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი გაწევრიანდა. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასროლილ იქნენ მეზობელ იუგოსლავიასთან ომში, რომელსაც ნატო 78 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდა და სისხლის გუბეებით გაავსო მთელი ქვეყანა.
იმავე წელს ვაშინგტონის სამიტზე ახალი სტრატეგიული კონცეპტი იქნა მიღებული, რომელიც ნატოს უფლებას აძლევდა არამხოლოდ თავი დაეცვა, არამედ თავსდასხმითაც დაკავებულიყო და საკუთარი საზღვრებს მიღმა ჩაეტარებინა ოპერაციები.
2 წლის შემდეგ, 2001 წელს ნატოს ჯარები თავს დაესხა ავღანეთს. რით დამთავრდა ეს დამანგრეველი 20 წლიანი სამხედრო ავანტიურა, სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ამერიკული თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლობით ტოვებდნენ ქვეყანას; ბედის ამარა მიგდებული ავღანელები აეროპორტის ასაფრენ ზოლზე თავგანწირულად მისდევდნენ თვითმფრინავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითმრინავის ფრთებზე აბობღდა და რამდენიმე წამში ტრაგიკულად დაიღუპა.
ნატოს გაფართოება წლების მიხედვით
2004 წელს ნატომ თავის რიგებში ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი მიიღო. მათ მოყვა ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, 2017 წელს ჩერნოგორია, ხოლო 2020-ში ჩრდილოეთ მაკედონია.
2005 წლიდან დაწყებული ნატოს და უკრაინის თანამშრომლობა დაჩქარებული დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა. 2008 წელს ალიანსმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ განევითარებინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ამ მიმართულებით სვლამ ახალი ბიძგი ევრომაიდანის შემდეგ მიიღო. ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული კურსი უკრაინის კონსტიტუციით გამყარდა 2019 წელს და ქვეყანამ მიიღო ‘’გაფართოებული შესაძლებლობების პარტიორის’’ სტატუსი. იგივე სტატუსი გააჩნიათ ავსტრალიას, საქართველოს, იორდანიას, ფინეთს და შვედეთს.
საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაბამიდან დაიწყო. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.
დღესდღეობით, ნატო 2030 დღის წესრიგის თანახმად სამხედრო ალიანსი აზიაში მიემართება, სადაც აშშ ჩინეთთან შეტაკებისთვის ემზადება, რომლის არნახული ეკონომიკური ზრდა ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულს მოასწავებს აშშ-ის ჰეგემონიური ლიდერობით.
ნატოს გაფართოების პოლიტიკას რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეაქვს, აშშ-ის ოფიციალური პირებიც აღიარებენ. თვით ჯორჯ კენანმა, ამერიკელმა დიპლომატმა და «ცივი ომის ერთ-ერთმა არქიტექტორმა» ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ამერიკული პოლიტიკის «ყველაზე საბედისწერო შეცდომა უწოდა» ცივი ომის შემდეგ და ივარაუდა, რომ ის ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტულ განწყობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს რუსეთში.
ობამას და ბუშის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი აღიარებს, რომ ნატოს გაფართოებამ «რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა». იმავე აზრზეა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. მან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას «აგრესეიული» უწოდა და ნატოს გაფართოება და აშშ-ის მიერ «ფერადი რევოლუციების» მხარდაჭერა გააკრიტიკა.
ნატოს აპოლოგეტები ხშირად იყენებენ ლირიკას დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანების უფლებებზე, რასაც მათი თქმით სამხედრო ალიანსი უზრუნველყოფს საკუთარი წევრების მოქალაქეებისთვის. როგორ ეხამება ეს ავტოკრატიული თურქეთის წევრობას ნატოში, ნავთობის ომებს, რომელთა მსხვეროლი პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამას უკვე აღარ აზუსტებენ ევროატრანტიკური ბლოკის მეხოტბეები.
1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება
ნატო – ეს არაა უფლედამცველი ორგანიზაცია. ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ატომური იარაღით და სხვა გამანადგურებელი ტექნიკითაა აღჭურვილი, ექსპანსიურად მოქმედებს და მთავარი ინვესტორის, აშშ-ის ინტერესებთთან სუბორდინაციაშია. ამ მილიტარისტული გაერთიანების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინტერესები დაიცვას, ამავდროულად იმპერიის სამხედრო ავანტიურებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება აშშ-ის პარტიორებზე ხდება ალიანსის ფარგლებში.
იქედან გამომდინარე, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა წევრზე თავდასხმად, აღნიშნული ბლოკის ექსპანსია კვებავს არა მხოლოდ რეგიონალურ კონფლიქტებს, არამედ მსოფლიოს ომის გლობალურ საფრთხეს. ყოველი ახალი ქვეყნის წევრობასსთან ერთად ნატო საზღვრები ფართოვდება და უახლოვდება კონკურენტების ტერიტორიებს.
სუვერენიტეტის გაგება გულისხმობს, რომ სუვერენულ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს ინტიმურ პოლიტიკურ კავშირს. თუმცა ნებისმიერი მსგავსი გადანაცვლება რეალურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხდება, რაც სხვადასხვა სუბიექტების ინტერესების ერთობლიობაა. ეს ინტერესები ერთმანეთზე მოქმედებს და ვერ იქნება იგნორირებული ფრთოსანი ფრაზების და ლამაზი თეორიების გამო.
სუვერენიტეტის არსის პატივისცემის მიუეხედავად, დასავლეთის ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი თანხმდება იმაზე, რომ მექსიკა მაგილითად სამხედრო ბლოკში ვერ შევა ჩინეთთან ან რუსეთთან, რადგანაც ეს გამოიწვევს კონფლიქტს აშშ-სთან. ანალოგურად უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა ნატოს საკითხთან მიმართებაში.
საერთაშორისო ურთიერთობები არ არის თვითმავალი პროცესი. ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა კი გულისხმობს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. ინტერესების ბალანსი ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რაც სხვადასხვა პირობების წამოყენების საშუალებას იძლევა.
ცხადია, რომ უკრაინისთვის ერთადერთი სცენარი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მას ორ იმპერიას შორის ამყოფებს, უბლოკო სტატუსია, ანუ სხვანაირად სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტმა უკრაინისთვის საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. 2014 წლამდე, მაიდანის ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომლის შემდეგადაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფი სვლა, უკრაინას ტერიტორიები არ დაუკარგავს, უკრაინელები ომში არ დახოცილან.
ბრიტანულ არქივში აღმოჩენილია დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დასავლური ქვეყნები 1989-1991 წლების მოლაპარაკებებზე საბჭოთა კავშირს დაპირდნენ ნატოს არგაფართოების შესახებ, აღნიშნავს გერმანულ ჟურნალი Spiegel. გორბაჩოვმა გდრ და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნები წინააღმდეგობის გარეშე დათმო. სანაცვლოდ ამერიკელები და ევროპელები გეგმავდნენ ნატოს გარდაქმნას სამშვიდობო სტრუქტურად.
რუსეთი ათწლეულობის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასავლეთის მიერ მიცემული დაპირების დარღვევაა, რაც ბერლინის კედლის რღვევის შემდეგ იქნა მიცემული. და ახლა ამოტივტივდა დოკუმენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.
რამდენიმე კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თავი თავდაჯერებულად ეკავა. ნორვეგიელმა დამაჯერებლად უპასუხა Spiegel-ის კითხვას, ჰქონდა თუ არ მიცემული ნატოს დაპირება აღმოსავლეთით არგაფართოებაზე. სტოლტენბერგმა მტკიცდ უპასუხა: ”ეს უბრალოდ ტყუილია”. ასეთი დაპირება არასდროს არ გაცემულა, მსგავს კულუარულ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ეს უბრალოდ სიყალბეა”.
სტოლტენბერგის მსგავსად სიტუაციას ანალოგიურად ხედავს დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი, სამხედრო და ჟურნალისტი. ეს საერთო პოზიციაა: 1999 წელს პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და შემდეგ სხვა აღამოსავლეთევროპული ქვეყნების მიღება ნატოში თითქოს არ ეწინააღდეგებოდა მოსკოვთან შეთანხმებას ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ 1989 წელს. ეს საერთო პოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი პუტინი ნებისმიერი საბაბით იმეორებს, რომ დასავლეთმა მისი ქვეყანა მოატყუა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. რადგანაც ამას ამტკიცებს პუტინი, ვინ მოისურვებს დასავლეთში დაადანაშაულონ იმაში, რომ ის ”პუტინის პროპაგანდის” დამხმარეა?
და მაინც: სტოლტენბერგის პოზიცია შეკითხვებს იწვევს. ამაზე მოწმობს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში მოძიებული დოკუმენტიც. ეს დოკუმენტი ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოშუა შიფრინზონმა გამოჩხრიკა, ამასთან ერთად აღნიშნული საბუთი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში საუბარია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი პირების შეხვედრაზე 1991 წლის 6 მარტს ბონში.
შეხვედრის თემა პოლონეთის და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იყო. გდრ და ფრგ გაერთიანდნენ შეხვედრამდე 5 თვით ადრე. უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვარშავაში და ბუდაპეშტში პოლიტიკოსები გამოხატავდნენ ინტერესს დასავლურ ქვეყნებთან კავშირის თაობაზე. აღმოჩენილი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ იმ დროს ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები იყვნენ საერთო პოზიციაზე: ნატოში აღმოსავლეთევროპული ქვეყნების წევრობა – ”მიუღებელია”.
განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს გერმანიის წარმომადგენლის იურგენ ჰრობოგის შენიშვნა ზემოთხსენებულ დოკუმენტში:
”ნატო არ გაფართოვდება ელბას მეორე მხარეს. ამიტომაც ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს ნატოს წევრობა შევთავაზოთ.
შეგახსენებთ, რომ 2+4 მოლაპარაკებები გამართული იყო ფრგ-ს და გდრ-ს და II მსოფლიო ომში გამარჯვებულ 4 წამყვან ქვეყანას შორის (საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი)
ჯერ კიდევ 1993 წელს, პუტინის რეჟიმის შექმნამდე დიდი ხნით ადრე რუსები აღნიშნავდნენ, რომ უეცრად გაჟღერებული გეგმები ნატოს გაფართოების შესახებ ეწინააღმდეგებოდა 2+4 მოლაპარაკებების სულისკვეთებას და ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ დოკუმენტს. დოკუმენტიდან გამომდინარე, რუსები საწინააღმდეგო აზრის მტკიცებისას 1991 წლისს ოფიციალურ დასტურს ეყრდნობოდნენ ფრგ-ს ხელმძღვენელობისგან – კანცლერ ჰელმუტ კოლისგან და ჰანს-დიტრიხ გენშერისგან.
ამერიკელებიც ანოლოგიურად უყურებდნენ 1991 წლის სიტუაციას, როგორი დამოკიდებულებაც დღეს პუტინს გააჩნია – დაუშვებელია ნატოს გაფართოება. თუ დოკუმენტს დავუჯერებთ აშშ-ის წარმომადგენელი რაიმონდ ზაიცი გერმანელ კოლეგას ჰრობოგს დაეთანხმა და თქვა:
”ჩვენ მყარად დავარწმუნეთ საბჭოთა კავშირი 2+4 მოლაპარაკებებზე და სხვა შეხვედრებზე, რომ არ ვაპირებთ არანაირი სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარების უკან დახევით აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით – არც ფორმალურად, არც არაფორმალურად.”
ამის მიუხედავად, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ დასავლეთმა ხელი არ მოაწერა კრემლთან იურიდიულ დოკუმენტს, რომელსაც სავალდებულო ხასიათი ექნებოდა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავდა. ეტყობა იმ მოლაპარაკებების მონაწილეები კეთილსინდისიერად მოქმედებნენ. გორბაჩოვის დაპირების შემდეგ საბჭოთა კავშირი დემოკრატიულად გარდაესახა, იმპერია აღმოსავლეთით რეფორმებისთვის მზად ჩანდა, გორბაჩოვმა ასევე აღნიშნა მზაობა საბჭოთა კავშირის ნატოში გაწევრიანების საკითხი განეხილა. საპასუხოდ კოლს, გენშერს და სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს რეალურად სურდათ ნატოს რეფორმირება, სამხედრო ბლოკიდან მისი გარდაქმნა პოლიტიკურ ალიანსად და სერიოზულად გაეთვალისწინებინათ კრემლის ინტერესები. ნავარაუდები იყო, რომ აღმოსავლეთით გაფართოებით ნატო კონფლიქტამდე არ მივიდოდა.
რიჩარდ საკვა რუსეთის და ევროპული პოლიტიკის პროფესორია კენტის უნივერსისტეტში. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამორჩეული ინგლისურენოვანი სპეციალისტია და მისი ანალიზის გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. მისმა ბოლო წიგნმა უკრაინის საკითხის გარშემო ”უკრაინის ფრონტის ხაზი’[Frontline Ukraine: Crisis in the Borderlands] საკმაოდ მაღალი შეფასებები მოიპოვა დასავლურ ინტელექტუალურ წრეებში.
რიჩარდ საკვა
დასავლეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ, რომ უკრაინაში მეტი იარაღი გააგზავნონ – ეს შეიარაღების გაზრდა მხოლოდ გააღვივებს ისედაც შესაძლო კატასტროფულ დაპირისპირებას. სინამდვილეში ჩვენ გვესაჭიროება რეგიონში მშვიდობის დამყარების სრულფასოვანი გეგმა.
ბოლო კვირებში დასავლური მედია 1930-იანი წლების ყველასთვის კარგად ნაცნობ მოვლენებს დაუბრუნდა, რომ ახსნას რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო „ცხელი ომის“ შედეგები. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა განმარტებულია საჭიროებით, რომ არ მოხდეს რუსეთის მორიგი „დაშოშმინება“; ხოლო კიევის უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში მიჩნეულია, როგორც ეროვნული გადარჩენის საკითხი.
”უკრაინის ფრონტის ხაზი: კონფლიქტი მოსაზღვრე მიწაზე”-ს ავტორი, პროფესორი რიჩარდ საკვა რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ბევრად უფრო რთულ სურათს ხატავს. მისი აზრით, უკრაინული საზოგადოება დღემდე დაპირისპირებაში იმყოფება ორ ძალას შორის:პლურალისტურ ბანაკს, რომელიც ქვეყნის განვითარებას უფრო კომპლექსურად ხედავს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ნაციონალისტურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის მოსაზრებების ერთგულნი არიან.
2014 წლის მაიდანის პროტესტები, სამხედრო კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მხოლოდ გააღვივა ეს დაყოფა. თუმცა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც მხარე დაუჭირა მინსკის II ხელშეკრულებას და ნორმანდიის ფორმატს, რომელთა მიზანი მაინც კონფლიქტის ჩაცხრობაა; გარდა ამისა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატებს, მათ შორის 2019 წელს საპრეზიდენტო კანდიდატს ვლადიმირ ზელენსკის, რომლებიც პროცესების დარეგულირების მომხრენი იყვნენ და არიან. თუმცა, საკვას აზრით, ხმაურიანი ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა აწარმოებს „ტყვედ აყვანის“ პოლიტიკას, რაც აგრეთვე ასაზრდოებს მკაცრი და უხეში პოლიტიკის მიმდევრებს მოსკოვში.
ჟურნალისტი |დასავლურ მედიაში უკრაინაში ფაქტიურად წარმოჩენილი, როგორც რუსეთის ანტიპოდი, მასთან სრულად დაპირისპირებული მხარე. გაზეთ Times-ს თანახმად, „უკრაინელები მზად არიან გაგლიჯონ რუსები შიშველი ხელებით“. მეტიც, 2008 წლის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ზოგადად მიღებულია, რომ უკრაინელებს სურთ ამ ალიანსში გაწევრიანება, რასაც ხელს სწორედ რომ რუსეთი უშლის. რა სამხილები არსებობს ამასთან დაკავშირებით?
რიჩარდ საკვა | ამაზე საუბრისთვის ჩვენ კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა გავეშუროთ, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, რომელზეც საქართველოც და უკრაინაც დაპატიჟებულნი იყვნენ ალიანსში. საუბარია იმაზე, თუ როგორ იყო განმარტებული უკრაინული პოლიტიკა წლების განმავლობაში მისი ევროპული არჩევანის თვალსაზრისით; არჩევანი, რომელიც მუდამ იყო სადავო არსებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, რადგან უკრაინული საზოგადოება ყოველთვის გაყოფილი იყო. უდავოა, რომ ქვეყნის დასავლეთს, გალიციურ ელემენტს, მართლაც სურს დასავლეთთან შეერთება და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა.
პოსტკოლონიალურობა, თუ ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენს შემთხვევაში, გულისხმობს ჰიბრიდულობას, მაგალითად, ლინგვისტურ და კულტურულ დონეებზე; ხოლო, კულტურული სეპარატიზმის თანახმად, ყოფილ მეტროპოლიასთან ყველა კავშირი უნდა იყოს გაწყვეტილი. ამის ფონზე, უკრაინის სამხრეთი და აღმოსავლეთი უფრო მიდრეკილია სწორედ რომ ჰიბრიდულობისკენ და სურთ, რომ ახლო კავშირები შეინარჩუნონ რუსეთთან. აქედან გამომდინარე ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერი არიან კულტურის, ისტორიის, შერეული ქორწინებების და სხვა ფაქტორების თვალსაზრისით არ არის უსაფუძვლო; მას არასდროს უთქვამს, რომ ისინი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენენ – ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
მე ვიმოგზაურე დონბასში 2008 წელს და ყველგან შენობებზე ეწერა „არა ნატოს“. ამ დროს კი ვიკილიქსის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაჟონილი 2010-2011 წლების საბუთების თანახმად, ამერიკის ელჩი კიევში აგზავნიდა დეპეშებს შეტყობინებებით, რომ მთელ უკრაინას სასწრაფოდ სურდა ნატო-ში გაწევრიანება; ეს მოსაზრება დასაბამიდანვე იყო მცდარი და ხელოვნური; რუსეთი კი წარმოჩენილი იყო, როგორ მუხრუჭი ამ სურვილების, რაც არღვევდა ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და მას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევდა.
დღევანდელი გამოკითხვები ამას ადასტურებს, რომ ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. ჯერარდ ტოლმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა გამაოგნებლად მაღალი რაოდენობა, მოსახლეობის სადღაც 30% ან 40%, გამოთქვამს რუსეთთან ახლო ურთიერთობების სურვილს; და ეს, ყირიმისა და დონბასის გამოკლებით. ზოგიერთს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლაც კი სურს. ეს არის ის, რასაც ზბიგნევ ბჟეზინსკი, იქამდე კი სამუელ ჰანტინგტონი უწოდებდა გახლეჩილ, გაყოფილ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მცდარია იმ დასკვნის გაკეთება, რომ უკრაინაში ყველა განურჩევლად მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა, ეს მოსაზრება თავს იქნა მოხვეული განსაკუთრებით 2014 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში ნეო-ნაციონალისტური მთავრობა მოვიდა.
ჟურნალისტი | ვლადიმირ იჟჩენკოს ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1990-იან წლებში ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ძალიან დაბალი იყო; შემდეგ იგი გაიზარდა და 2014 წლის ომის შემდეგ, ლოგიკურად, მხოლოდ უნდა გამყარებულიყო. თუმცა, 2019 წელს ვლადიმირ ზელენსკის არჩევით, რომელიც მხარს უჭერდა მინსკი II-ის ხელშეკრულებას, ომის პარტია დამარცხდა და უნდა მომხდარიყო მოვლენების დაშოშმინება. რატომ ვერ მოხერხდა ეს ცხოვრებაში?
რიჩარდ საკვა | დიახ, ზელენსკი არჩეულ იქნა, როგორც მშვიდობის კანდიდატი. თუმცა, მე გავბედავ და ვიტყვი, რომ 2014 წელს, როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს – ისიც მშვიდობის კანდიდატი იყო, ოლიგარქი ახლო კავშირებით რუსეთთან და ა.შ. თუმცა, ვერცერთმა ვერ შეძლო ვითარების დაშოშმინება.
2019 წლის დეკემბერში ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ გერმანია, უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მხრიდან იყო ხელშეკრულების იმპლიმენტაციის სურვილი. თუმცა, უკვე ამ მომენტისთვის ხალხმა დაიწყო შეკრება მაიდანზე და იმის გაცხადება, რომ ისინი არ მიიღებდნენ მინსკი II-ის ხელშეკრულების დანერგვის ნებისმიერ ფორმატს, რომელიც იგულისხმებდა დონბასისთვის ფართო უფლებების (ავტონომიის) მინიჭებას.
შესაბამისად, პირველი მიზეზი არის კარგად მობილიზებული ულტრა-მემარჯვენე უმცირესობა, რომელსაც მოსახლეობა ტყვედ ჰყავს აყვანილი (ტყვედ აყვანის პოლიტიკა). მეორე, ეს უმცირესობა მხარდაჭერილია გეოპოლიტიკურად დასავლური ძალების მიერ, რასაც მე ვუწოდებ ატლანტიკური ძალის სისტემას; ამ უმცირესობის ბნელ მხარეებზე, როგორც წესი, დუმან ხოლმე. თუმცა, აქ საუბარია არა მხოლოდ ნატო-ზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც არ მისდევს გაცხადებულ ღირებულებებს.
ზელენსკი პოროშენკოზე უარესი გამოდგა, როდესაც საუბარია რუსულენოვანი კულტურის და მედია ინსტიტუტების დაკნინებაზე; მეტიც, ისტორიის დამახინჯებულ აღქმაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შიდა და გარე ფაქტორები შეირწყნენ ისე, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის თხრობა ახლა დომინანტია. თუმცა, უკრაინა დღემდე რჩება გახლეჩილ ერად.
სინამდვილეში, უკრაინელები მეტად მშვიდობიანი ერია. სწორედ ამიტომ არის ეს კატასტროფა, რომ ჩვენ საუბრობთ კონფლიქტსა და ომზე. თუმცა, ეს ყველაფერი უფრო დიდი სურათის – მეორე ”ცივი ომის” ნაწილია. და თუ ეს მართლაც ”ცივი ომია”, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვმართოთ კრიზისი. მე ვამტკიცებ, რომ ჩვენ დღეს ნელ-ნელა ვუახლოვდებით კუბის რაკეტების კრიზისს. 1962 წლის ოქტომბერში ის მშვიდობიანი გზით იყო განმუხტული. იუპიტერის რაკეტები მოშორებული იქნა თურქეთიდან, საბჭოთა კავშირმაც წაიღო საკუთარი შეიარაღება და აშშ-მა კუბაში შეჭრისგან თავი შეიკავა.
სწორედ ამას ითხოვს პუტინი, აქამდე ითხოვდა ბორის ელცინი და ამაზე მსჯელობდა მიხეილ გორბაჩოვი, როდესაც ამბობდა, რომ ატლანტიკური სამხედრო უსაფრთხოების სისტემის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იყო დაუშვებელი. შესაბამისად, ეს თემა უკვე ბოლო 30 წელი აქტუალურია. 2018 წელს პუტინმა ერისადმი მიძღვნილ სიტყვაში, როდესაც სუპერ სწრაფ რაკეტებზე ისაუბრა განაცხადა, რომ „თქვენ ჩვენ არ მოგვისმინეთ მაშინ, მაშ მოგვისმინეთ ახლა“. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით.
თუმცა, ეს მაინც არ ცვლის იმ რეალობას, რომ უკრაინული საზოგადოება არის გახლეჩილი. ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს მშვიდობის მომხრე უდიდესი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეზეა დასავლეთის მიერ მოკლევადიანი გეოპოლიტიკურ სარგებლისთვის მხარდაჭერილი უკრაინული საზოგადოების ყველაზე ცუდი ელემენტები. სულ რაღაც ახლახან უკრაინა ნეიტრალიტეტის ერთგული იყო.
თუ ირლანდია არის ნეიტრალური, თუ ავსტრია არის ნეიტრალური, თუ ფინეთი არის ნეიტრალური, რატომ არ შეუძლია უკრაინას იყოს ნეიტრალური, თუ ამის რეალური წინაპირობა უშუალოდ ქვეყნის შიგნითაც არსებობს?! ეს ხომ იყო სახელმწიფო პოლიტიკა 2014 წლამდე, როდესაც ნეო-ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება.
ჟურნალისტი | მოვლენების გაჟღერებისას ზოგიერთი იყენებს მიხეილ გორბაჩოვის სიტყვებს, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა განხილული ცივი ომის დასრულებისას. ამით, ისინი ცდილობენ უარყონ რუსეთის მტკიცება, რომ „პირობა იყო დადებული, თუმცა არ შესრულდა“. თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ამ პოსტ-ცივი ომისეულ გაფართოებაში არ იგულისხმებოდა რუსეთი, რაც აპრიორი მთელ პროცესს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად წარმოაჩენდა. რამდენად სერიოზულად შეიძლება იყოს აღქმული გორბაჩოვის, შემდეგ ელცინისა და პუტინის მიერ გაკეთებული შემოთავაზება „დიდი ევროპის“ შესახებ, რამაც უნდა ჩაანაცვლოს მეორე ”ცივი ომი”?
რიჩარდ საკვა | ეს არ არის უბრალოდ გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის იდეა; ეს არის გოლისტური [რედ. შარლ დე გოლის სახელიდან] მოსაზრება, რომ ევროპამ საკუთარი ბედი უნდა აკონტროლოს. ფრანსუა მიტერანი აგრეთვე საუბრობდა ევროპის კონფედერაციაზე.
გორბაჩოვმა ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს არგაფართოებაზე დაპირებები არ იყო გაცემული და დღემდე გაუგებარია რატომ იცრუა. 2017 წელს, ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გავიგეთ, რომ ათობით დასავლეთის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა გერმანიის მიღმა. ეს უდავოა. ეს არის არნახული პროპაგანდისტული ომის შედეგი, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაფლულნი; დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირება არ იყო გაცემული.
მიხაილ გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას ჰანს დიტრიხ გენშერთან და ჰელმუტ კოლთან ერთად. რუსეთი, 1990 წელი, 15 ივლისი
ცივი ომის მიწურულს მაგიდაზე ორი მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი იდო და ორივე კარგი იყო. დასავლური „გაერთიანებული და თავისუფალი ევროპა”. მის საპირწონედ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული „საერთო ევროპული სახლი“. პრობლემა ნატო-ს გაფართოებაშიც კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამ პროცესში უგულველყოფილი იყო რუსეთის უსაფრთხოების საკითხები.
„საერთო ევროპული სახლი“ არის ერთადერთი სწორი არჩევანი. ხალხს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მე არა. მეტიც, რუსეთშიც კი ბევრი ადამიანია ლიბერალებს შორის და აგრეთვე კონსერვატორებშიც, რომლებიც დაეთანხმებიან ამ იდეას. საკითხავია, თუ რა ფორმით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. გორბაჩოვს და სხვებს სურდათ, რომ ეუთო გადაქცეულიყო უსაფრთხოების საკითხებზე მთავარ ორგანოდ, ხოლო უშიშროების საბჭოს რეგიონალურ დონეზე გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მისია შეესრულებინა; ამ ორ ორგანოს უნდა გადაეწყვიტა მნიშვნელოვანი საკითხები. მერე უკვე ნატოს შეეძლო გაფართოება. ბევრის აზრით, ეს კარგი ხედვაა. ნატო შეაფერხებს პატარა ქვეყნებს ერთმანეთში ომის წარმოებისგან და, იმედია, შეაკავებს თურქეთსა და საბერძნეთს.
თუმცა, რუსეთი უნდა გახდეს უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. 1997 წელს ჩამოყალიბდა ნატო-რუსეთის მუდმივი ერთიანი საბჭო და შემდეგში 2002 წელს ნატო-რუსეთის საბჭო, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო მიზანზე ორიენტირებული. უდავოა, რომ 2018 წლიდან პუტინმა და მისმა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „გვეყო! ჩვენ ვეღარ ვენდობით დასავლეთს, ისინი ჩვენს საზღვარს უახლოვდებიან“. და აქ არ იგულისხმება უბრალოდ ნატო, არამედ ანტი-ბალისტიკური დანადგარები რუმინეთსა და პოლონეთში, აგრეთვე MK-41 Aegis Ashore. შესაბამისად, როდესაც ბომბდამშენი B-52, რომელსაც შეუძლია ატომური შეიარაღების გადაზიდვა, საზღვრის გასწვრივ დაფრინავს და უსასრულოდ შავ ზღვაში შედიან სამხედრო გემები, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა. ყველაზე სახიფათო ამ მეორე ”ცივ ომში” კი ის არის, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით დასავლეთში, თუ რაოდენ საშიშ ვითარებაში ვიმყოფებით.
ჟურნალისტი | ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა არარის მონოლითური და ზოგიერთ ძალას სურს რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუმცა, იგივე შეიძლება უშუალოდ რუსეთზეც ითქვას. თუ გვერდზე გადავდებთ ალექსეი ნავალნის მიერ Time-სთვის გაკეთებულ კომენტარებს, რომლებშიც ის აკრიტიკებს დასავლეთს, რომ მან ქვეყანა პუტინს ჩააბარა და რომ ის პუტინის თამაშს თამაშობს, არსებობენ სხვა ოპოზიციონერებიც; ისინი უყურებენ ამ საკითხს განსხვავებულად და აგრეთვე აკრიტიკებენ პუტინს უკვე არა ლიბერალური და პრო-დასავლური თვალსაზრისით. როგორ უნდა შევაფასოთ მოსაზრება, რომ პუტინი მიზანმიმართულად იყენებს არსებულ მდგომარეობას, მათ შორის გაზზე ფასების გაზრდით, რომ მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია კონფლიქტის შიშით?
რიჩარდ საკვა | ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტი არის ის, რომ რუსეთში საკუთარი სისუსტის ფონზე ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს დასავლეთის გამოყენებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. კვლევები არჩვენებს, რომ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ყოფნისას ნავალნის მხარდაჭერა 1-2%-ის ფარგლებში იყო და ახლაც იგივე რეალობაა მისი ცნობადობის მიუხედავად. ადგილობრივი ოპოზიცია გაჭედილია ამ მავნებლურ ჩაკეტილ წრეში, როდესაც მათ მიმართ ცივი ომის პერიოდის ტერმინები გამოიყენება, როგორიც არის „მეხუთე კოლონა“, „დივერსანტები“; და ეს იმ დროს, როდესაც ისინი უბრალოდ ითხოვენ კონსტიტუციური უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა უფლებებს. ისინი დასავლეთთან სახიფათო თამაშს თამაშობენ.
თუმცა, რუსების აზრი ომისადმი არ არის დადებითი – პირიქით. იგივე ხდება უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ეს ომის წყურვილის შესახებ მოსაზრება მხოლოდ დასავლეთშია გავრცელებული. უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ერია, ისევე, როგორც რუსები.
ყველაზე მცდარი აზრი, რომელიც ეხება პუტინს არის ის, რომ იგი მიზანმიმართულად აწარმოებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომ მოახდინოს მოსახლეობის შიდა კონსოლიდაცია. სინამდვილეში, დიახ, მისი რეიტინგი კი დავარდა, თუმცა იგი დღემდე გამაოგნებელ დონეზეა (65%) იმ ადამიანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელი იმყოფება. მე არ მივეკუთვნები ჯონ მირშაიმერის მსგავსად თავდასხმითი რეალიზმის მიმდევარს, რომელსაც მიაჩნია, რომ საშინაო პოლიტიკას არ აქვს ზეგავლენა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების თემებზე, თუმცა ფრიად მესიმპატიურება ასეთი მოსაზრება.
მე ყოველთვის ვიცავდი რუსეთში „დანაწევრიანებული“ პოლიტიკის შეხედულებას: ქვეყანაში განსხვავებული შეხედულებების და მოსაზრებების არსებობის აზრს, როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მმართველ ელიტებში. და როგორც მე მესმის, 2019 წლის გაზაფხულიდან კრემლში არსებულმა მმართველმა ელიტამ და ე.წ. პრაგმატიკოსებმა პოზიციები დაკარგეს. ფაქტიურად ხისტი პოლიტიკის მიმდევრებმა განაცხადეს „მორჩა, გვეყოფა! ჩვენ დასავლეთი მასხრად გვიგდებს და დროა პასუხი გავცეთ.“ სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გასრესა, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდის მსგავსად, თვითმიყენებული ზიანია. ეს შიდა რეპრესიები არ ამართლებს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ უდავოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის მხრიდან გამოთქმულ უსაფრთხოების პრეტენზიებზე, მაგრამ ამით არ და ვერ მართლდება, მაგალითად, ისეთი ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახურვა, როგორიც არის ‘‘მემორიალი”. ჩემთვის მემორიალის მეტ-ნაკლებად თავისუფალი მუშაობა იყო ქვეყანაში პლურალიზმისა და ღიაობის სივრცის არსებობის მაგალითი. თუმცა, 2019 წლის გაზაფხულის შემდეგ სახელმწიფომ დახურა ეს მიმართულება.
ჟურნალისტი |ბრიტანული მედია ხშირად ყურადღებას აქცევს ჩვენს ვალდებულებას, რომ არ „დავაკმაყოფილოთ“ პუტინის სურვილები. აგრეთვე, გვაქვს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თხრობა მწვანეთა პარტიიდან ანალენა ბერბოკის განცხადებების სახით, რომ ქვეყანას აქვს „ისტორიული ვალდებულება“ დაიცვას ეს სახელმწიფოები. მოსაზრება, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსს ქვეყნებს უნდა ჰქონდათ არჩევანის უფლება და არ იყვნენ მიტოვებულნი ბედის ანაბარას, რასაც პუტინი ითხოვს, საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თხრობის გამოყენება ქმნის ვითარებას, როდესაც კრიტიკის სივრცე აღარ რჩება; იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ხისტ პოლიტიკას, აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ისე, რომ არ იყვნენ დადანაშაულებულნი პუტინის სურვილების „დაკმაყოფილებაში“.
რიჩარდ საკვა | რეალობა, რომელსაც თქვენ შეეხეთ კიდევ უფრო მძიმეა, რადგან პირველი ”ცივი ომის” დროს რაიმე სახის კამათი და დებატი მაინც იყო. მე უკვე აღვნიშნე დე გოლის საფრანგეთი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში იყო ოსტპოლიტიკა, რომელიც 1960-იანი წლებიდან მხარს უჭერდა ჩართულობას. ყველაზე გამაოგნებელი დღეს არის ის სიჩუმე, რომელიც არის ჩვენს მხარეს; ოპოზიციური ბანაკიდან მხოლოდ ერთეულების ხმა ისმის. ერთობ კარგია, როდესაც იგი გაერთიანებულია გააზრებული პოლიტიკის ირგვლივ და არა მავნე, გაუაზრებელი წარმოდგენის, რომელიც მსოფლიოს დამახინჯებულად წარადგენს – დაბეჩავებული უკრაინა რევიზიონისტულად განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ. კარგია, რომ გერმანია ერთგული საკუთარი ისტორიული ვალდებულების, თუმცა, ძალიან საშიშია ამ მიდგომის მისადაგება სრულად განსხვავებული ვითარებისადმი. დღეისთვის ჩართულობის ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გერმანიის ზოგადი მიდგომაა, მათ შორის ჩრდილოეთ ნაკადი 2, უკვე აპრიორი აღქმულია, როგორც პუტინისთვის „კოჭის გაგორება“.
ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს დღევანდელი ვითარების რეალური გააზრება. პუტინს არ სურს საბჭოთა იმპერიის აღორძინება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამ კვირას განაცხადა, რომ პუტინი არის ეთნონაციონალისტი. ამაზე დიდი შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია: დღეს რუსეთში ცხოვრობს 150-ზე მეტი ეროვნების ხალხი. პუტინი გამუდმებით გმობს ეთნონაციონალიზმს; ეს ხომ გაანადგურებს თვით რუსეთს. მაშ, თუ ასეთ მარტივ რაღაცებში დასავლელი პოლიტიკოსები უშვებენ ესოდენ დიდ შეცდომას, ისინი ასეთივე დიდ შეცდომას დაუშვებენ გეოპოლიტიკაშიც.
შესაბამისად, ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო საშიშია, რადგან მხოლოდ ერთეული მამაცი ადამიანი თუ იტყვის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არის მცდარი. მე ვამაყობ იმით, თუ როგორ განვითარდა ”სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის კვინსის ინსტიტუტი” (Quincy Institute for Responsible Statecraft). ამ მცირე ჯგუფიდან სულ რამდენიმეა ამერიკაში, კიდევ უფრო ცოტა დიდ ბრიტანეთში და ახლა ჩრდილი გერმანიასაც მიადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მწვანეთა პარტია მოვიდა. მწვანეები ხომ ფაქტიურად კლინტონისებრივი ინტერვენციონალისტი ლიბერალები არიან [რედ. იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი], რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე ცუდი მსოფლიო წესრიგის ძალას – ”ცივი ომის” პერიოდის ქორებს.
საგარეო პოლიტიკა უნდა ყოველთვის იყოს დაბალანსებული ინტერესებსა და ღირებულებებს შორის. რუსეთის რომ უნდოდეს უბრალოდ უკრაინაში შეჭრა და ადგილობრივი დემოკრატიის განადგურება, მე პირველი დავუჭერდი კიევს მხარს. თუმცა, ეს ასე არ არის. პუტინის ე.წ. რევიზიონიზმს არაფერი საერთო არ აქვს ადოლფ ჰიტლერის პერიოდთან. ეს მუდმივი შედარებები ჰიტლერთან არის უაზრობა. როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა მან ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წევრი გახდებოდა. რუსეთის ელიტები და მთავრობა რაციონალურები არიან. ისინი არ ცდილობენ იმპერიის აღორძინებას. ისინი უბრალოდ ამბობენ „ახლა, ჩვენ კედელთან ვართ მიმწყვდეულები. მოგვისმინეთ.“
პრობლემის მოგვარება ძალზედ მარტივია: უკრაინის ნეიტრალიტეტი. თუმცა, არავინ აღიქვამს ამას სერიოზულად. პუტინი მხარს უჭერდა მინსკი II ხელშეკრულების იმპლიმენტაციას, რაც გულისხმობს დონბასის უკრაინისთვის დაბრუნებას; მაშ, სად არის აქ იმპერიის აღორძინების იდეა? ახლა, დონბასში განსხვავებული აზრის მქონე 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად პუტინმა საკუთარი სამხედრო ნაწილები იმიტომ მოამზადა, რომ უკრაინასაც 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული საზღვარზე; მათ ზურგს უმაგრებს თურქული ”ბაირახტარის” წარმოების უპილოტო მფრინავი აპარატები, რომლებმაც დაამტკიცეს თავისი ეფექტურობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომისას. შესაბამისად, მოსკოვს შეეშინდა, რომ უკრაინას შეეძლო გაემეორებინა ხორვატიის მიერ 1990-იანი წლების შუა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ქარიშხალი, როდესაც იგი თავს დაესხა სერბულ ანკლავებს. ვითარება მძიმეა, მაგრამ საკმაოდ მარტივი და გასაგები.
ჟურნალისტი |ცოტა ხნის წინ თქვენ ეს მდგომარეობა შეადარეთ „კუბის კრიზისს შენელებულ ვარიანტში“. იმ დროს ორივე მხარეს ჰქონდა სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. არსებობს თუ არა ქაც ამის ვარიანტი : ნორმანდიული ფორმატის მორიგი რაუნდი ან მინსკის ხელშეკრულება?
საუბარია ბაიდენ-პუტინის სამიტზე, რომელიც უკვე მომავალ კვირას უნდა ჩატარდეს, რასაც მე მივესალმები. მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერში. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი 50-50-ზეა. მგონი ხალხს არ ესმის თუ რაოდენ გაგვიმართლა 1962 წელს, რადგან შეგნებული ლიდერები გვყავდა; ბოლოს და ბოლოს, იქით მხარეს ჯეკ კენედი და რობერტ კენედი იყვნენ, აგრეთვე ურთიერთკავშირები და ა.შ. მგონი დღეს იგივე ვითარება არ არის, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის დაპირისპირებას. დასავლეთი და, რა თქმა უნდა, ბრიტანელები უბრალოდ იქ რაღაცsებს ფათურობენ და ამით უბრალოდ ხელს უწყობენ დაპირისპირებას; გერმანელებიც კი არ აძლევენ ბრიტანელებს საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას, რომ მიაწოდონ ეკიპირება.
ვფიქრობ ვითარება შეიძლება ორივე მიმართულებით განვითარდეს. რუსებს არ შეუძლიათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედონ, ხოლო დასავლეთი რაიმე გამოსავალს არ სთავაზობს მათ. თუმცა, რაღაც დონის ჩართულობა არის და ეს უკვე კარგია. რაღაც მინიმალური შემოთავაზებების გაკეთებასაც ახერხებენ, რაც აგრეთვე კარგია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ახლა რუსები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ გორბაჩოვის პერიოდის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის, ზოგადად, ევროპაში მშვიდობის დამყარების საკითხებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს არჩევნის უფლება, მაგრამ 1990-იან წლებში დამყარებულმა წესრიგმა ნათელი გახადა, რომ უსაფრთხოების თემები ამის განუყოფელი ნაწილია. რუსები ამბობენ, „ბიჭებო, სად არის ჩვენი უსაფრთხოება? ჩვენ უბრალოდ დაგვივიწყეს.“
ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ომთან. მე არ მგონია, რომ ეს ნიშნავს უკრაინის ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ეს გულისხმობს არტილერიის, საჰაერო დარტყმების და სხვა ხერხების გამოყენებას, რომ უკრაინული ჯარი დასუსტდეს და მოხდეს დასავლეთის მოლაპარაკებებში ჩართულობისკენ იძულება. აქამდე იყო მოძრაობა და ახლა უნდა მოხდეს რაიმე სახის განცხადება, ქმედება. კუბის კრიზისი მოგვარდა ისე, რომ ორივე მხარემ შეინარჩუნა სახე. დღეს ჩვენ აღარ გვყოფნის სახის შენარჩუნება და გვესაჭიროება ქმედითი ნაბიჯები.
ძაღლები ყეფენ, დისკუსიები კი მარქსის პიროვნების და მისი მეცნიერების გარშემო დღითიდღე ახალ მასშტაბს იძენს. მას აქტუალობა არასდროს არ დაუკარგავს, უბრალოდ საქართველოში საბჭოთა კავშირის ნგრევის და ლიბერალური ელიტების ჩამოყალიბების პროცესში მარქსის და მარქსიზმის ხელოვნური დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ ეკონომიკური უთანასწორობის მატებასთან, მასობრივი გაღარიბების ზრდასთან, კაპიტალიზმის ციკლურ კრიზისებთან ერთად მისი პოლიტეკონომიური სწავლების მიმართ ინტერესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მაგნუს ოპუსი ”კაპიტალი” და ”კომუნისტური პარტიის მანიფესტი” ერთ-ერთი ყველა კითხვადი ნაშრომებია, ხოლო თვითონ მარქსი BBC-ის მიერ ჩატარებული ონლაინ გამოკითხვის თანახმად ათასწლეულის მოაზროვნედ დასახელდა.
საინტერესო იქნება კარლ მარქსის და მისი ნაშრომების წვლილის შეფასება კაცობრიობის განვითარების პროცესში, ასე რომ მაქსიმალურად მარტივი და გასაგებით ენით მკითხველს ვთავაზობთ გერმანელი ფილოსოფოსის, ეკონომისტის, რევოლუციონერის და აქტივისტის ფასდაუდებელ ზეგავლენას, რამაც თითქმის თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება გააუმჯობესა.
დღესდღეობით ნათელია, რომ მარქსი პროგრესული რევოლუციონერია და მან ბევრი მოვლენის წინასწარმეტყველება მეტისმეტი სიზუსტით შეძლო, კერძოდ: ის, რომ ძალიან მდიდარი ადამიანების მცირე ჯგუფი მსოფლიო ეკონომიკის მართვის სადავეებთან იქნებოდა, ის რომ კაპიტალიზმი არამდგრადი სისტემაა და ყველას სიკვდილამდე აშინებს თავისი დამანგრეველი ფინანსური კრიზისებით.
მარქსის მემკვიდრეობა კარგად შეიგრძნობა XXI საუკუნეშიც. ადამიანური განვითარების რა ტენდენციები განსაზღვრა წინასწარ ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა და რაში გამოიხატა მისი რევოლუციურობა?
1. მას სურდა, რომ ბავშვებს სკოლაში ევლოთ და განათლება მიეღოთ მუშაობის მაგივრად
დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ცხადზე ცხადი გვგონია, მაგრამ თავის დროზე ბავშვების შრომის ექსპლუატაცია კაპიტალისტური სამყაროს ნორმა იყო. 1848 წელს კარლ მარქსმა ფრიდრიხ ენგელსთან თანაავტორობით გამოსცა ცნობილი ”კომუნისტური პარტიის მანიფესტი”.
ჩვენს დროშიც კი, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველ მეათე ბავშვს მუშაობა უწევს. (2016 წლის მონაცემები)
ბავშვების უმრავლესობამ ქარხნებიდან სკოლებში, რომ გადაინაცვლა მეტწილად სწორედ მარქსის დამსახურებაა. ლინდა უეჰი, რომელიც ავტორია წიგნისა ”ცნობილი ეკონომისტები: როგორ შეიძლება მათი იდეები დაგვეხმაროს დღეს’‘ აღნიშნავს, რომ:
”[კომუნისტური პარტიის მანიფესტის] 10 პუნქტიდან ერთ-ერთი ბავშვების უფასო განათლება და ფაბრიკა-ქარხნებში საბავშვო შრომის გაუქმება იყო.”
მარქსი და ენგელსი არ იყვნენ პირველები, ვინც ბავშვების უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა, თუმცა მარქსისტულმა მოძრაობებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი როლი ითამაშეს ბავშვების გათავისუფლების საქმეში.
2. მას სურდა, რომ ჩვენ თავისუფალი დრო გვქონოდა და ჩვენვე გადაგვეწყვიტა, როგორ გამოვიყენებთ მას
მოგწონთ თუ არა იდეა არ იმუშავოთ 24 საათიის განმავლობაში კვირაში 7 დღე? ან სასადილო შესვენებაზე რას იტყოდით? გსურთ თუ არა სიბერეში პენსიის მიღება?
თუ თქვენ ერთ-ერთ კითხვაზე მაინც გაეცით დადებით პასუხი, მაშინ მადლობა კარლ მარქსს უნდა გადაუხადოთ.
პროფესორი მაიკ სევეჯი ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან აღნიშნავს: ”როდესაც თქვენ გაიძულებენ მუშაობას ბევრი საათის განმავლობაში, მაშინ თქვენ აღარ გაქვთ საკუთარი დრო. თქვენ აღარ ხართ საკუთარი სიცოცხლის განმკარგავი.”
მარქსი წერდა, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უამრავი ადამიანი იძულებულია გაყიდოს ერთადერთი, რაც მათ გააჩნიათ – საკუთარი შრომა (სამუშაო ძალა) ფულის სანაცვლოდ.
მარქსის თანახმად, ეს არასრულფასოვანი გაცვლაა, რასაც მივყავართ ექსპლუატაციამდე და გაუცხოების გრძნობასთან: ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს მან დაკარგა კავშირი საბაზისო ადამიანურ ფასეულობებთან.
მარქსი განიცდიდა მშრომელების ბედს: მას სურდა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, შემოქმედებითები, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ჩვენი პირადი დროის ბატონ-პატრონი.
”მთლიანობაში მარქსი იმ აზრს ანვითარებს, რომ სამსახურმა არ უნდა განსაზღვროს ჩვენი ცხოვრება. ის გულისხმობდა ცხოვრებას, სადაც ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის ნაწილი, სადაც ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, როგორ ვიცხოვროთ. დღეს მსგავსი ცხოვრების სტილი იდეალადაა მიჩნეული, რისკენ უამრავი ადამიანი მიილტვის” – აღნიშნავს სევიჯი.
”მარქსს აქვს ცნობილი ციტატა, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია დილაობით ნადირობა, შუადღეს – თევზაობა, საღამოს – პირუტყვის გამწყემსვა, ხოლო ვახშმის შემდეგ კრიტიკითაც შეიძლება დავკავდეთ. მას სჯეროდა თავისუფლების, ემანსიპაციის და გაუცხოებასთან ბრძოლის აუცილებლობის” – ამბობს მეცნიერი.
3. მას სურდა, რომ ჩვენ მუშაობისგან სიამოვნება მიგვეღო
ჩვენი მუშაობა შეიძლება სიხარულის წყაროდ იქცეს, თუ ადამიანი დაინახავს ”საკუთარ თავს იმ ობიექტებში, რასაც ის ქმნის”.
მუშაობამ შეიძლება მოგვცეს საშუალება ვიყოთ კრეატიულები და დაგვანახოს საუკეთესო, რისი შემძლეც ვართ: იქნება ეს ჩვენი ადამიანური თვისებები, ჭკუა ან უნარები.
მაგრამ თუ თქვენ უინტერესო სამსახური გაქვთ, რაც არ აღძრავს თქვენში არანაირ გრძნობებს, საბოლოოდ თქვენ თავს იგრძნობთ დათრგუნულად და დაჩარგრულად, ასევე გარიყულადაც.
ეს თანამედროვეობის რომელიმე მოტივაციის გურუს, ჯორდან პეტერსონის, ან სილიკონის ველის მეწარმის სიტყვები კი არაა, არამედ XIX საუკუნის შუახანში მოღვაწე მეცნიერისა, რომელიც დროს უსწრებდა. თავის ერთ-ერთ ადრეულ ნაშრომში, 1844 წლის ”ეკონომიკურ-ფილოსოფიურ ხელნაწერებში” მარქსი წარმოგვიდგება, როგორც ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე, რომელმაც სამუშაოსგან კმაყოფილების გრძნობა და კეთილდღეობა დააკავშირა.
ის აღნიშნავს, რომ თუ ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ სამსახურში, მაშინ მისგან რაიმე სიხარულს უნდა ვიღებდეთ სანაცვლოდ. საკუთარი შრომის ნაყოფის გამო სიამაყის გრძნობის დაუფლება აუციელებელია ბედნიერებისთვის – მიიჩნევდა გერმანელი ფილოსოფოსი.
მარქსი იკვლევდა, თუ როგორ მოახერხა კაპიტალიზმმა სიხარბის დევნაში, წარმოების და მოგების ზრდის კვალდაკვალ, სამუშაო პროცესის სპეციალიზება. მაგალითად თუ თქვენ ჭანჭიკების ჭრილებს ამზადებთ მუდმივად, დღეში რამდენიმე ათას ცალს, თქვენთვის შეიძლება არც თუ ისე მარტივი იყოს მუშაობისგან სიამოვნების მიღება.
4. მას სურდა, რომ ხალხი ცვლილებებისკენ მიისწრაფოდეს
თუ თქვენს სოციუმში რაღაც ისე არ მიდის, თუ თქვენ არასამართლიანობის და უთანასწორობის განცდა გაქვთ, თქვენ ხმას იმაღლებთ და ცვლილებებისთვის იწყებთ ბრძოლას. თუმცა XIX საუკუნის ბრიტანეთში ახალი კაპიტალისტური საზოგადოება დაუძლურებულ მუშას შეიძლება ერთადერთ და ურყევ მონოლითად მოჩვენებოდა. მაგრამ კარლ მარქს სჯეროდა ცვლილებების და სხვებსაც მოუწოდებდა ამისკენ. ეს კარგად ჩანს მის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში ”თეზისები ფოიერბახის შესახებ”, სადაც ავტორი ამბობს:
“ფილოსოფოები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ სამყაროს ახსნას, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცვალოს!”
სწორედ ეს ციტატაა დატანებული მარქსის საფლავის ქვაზე ლონდონში
ეპიტაფია მარქსის საფლავზე, ჰაიგეიტის სასაფლაოზე ლონდონში
მარქსის იდეებით შთაგონებული ხალხის საპროტესტო გამოსვლებმა სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი სასარგებლო სოციალური ცვლილება მოიტანა – რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონების მიღება, კლასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლის გაფართოება, მუშათა კლასის სოციალური საკითხების დაყენება დღის წესრიგში და ა.შ
ლონდონში მარქსიზმის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლუის ლინსენი ამბობს: ”საზოგადოების შესაცვლელად რევოლუციაა საჭირო; ჩვენ პროტესტებს ვაწყობთ საზოგადეობის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამ გზით მიაღწიეს წარმატებას ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჯანმრთელობის დაცვის და 8 საათიანი სამუშაო დღის შემოღების მხრივ”
მარქსს ხშირად ფილოსოფოსს ეძახიან, მაგრამ ლუის ნილსენი ამ განსაზღვრებასთან არაა თანახმა. ”მიჩნეულია, რომ მარქსი ფილოსოფოსობდა და სხვადასხვა თეორიებს იგონებდა. მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ მის საქმიანობას, მაშინ დაინახავთ, რომ ის ასევე იყო აქტივისტი: მან დააარსა პირველი ინტერნაციონალი, ღარიბი მუშების დასახმარებელ ბევრ კამპანიაში მონაწილეობდა, რომლებიც გაფიცვებზე საკუთარი უფლებებისთვის გამოდიოდნენ და ა.შ ” – აღნიშნავს ნილსენი.
”მისი ლოზუნგი ”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!” – ნამდვილი მოწოდებაა იარაღის ასასხმელად. მარქსის მემკვიდრეობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გაგვაჩნია უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ტრადიცია. ის მარქსის თეორიას ეფუძნება, თუნდაც დემონსტრანტები საკუთარ თავს მარქსისტებს არ უწოდებდნენ” – დასძენს ნილსენი.
ძნელია ლინსენს არ დაეთანხმო. როგორ მოიპოვეს ქალებმა ხმის მიცემის უფლება? მმართველმა ელიტებმა კი არ გადაწყვიტეს ერთ მშვენიერ დღეს ქალებისთვის ეს უფლება მიენიჭებინათ, არამედ ქალებმა საკუთარი ბრძოლით და ორგანიზებული პროტესტით შეძლეს ამის მიღწევა. როგორ მოიპოვა კაცობრიობამ შაბათ-კვირას დასვენების უფლება? პროფკავშირებმა გაფიცვების და მასობრივი დემონსტრაციების ორგანიზება დაიწყეს. ამგვარი ბრძოლით მიაღწია კაცობრიობამ თითქმის ყველა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრესს.
როგორც ისტორიამ გვიჩვენა მარქსის ბრძოლა სოციალური რეფორმების ლოკომოტივითაა და ეს მრავალჯერ დადასტურდა. 1943 წელს ბრიტანელმა კონსარვატიულმა პოლიტიკოსმა, კვინტინ ჰოგმა თქვა: ”ჩვენ მათ უნდა დავთანხმდეთ რეფორმებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუციას მივიღებთ”
5. ის გვაფრთხილებდა სახელმწიფოს და მსხვილი ბიზნესის დაახლოებაზე და მასმედიისთვის თვალყურის მიდევნებას მოუწოდებდა
რას ფიქრობთ სახელმწიფოების და მსხვილი კორპორაციების მჭიდრო კავშირზე? მოგწონთ თუ არა Facebook-ის, Google-ის და სხვა კომპანიების მიერ მომხმარებლების პირადი ინფორმაციით ვაჭრობა და მანიპულირება?
მარქსმა და ენგელსმა ეს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. რა თქმა უნდა იმ დროისთვის ჯერ არ არსებობდა სოციალური ქსელები, მაგრამ როგორც ბუენოს-აირესის კრიმინილოგიის პროფესორი, ვალერია ვეგ ვაისი იტყობინება, ისინი იყვნენ პირველები, ვინც მსგავსი საფრთხე გაანალიზეს.
”ისინი დეტალურად იკვლევდნენ იმ კავშირებს, რაც იმ დროს არსებობდა მთავრობებს, ბანკებს, ბიზნესს და კოლონიალური სისტემის მთავარ მოთამაშეებს შორის. ასე მათ XV საუკუნემდეც კი ჩააღწიეს.” – ამბობს ვეგ ვაისი.
მარქსი გვაფრთხილებდა, რომ პრესას საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია
”მარქსის და ენგელსის ანალიზის თანახმად თუ პრაქტიკა მოწმობს სახელმწიფოს და ბიზნესის თანაშმრომლობის ეფექტურობაზე, თუნდაც ეს მანკიერი პრაქტიკა იყოს, როგორც მონობის შეთხვევაში, მაშინ ეს უბიძგებს ამ კავშირის შემდგომ გაძლიერებას, როგორც მოხდა კოლონიების გაფართოების სახით.” – აღნიშნავს ვეგ ვაისი.
მარქსის გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი ხედვები პრესასთან მიმართებაში აქტუალურია XXI საუკუნეშიც. მარქსი კარგად ათვიცნობიერებდა პრესის მნიშვნელობას, როდესაც საქმე ეხებოდა საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას. დღეს ბევრი საუბრობს ყალბ ამბებზე, მედიასკანდალებზე, მსხვილი მედია საშუალებების მიკერძოებულობაზე, მაგრამ მარქსი უკვე მაშინ ხვდებოდა ამ საფრთხეებს. ის იკვლევდა სტატიებს, რომლებიც წამყვან გაზეთებში იბეჭდებოდა იმ დროს და შემდგომ დასკვნამდე მივიდა:
წვრილი დანაშაული და კრიმინალური შემთხვევები ღარიბების მონაწილეობით პრესაში საკმაოდ დიდ გამოხმაურებას პოულობდა, მაშინ როდესაც ”თეთრი საყელოების”(ინგლისური სლენგი white–collar, რომელიც გამოიყენება დაქირავებული პროფესიონალის ან განათლებული თანამშრომლის, საოფისე კლერკის აღსანიშნად)მიერ ჩადენილი დანაშაული და პოლიტიკური სკანდალები ან საერთოდ არ შუქდებოდა, ან ძალიან მცირე დოზით.
პრესა საზოგადოების მანიპულირების და დანაწევრების ინსტრუმენტი იყო და ეს ძალიან კარგად შეამჩნია გერმანელმა მოაზროვნემ. მარქსის ანალიზის თანახმად იმდროინდელი პრესა ირლანდიელებს ინგლისელებთან აპირისპირებდა და წერდა, რომ ირლანდიელები ინგლისელებს პარავენ სამუშაო ადგილებს. შავკანიანებს თეთრკანიანების წინააღმდეგ გესლავდნენ, მამაკაცებს ქალების წინააღმდეგ, იმიგრანტებს ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაააღმდეგ. გამოდიოდა რომ საზოგადოების ღარიბი ფენის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ, ხოლო მდიდრები კი წყნარად ცხოვრებას აგრძელებდნენ.
და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მარქსიზმმა კაპიტალიზმს დაასწრო იმ გაგებით, რომ სანამ მსოფლიო კაპიტალიზმის შესახებ გაიგებდა, მან უკვე იცოდა მარქსიზმზე.
ლინდა უეჰის მტკიცებით, ტერმინი ”კაპიტალიზმი” ადამ სმიტის მიერ კი იქნა შემოღებული, რომელსაც დღევანდელი ლიბერალური ეკონომიკის მამად მიიჩნევენ, როდესაც ის ბაზირს ”უხილავ ხელზე” საუბრობდა, არამედ პირველად 1854 წელს გამოჩნდა უილიამ თეკერეის რომანში.
2013 წელს 2 ამერიკელმა ინტელექტუალმა, ნოამ ჩომსკიმ და ანდრე ვლჩეკმა გამოაქვეყნეს საინტერესო და ინფორმატიული ნაშრომი დასავლურ ტერორიზმზე ”On Western Terrorism: From Hiroshima to Drone Warfare”. წიგნს დიალოგის სახე აქვს, სადაც ავტორები მიმოიხილავენ დასავლეთის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებს, პროპაგანდის მეთოდებს, იმპერიალიზმის გამოვლინებებს და სხვა თანმდევ ფაქტორებს. წარმოგიდგენთ ამ წიგნის ვრცელ შესავალს ქართულ ენაზე.
ანდრე ვლჩეკი
II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის კოლონიალური და ნეოკოლონიალური პოლიტიკის შედეგად დედამიწაზე სადღაც 50-იდან 55 მილიონამდე ადამიანი დაუღუპა. ამ შედარებით მოკლე დროის მონაკვეთში კაცობრიობის ისტორიაში ადგილი ჰქონდა ყველაზე დიდ ჟლეტვას. წესისამებრ, ეს ხდებოდა მაღალფარდოვანი ღირებულებების სახელით, როგორიც არის თავისუფლება და დემოკრატია. სულ რამდენიმე ევროპული ერი და ძალაუფლებაში მყოფი ევროპული წარმოშობის მქონე ადამიანები იცავდნენ დასავლურ ინტერესებს; იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც ”მნიშვნელობა” ჰქონდათ დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ხარჯზე. მილიონების ჟლეტვა იყო აღქმული, როგორც გარდაუვალი და გამართლებული; და დასავლეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამაოგნებელ უცოდინრობაში იმყოფებოდა.
იმ 55 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც დასავლეთის მიერ წამოწყებულ ომებს პირდაპირ ემსხვერპლნენ, დამატებით ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ირიბად იგივე დასავლეთის მიერ წაქეზებული გადატრიალებების და კონფლიქტების შედეგად; ისინი დაიღუპნენ სრულ საცოდაობაში, მდუმარედ. და ასეთ გლობალურ მოცემულობას დასავლეთში იშვიათად თუ ვინმე უძალიანდება; მეტიც, მსოფლიოს დაპყრობილ ნაწილშიც კი მას არ გააჩნია რაიმე წინააღმდეგობა. მსოფლიო რა, გაგიჟდა?
სამწუხაროდ, დასავლეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების სია გრძელია. როდესაც კოლუმბი ეწვია დასავლეთ ნახევარსფეროს, იქ ცხოვრობდა ვაჭრობის, ქალაქების და სხვა მახასიათებლების მქონე 80-დან 100 მილიონამდე განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელი. მალევე ამავე მოსახლეობის 95 % გაუჩინარდა. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ეწოდება ბინადრობდა სავარაუდოდ 10 მილიონი ადგილობრივი ინდიელი ამერიკელი; თუმცა, 1900 წლის საყოველთაო აღრიცხვის თანახმად, მხოლოდ 200 000 დარჩა. ეს ყველაფერი კი უგულვებელყოფილია. ანგლო-ამერიკული სამყაროს წამყვან ინტელექტუალურ, მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთებსა და ჟურნალებში ეს უბრალოდ უარყოფილია. ყოველდღიურად და რაიმე კომენტარის გარეშე.
სამედიცინო ჟურნალ ”ლანცეტის” თანახმად, ყოველწლიურად ექვსი მილიონი ბავშვი იღუპება ელემენტალური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო; მომსახურების, რომლის მიწოდებაც ფაქტიურად არ არის რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული. ეს ნაცნობი რიცხვებია. ცუდი კვება და მარტივად სამკურნალო დაავადებები სამხრეთ აფრიკაში ყოველ დღიურად 8000 ბავშვის გარდაცვალების მიზეზად გვევლინებიან: ეს რუანდის დონეა, მაგრამ საუბარი მიდის თითოეულ დღეზე; მარტივად დასრულებად მოვლენაზე.
და ჩვენ ვუახლოვდებით საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს უდიდესი გენოციდი – გარემოს განადგურება. ეს საკითხი კი იშვიათად თუ არის მსჯელობის საგანი; მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით უკან იხევს. დღეისთვის ქვეყანა სრულ ეიფორიაშია, რომელიც დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობასთან. იგი შესაძლოა გარანტირებული იყოს ამერიკისთვის წიაღისეული საწვავის ამოტუმბვის განვითარებული ტექნოლოგიის მეშვეობით შემდეგი ასი წლის განმავლობაში. ენერგოდამოუკიდებლობა კი შესაძლებელს გახდის მომავალ საუკუნეში ქვეყნის ჰეგემონობის შენარჩუნებას, საუდის არაბეთად ჩამოყალიბებას და ა.შ. პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა ამაზე დიდი ენთუზიაზმით მოსახლეობისადმი მიძღვნილ გამოსვლაში 2012 წელს. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამის შესახებ ძალიან საინტერესო და გამამხნევებელ სტატიებში სხვადასხვა დონის და სახის პრესაში. აგრეთვე, შეიძლება წააწყდეთ რაიმე მცირერიცხოვან ნარკვევებს ამ ტექნოლოგიის ბუნებაზე ზეგავლენის კუთხით, კერძოდ, რომ იგი ანადგურებს წყლის მარაგებს, დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას და ა.შ. თუმცა, ამის მიღმა ფაქტიურად არაფერია დაწერილი იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო ასი წლის შემდეგ, თუ ჩვენ სწორედ რომ ამ პოლიტიკით ვიხელმძღვანელებთ. თემა არ არის განხილული. ეს კიდევ ფუნდამენტური პრობლემაა. პრობლემა, რომელიც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ საზოგადოებებში, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული ის, რასაც ჩვენ გარე ფაქტორებს (externalities) ვუწოდებთ. საკითხები, რომლებიც არ არიან რაიმე კონკრეტული ტრანზაქციის ნაწილი, თუმცა სხვებზე ზეგავლენას ახდენენ; და ეს არარის გათვალისწინებული.
ანდრე ვლჩეკი
მე ოკეანიაში რამდენიმე სახელმწიფოს გაქრობის მოწმე ვარ. სამოაში ვცხოვრობდი და რეგიონში ბევრი ვიმოგზაურე. რამდენიმე სახელმწიფო, როგორიც არის ტუვალუ, კირიბატი და კიდევ მარშალის კუნძულები უკვე ფიქრობენ საკუთარი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის შესახებ. ოკეანიაში უკვე არსებობს დაუსახლებელი კუნძულები და ატოლები [რედ. მრგვალი ფორმის კუნძულები], ისევე როგორც მალდივებზე და სხვაგანაც. კირიბატი შესაძლოა გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც გაქრება. მასმედიის თანახმად, ეს სახელმწიფოები იძირებიან. სინამდვილეში ისინი არ იძირებიან, არამედ მოქცევასთან დაკავშირებული ტალღებით ნადგურდებიან; კერძოდ, ფუჭდება საჭმელი და ბინძურდება წყალი. შესაბამისად, ეს კუნძულები იცლებიან მოსახლეობისგან, რადგან სრულად დამოკიდებულები არიან საჭმლიდან დაწყებული სასმელი წყლით დამთავრებული – იმპორტზე.
საინტერესოა, რომ ტუვალუზე მუშაობის პერიოდში მე არ მინახავს იქ უცხოური პრესა. ვნახე იაპონური ჯგუფი, რომელიც რაღაც უაზრობას იღებდა – ე.წ. საპნის ოპერას ფუნაფუტის ატოლზე. მე კიდევ ამ დროს ვფიქრობდი: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, რომელიც შეიძლება პირველი გაქრეს დედამიწის ზურგიდან, რადგან ზღვის დონე იწევს, მაგრამ ამას არავინ აშუქებს!
ნოამ ჩომსკი
ჯორჯ ორუელს ამისთვის ჰქონდა ტერმინი „არაადამიანები“ (ინგ. unpeople). სამყარო დაყოფილია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ გვგვანან და არაადამიანებზე – უმნიშვნელო ადამიანებზე. ორუელი საუბრობდა მომავალ ტოტალიტარულ საზოგადოებაზე, თუმცა ეს შეფასება ჩვენთვისაც შესაბამისია. არის ერთი კარგი ახალგაზრდა ბრიტანელი დიპლომატიის ისტორიკოსი მარკ კურტისი (ინგ. Mark Curtis), რომელიც იყენებს ამ ტერმინს საკუთარ კვლევაში, რომელიც ეხება ბრიტანეთის იმპერიის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში მძარცველობას. ჩვენ არ გვანაღვლებს ასეთი ადამიანების ბედი.
პარალელებია გავლებული ე.წ. ანგლოსფეროში (ინგლისის განშტოებები: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია) მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ უჩვეულო იმპერიალისტურ საზოგადოებებს, რადგან ისინი უბრალოდ კი არ ბატონობდნენ ადგილობრივებზე, არამედ ანადგურებდნენ მათ. მათ დაიპყრეს ადგილობრივების მიწები და დასახლებები, და ძირითადად, მოკლეს იქ მცხოვრები მოსახლეობა. თუმცა, ჩვენ მათზე არ ვფიქრობთ. ჩვენ არ ვკითხულობთ თუ რა ბედი გაიზიარეს წარსულში. სინამდვილეში, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ.
ანდრე ვლჩეკი
ისტორიულად ასეთი ბედი გაიზიარა თითოეულმა ევროპულმა კოლონიამ მსოფლიოს ყველა კუთხეში, რომელიც იმართებოდა ევროპული კოლონიალური იმპერიების მიერ. პირველი საკონცენტრაციო ბანაკები აშენებული იყო არა ფაშისტური გერმანიის მიერ, არამედ ბრიტანეთის იმპერიის ხელით – კენიასა და სამხრეთ აფრიკაში. და, რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტი, რომელიც განახორციელებს გერმანელებმა ევროპელი ებრაელებისა და ბოშების წინააღმდეგ არ იყო პირველი გერმანული ჰოლოკოსტი; ისინი იყვნენ საშინელი ჟლეტვის მონაწილენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილშიც. მაგ მომენტისთვის გერმანიამ უკვე ფაქტიურად ამოწყვიტა ნამიბიაში ჰერეროს ტომი. ეს ფაქტები იშვიათად თუ განიხილება ამ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში. ამ დანაშაულის მიღმა არანაირი საჭიროება და ლოგიკა არ იდგა; ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი ჩვეულებრივ და სრულფასოვან ზიზღს.
დიდი ბრიტანელების საკონცენტრაციო ბანაკი კენიაში
თუმცა, თუ ყურს დავუგდებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში ძალიან ბევრი ევროპელის ჩივილს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ზოგადად რაციონალური, ფილოსოფიური და მშვიდობისმყოფელი გერმანია ასე გაგიჟდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მიყენებული ეკონომიკური შეურაცხყოფის გამო; მეტიც, რომ არავინ ელოდა ესოდენ კეთილი ერისგან ასეთ აგრესიას. თუმცა, ამ მოსაზრებას შეიძლება დავეთანხმოთ, თუ დავუშვებთ, რომ ჰერეროს მოსახლეობა, სამოელები და მაპუხე ინდიელები არ იყვნენ ადამიანები; თუ დავივიწყებთ გერმანიის კოლონიალურ ისტორიას დანარჩენ აფრიკაში.
ნოამ ჩომსკი
ჰოლოკოსტის პერიოდშიც კი ბოშებს ისევე ეპყრობოდნენ, როგორც ებრაელებს. თუმცა, არც ეს ფაქტია ხშირად გაჟღერებული. არც ბოშების დევნა არის აღიარებული ამ დონეზე. მაგალითად, 2010 საფრანგეთის მთავრობამ მიიღო ადგილობრივი ბოშების რუმინეთში გაძევების გადაწყვეტილება, რამაც ისინი სიღატაკესა და ტერორში ჩააგდო. შეგიძლიათ ამის წარმოდგენა იმ ებრაელების მიმართ, რომლებიც გადაურჩნენ ჰოლოკოსტს? რომ მომხდარიყო მათი გაძევება იქ, სადაც კვლავ წამება და ტერორი ელოდათ? ადგილობრივი საზოგადოება აფეთქდებოდა. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა!
თანამედროვე ჩეხეთის რესპუბლიკაში კედლები იყო აშენებული ბოშებისგან თავის დასაღწევად. მეტიც, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ისინი ქალაქის ცენტრებში მათთვის გეტოებს აშენებდნენ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ როგორ შევიდნენ თანამშრომლობაში ჩეხები ფაშისტურ გერმანიასთან 1930-40-იან წლებში და ეხმარებოდნენ ბოშების ალყაში მოქცევაში. რა თქმა უნდა, 1990-იან წლებში ჩეხები დასავლეთის მეგობრების სიაში შევიდნენ, შესაბამისად ხელშეუხებლები გახდნენ ადგილობრივი მასმედიისთვის. ჩეხეთის მიერ ბოშების მიმართ პოლიტიკა ბევრად ძალადობრივია, ვიდრე მუგაბეს მიერ ზიმბაბვეში თეთრკანიანი ფერმერებისადმი დამოკიდებულება.
თუმცა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ კოლონიალიზმს, ისეთი შეგრძნებაა, რომ იგი არ დასრულებულა მეორე მსოფლიო ომთან ერთად ანუ 1950-60-იან წლებში. და რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ მსოფლიოს ე.წ. მარგინალურ ნაწილში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ კოლონიალიზმმა კიდევ უფრო გაიდგა ფეხი დახვეწილი პროპაგანდის მეშვეობით; უკეთესი ცოდნით, თუ როგორ უნდა მოეპყრო ადგილობრივ მოსახლეობას. ეს უფრო საშინელია, რადგან ადრე არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მტერი, იქნებოდა ეს კოლონიალური ჯარი ან ადმინისტრაცია; ახლა კიდევ ადგილობრივებს სულ უფროდაუფრო უჭირთ სწორი დასკვნების გაკეთება, მოვლენების შეფასება და მტრის აღმოცენება.
ნოამ ჩომსკი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი ბოლო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ კონგოში. სავარაუდოდ, სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული. თუმცა, ვინ დავადანაშაულოთ? რა თქმა უნდა, სამხედროები. მაგრამ მათ უკან დგანან უხილავი მულტინაციონალური კორპორაციები და მთავრობები.
ანდრე ვლტჩეკი
ახლა მე ვამთავრებ მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე რუანდის გამბიტი. მის გადასაღებად სამ წელიწადზე მეტი დავხარჯე. რიცხვები კიდევ უფრო დიდია, ვიდრე თქვენ ახსენეთ: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ექვსიდან ათ მილიონამდე ადამიანი იყო მოკლული. იმდენივე, რამდენიც ემსხვერპლა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბელგიელი მეფის ლეოპოლდ მე-2-ს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ მტკიცებაში, რომ რუანდის, უგანდის და მათი დამქაშების მიერ არიან მოკლულნი უდანაშაულო ადამიანები, თუმცა მათ უკან ყოველთვის დგას დასავლეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.
ნოამ ჩომსკი
თქვენ ვერ ხედავთ მულტინაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც იყენებენ სამხედროებს უდანაშაულო ადამიანების მოსაკლავად და ამ გზით კოლტანის (რომელსაც დასავლეთი იყენებს ტელეფონებში, ან სხვა მნიშვნელოვანი მინერალის) მისაღებად. ეს არის ირიბი მაგალითი, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი. თუმცა, ზოგიერთი დანაშაული არის ღია და პირდაპირი. მაგალითად, ვიეტნამი, რომელიც წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს. 2011 წელს შესრულდა 50 წელი მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ ომის დაწყების ბრძანებას მოაწერა ხელი. წესისამებრ, ასეთი თარიღები გულმოდგინედ აღინიშნება, განსაკუთრებით, თუ საკითხი ეხება მძიმე დანაშაულებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სრულ სიჩუმეს. 1961 წლის ნოემბერში კენედიმ გააგზავნა აშშ-ს საჰაერო ძალები სამხრეთ ვიეტნამის დასაბომბად. მან ნაპალმის და ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა, რომ მომხდარიყო საკვების და მიწის საფარის განადგურება; მეტიც, წამოიწყო პროგრამა, რომელმაც მილიონები საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსა ან ე.წ. ქალაქური ტიპის ღარიბ უბნებში.
ქიმიური ომის შედეგები დღემდე იგრძნობა. თუ ჩვენ ვეწვევით საიგონის საავადმყოფოებს – თქვენ შესაძლოა ისინი ნანახი გაქვთ – შეიძლება კიდევ ნახოთ დამახინჯებული ემბრიონები; ბავშვები, რომლებსაც გააჩნიათ უამრავი უხილავი თუ ხილული ფიზიკური სიმახინჯე, რაც სწორედ რომ ამ საწამლავით სამხრეთ ვიეტნამის მიწის გაჟღენთვით იყო და არის განპირობებული. თუმცა ახლა, როდესაც რამდენიმე თაობა უკვე შეიცვალა, აღარავინ დარდობს ამ საკითხზე.
იგივე შეიძლება ითქვას ლაოსზე და კამბოჯაზე. თქვენ ძალიან ბევრს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა საშინელება იყო პოლ პოტის რეჟიმი. ამასთანავე, არაფერს გაიგებთ იმ მიზეზების შესახებ, რამაც განაპირობა ასეთი წესრიგის დამყარება. 1970-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გადაბომბეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწები ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში. ისინი მისდევდნენ ჰენრი კისინჯერის ბრძანებას კამბოჯის მასობრივი დაბომბვის შესახებ: „ყველაფერი, რაც დაფრინავს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მოძრაობს“. მე ვგულისხმობ, რომ ეს იყო გენოციდისკენ მოწოდება, რაზეც თქვენ უწინ ისაუბრეთ. რთული იქნება ამაზე რაიმე საარქივო მასალების მოძიება. თუმცა, ეს იყო მოკლედ აღნიშნული New York Times-ში ერთი წინადადებით და მორჩა. დაბომბვის მასშტაბის შესახებ არასდროს დაწერილა სადმე, გარდა სამეცნიერო ჟურნალებისა ან მარგინალურ წყაროებში. ეს არის მილიონობით ადამიანის მკვლელობა და ოთხი სახელმწიფოს განადგურება, რომლებმაც ვერ შეძლეს აღდგენა. ამ ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობა საქმის კურსშია, მაგრამ არ იცის რა უყოს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.
9 მიზეზი თუ რატომ იყო კრისტოფერ კოლუმბი მკვლელი, ტირანი და უნამუსო არამზადა
საერთოდ, რატომ აღვნიშნავთ კოლუმბის დღეს?
12.10.2015 | დილან მეტიურსი | VOX
უკვე მოძველებულია იმაზე საუბარი, რომ ქრისტეფორე კოლუმბი, რომლის სახელს ბავშვებს აღარ უწოდებენ და ვისი სახელითაც ელექტრონული წერილები აღარ იწერება, იყო მოძალადე ტირანი, რომელმაც წამოიწყო დასავლეთის ნახევარსფეროს ისტორიაში ორი ყველაზე დიდი დანაშაული: ატლანტიკის გავლით მონებით ვაჭრობა და ამერიკელი ინდიელების გენოციდი.
მისი დანაშაულების აღწერას ბევრად უფრო დიდი სტატია დასჭირდება მათ შორის იმიტომ, რომ არსებული ძირითადი მასალების შეფასება საკმაოდ რთული საქმიანობაა. ფილადელფიის ჟურნალის ავტორს მაიკლ კორდს აქვს გამოქვეყნებული კარგი გამოკითხვა; ჰოვარდ ზინის (Howard Zinn) ნამუშევარი არის სადაო, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ კარგი მასალები იაკობინზე (Jacobin) და ილუსტრირებული ვერსია ოტმილზე (Oatmeal).
აქ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე ფაქტი ლორენს ბერგრინის ახლახანს გამოქვეყნებული ბიოგრაფიიდან კოლუმბი: ოთხი ვოიაჟი (Columbus: The Four Voyages), რომელშიც აღწერილია წარმოუდგენელი სისასტიკე, რასაც ადგილი ჰქონდა კოლუმბის მხრიდან კარიბის ზღვის ტერიტორიაზე მისი იქ ყოფნის დროს.
კოლუმბმა ინდიელი ქალი მოიტაცადა საკუთარი გუნდის წევრს გადასცა გასაუპატიურებლად
ბერგრინს მოჰყავს მიშელ დე კუნეოს ციტატა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამერიკაში კოლუმბის მეორე ექსპედიციაში (გვერდი 143):
„ნავში ყოფნისას მე დავატყვევე ულამაზესი ქალი, რომელიც საბოლოო ჯამში ლორდმა ადმირალმა [კოლუმბმა] მე მიბოძა. როდესაც მე ის ჩემს ოთახში შევიყვანე, ქალი შიშველი იყო – მათი ტრადიციისამებრ. მე მსურდა და შევეცადე მასთან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება. თუმცა, მან წინააღმდეგობა გამიწია და ისეთი ჭრილობები მომაყენა ფრჩხილებით, რომ მაგრამ ვინანე. შემდეგში მე ავიღე თოკის ნაჭერი და მაგრად გავტყიპე ისე, რომ მან გამოსცა ყურებისთვის წარმოუდგენელი კვნესა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომ შეგექმნებოდათ ისეთი წარმოდგენა თითქოს ის გაწვრთნილი იყო ბოზების სკოლაში“.
2. ისპანიოლაზე [დღევანდელი ჰაიტი] კოლუმბის გუნდის წევრი სხვების დასამორჩილებლად საჯაროდ აჭრიდა ინდიელებს ყურებს
მას შემდეგ, რაც 2000 ინდიელზე მეტი ადამიანის თავდასხმა გადაიტანა, კოლუმბმა მის დაქვემდებარებაში მყოფ ალონსო დე ოჰედას უბრძანა სამი ინდიელი ბელადის მოყვანა. შემდეგ კი, მისი ბრძანებით მათ საჯაროდ თავები მოჰკვეთეს. დამატებით ოჰედამ უბრძანა საკუთარ ხალხს, რომ დაეტყვევებინათ კიდევ ერთი ინდიელი და საკუთარი სოფლის შუაგულში „მისთვის ყურები მოეჭრათ იმის სასჯელად, რომ მდინარის გადაკვეთისას ესპანელებმა მათგან საკმარისი დახმარება ვერ მიიღეს“. (ბერგრინი, 170-171)
3. კოლუმბმა ისპანიოლაზე ათასზე მეტი ადამიანი მოიტაცა და დაამონა
კუნეოს თანახმად, კოლუმბმა უბრძანა, რომ მომხდარიყო 1,5000 კაცისა და ქალის დატყვევება. აქედან 400 გაუშვეს, 500 გაწირეს ესპანეთში დეპორტაციისთვის, ხოლო დანარჩენი 600 ესპანელებმა კუნძულზე მონებად აქციეს. 500 ადამიანიდან, სადღაც 200 დაიღუპა მგზავრობისას და მათი ცხედრები ესპანელებმა ატლანტიკურ ოკეანეში გადააგდეს. (ბერგრინი, 196-197)
4.კოლუმბი აიძულებდა ინდიელებს მისთვის ოქრო შეეგროვებინათ ან მომკვდარიყვნენ
კოლუმბმა სიკვდილით დასჯის მუქარით ყველას, ვინც 14 წელს ზემოთ იყო ოქროს დიდი ოდენობით ესპანელებისთვის ჩაბარება აიძულა. რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნდათ საკმარისი ოქრო, ბამბის ჩაბარების უფლება მიეცათ. ამ შეთანხმებაში მონაწილეებს ეძლეოდათ „დანიშნული სპილენძი ან მონეტა, რომელსაც კისერზე იკიდებდნენ; ისინი წარმოადგენდნენ შეუწყნარებელი სირცხვილის სიმბოლოს“. (ბერგრინი, 203)
ბართლომე დე ლას კასასი, კოლუმბის დანაშაულების ერთ-ერთი მთავარი მემატიანე | ანტონიო ლარა
5. სადღაც 50,000 ინდიელმა თავი მოიკლა, რომ არ დამორჩილებოდნენ ესპანელებს
ბერგრინის თანახმად, გვერდი 204:
„ინდიელებმა გაანადგურეს საკუთარი პურის მარაგები, რომ არც მათ და არც უცხოელებს არ ჰქონოდათ მარაგის მოხმარების შესაძლებლობა. ინდიელები კლდეებიდან ხტებოდნენ, ბალახეულით თავს იწამლავდნენ და შიმშილით თავს იკლავდნენ. ოქროს ჩაბარებით დამძიმებულებს, მათ აღარ შეეძლოთ მიწის დამუშავება, ავადმყოფების, ბავშვების და ასაკოვანი ადამიანების მოვლა. მათ ხელი ჩაიქნიეს და მასობრივი სუიციდი მოაწყეს, რომ თავი დაეღწიათ ქრისტიანების ხელით სიკვდილს ან დატყვევებას; კიდევ, მათ არ სურდათ საკუთარი ხალხის მომავლის და დოვლათის – მიწების, ბოსტნების, სანაპიროების, ტყეების და ქალების – მათთან გაყოფა“.
6. კოლუმბის ისპანიოლაზე 56 წლის ვიზიტის თავზე 300,000 ინდიელისგან მხოლოდ 500 დარჩა
500 წლის წინანდელი მოსახლეობის აღწერის რიცხვები არარის ზუსტი, თუმცა, ბერგრინის აზრით, 1492 წელს ისპანიოლაზე სადღაც 300,000 ადამიანი ცხოვრობდა. 1494-1496 წლებში 100,000 ადამიანი დაიღუპა, ნახევარი მასობრივი სუიციდის შედეგად. 1508 წლისთვის მოსახლეობა შემცირდა 60,000-მდე; ხოლო 1548 წელს დარჩა მხოლოდ 500 ადამიანი.
ნათელია, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ესპანელი ჯარისკაცებისგან თავის დასაღწევად მთებში გადაიმალნენ, თუმცა, კოლუმბის ადამიანებმა მათ ძაღლები დაადევნეს. (ბერგრინი, 205)
7. კოლუმბი აგრეთვე საშინლად ეპყრობოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ ესპანელებსაც
რა თქმა უნდა, მისი დანაშაულები კარიბელებისა და ტაინოელების წინაშე წარმოუდგენელია, მაგრამ კოლუმბის მმართველობა ესპანელ ჩასახლებულებზეც გამოირჩეოდა სისასტიკით. მისი ბრძანებით, სადღაც ათამდე ესპანელი „საჯაროდ გატყიპეს, კისერზე დააბეს და ტერფებით ერთმანეთს მიაბეს“; ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ მათ შიმშილისგან თავის დასაღწევად გაცვალეს ოქრო საჭმელზე. კოლუმბის ბრძანებით, ქალს, რომელმაც „ცუდი სიტყვები წარმოსთქვა ადმირალსა და მის ძმებზე“, ენა მოაჭრეს.
სხვა ქალი კი სიცრუისთვის, რომ ის ორსულად იყო, „გააშიშვლეს და ვირის ზურგზე დააწვინეს გასატყიპად“. კოლუმბის ბრძანებით „პურის მოპარვისთვის ესპანელებისთვის სასჯელი ჩამოხრჩობა იყო“ (ბერგრინი, 315-316). ბერგრინის მტკიცებით:
„მათ ისიც კი უბრძანა, რომ ყურები და ცხვირი მოეჭრათ ერთი არამზადისთვის, რომელიც აგრეთვე გატყიპეს, ბორკილები დაადეს და კუნძულიდან გააძევეს. მათ აგრეთვე გასცა ბრძანება, რომ მომხდარიყო დამხმარე ბიჭის ხელის საჯარო დალურსმანება იმ ადგილას, საიდანაც მან თევზი დაიჭირა. ზოგადად, მინიმალური დანაშაულისთვისაც კი ცემა-ტყეპა საშიში სიხშირით ხდებოდა. კოლუმბმა ერთ კანონდამრღვევს ასი დარტყმაც კი დაუნიშნა, რაც შეიძლება სასიკვდილო ყოფილიყო; ამ ადამიანმა ცხვარი მოიპარა და მერე ამაზე იცრუა. ხუან მორენოს არ გაუმართლა და კოლუმბის სამზარეულოსთვის საკმარისი საჭმლის ვერ შეგროვებისთვის ასი დარტყმა დაიმსახურა“.
8. კოლუმბის დროს ჩასახლებულები 9 და 10 წლის გოგონებს სექსუალურ მონობაში ყიდნენ
ეს ფაქტი მან თვითონ აღიარა ესპანელი დედოფლის მეგობრისადმი, დონა ხუანა დე ლა ტორესთვის მიწერილ წერილში: „საკმაოდ ბევრი დილერია, რომელიც ეძებს გოგოებს; განსაკუთრებული მოთხოვნაა 9 და 10 წლის გოგონებზე, რომლებსაც კარგი ფასი ადევთ“.
9. ინდიელ მონებს, რომლებსაც კისერზე ბორკილები ჰქონდათ, ესპანელი დამპყრობლები თავებს აჭრიდნენ, რომ თავი არ შეეწუხებინათ ამავე ბორკილების მოხსნით
ბენჯამინ კინის თანახმად, რომელიც ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობის ისტორიის მკვლევარია, არსებობს რამდენიმე სარწმუნო წყარო, რომელთა მიხედვით, „რამდენიმე დაბეჩავებული ინდიელ მუშას ესპანელებმა თავი მოჰკვეთეს, რომ თავი აერიდებინათ კისერზე დამაგრებული სარჩულის მოხსნისგან“.
ახლახან გამოაშკარავებულმა სამხილებმა ცხადყვეს ბრიტანეთის სამარცხვინო როლი მეოცე საუკუნის პოსტომისეულ პერიოდში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ჟლეტვაში.
ინდონეზიის კომუნისტური პარტიის (KPI) ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ღია სატვირთო მანქანით ჯაკარტას ციხესი გადაყავთ 1965 წლის დეკემბერში [სურათი – AP]
ბრიტანეთის ოფიციალური პირები ცნობილ ინდონეზიელებში ფარულად ავრცელებდნენ ე.წ. შავ პროპაგანდს [რედ. Black propaganda] 1960-იან წლებში, რომ მომხდარიყო „კომუნისტური ჭირის“ აღმოფხვრა.
მიახლოებით 1965 და 1966 წლებში მინიმუმ 500 000, ზოგიერთის აზრით კი , ინდონეზიის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული 3 მილიონამდეადამიანი იყო განადგურებული.
ახლახანს ”ფორინ-ოფისის” (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწოდება) მიერ გამჟღავნებული წარსულში გასაიდუმლოებული საბუთების თანახმად, ბრიტანელი პროპაგანდისტები ანტიკომუნისტებს, მათ შორის, გენერლებს, კომუნისტური პარტიის განადგურებისკენ აქეზებდნენ. დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ მასობრივი მკვლელობების მიღმა იდგა ინდონეზიის ჯარი, რომელიც სრულად მართავდა ვითარებას; ვითარებას, რომელსაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ იქნა შეფასებული, როგორც საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მასობრივი ხოცვა.
ჟლეტვის დროს, რომელიც დაიწყო 1965 წლის ოქტომბერში, ბრიტანეთის ოფიციალური პირები მოუწოდებდნენ „კომუნისტური პარტიის და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების განადგურებისკენ“. მათი მტკიცებით, ერი საფრთხის ქვეშ იქნებოდა იქამდე, სანამ კომუნისტური პარტიის ლიდერები არსებობდნენ და მათი საქმიანობა იქნებოდა დაშვებული და დაუსჯელად ჩაივლიდა“.
ბრიტანეთმა დაიწყო თავდასხმითი პროპაგანდა ინდონეზიის პრეზიდენტის სუკარნოს უარყოფითი რეაქციის საპასუხოდ. პრეზიდენტი სუკარნო უკმაყოფილო იყო იმით, რომ წარსულში მისი სახელმწიფოს ყოფილი კოლონიები გაერთიანდნენ მალაიანურ ფედერაციად [რედ. Federation of Malaya, ჩამოყალიბდა 1948 წელს და 1963 წელს იქნა გაუქმებული], რასაც მოჰყვა ინდონეზიური ჯარის შეჭრა და დაბალი ინტენსიურობის სამხედრო დაპირისპირება. 1965 წელს ”ფორინ ოფისის” ინფორმაციული კვლევის დეპარტამენტის პროპაგანდისტ-სპეციალისტები გაგზავნილნი იყვნენ სინგაპურში, რომ ეწარმოებინათ სუკარნოს რეჟიმის საწინააღმდეგო შავი პიარი. კომუნისტური პარტია კი მკაფიო მხარდამჭერი იყო სუკარნოს მიდგომების და ზოგადად კონფრონტაციული მოძრაობის.
ინდონეზიის პრეზიდენტი სუკარნო და საბჭოთა კავშირის სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი, ნიკა ხრუშჩოვი
ამ პატარა გუნდმა ინდონეზიელი ემიგრანტების სახელით გამოაქვეყნა ბუკლეტები, რომლებიც გამიზნულად აქეზებდნენ ზეგავლენიან ადამიანებს, მათ შორის, ჯარის გენერლებს. მეტიც, მათ ხელი შეუწყეს მალაზიელების მიერ მართული მიწისქვეშეთა რადიო სადგურის ჩამოყალიბებას და ინდონეზიის დაფარვას, რადიოს ქვეყანაში ხელმისაწვდომობას.
1965 წლის შუალედში ოპერაცია უკვე მთელი სისასტიკით მძვინვარებდა. მას ხელი შეუწყო ჯარის მემარცხენე ოფიცრებისა და კომუნისტური პარტიის ფარული აგენტების მიერ წარუმატებელმა გადატრიალების მცდელობამ, რომელსაც მოჰყვა შვიდი გენერლის მკვლელობა.
გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის გენერალ სუჰარტოს მიერ ეტაპობრივად იყო ჩახშობილი, რის შემდეგაც მან შეძლო სუკარნოს რეჟიმის ჩანაცვლება და არაკომუნისტურ სივრცეში ყველაზე დიდი კომუნისტური პარტიის განადგურება.
პროპაგანდისტები მოუწოდებდნენ საკუთარ მკითხველებს, რომ „საკუთარი თავის და ღირებულებების გადასარჩენად“ მომხდარიყო „კომუნისტური პარტიისა და მისი შეხედულებების საბოლოო განადგურება“. მათი მტკიცებით, „შეფერხება და/ან არასრულფასოვანი ნაბიჯები“ გამოიწვევდნენ უშუალოდ მათ განადგურებას. შემდეგ კვირებში მოხდა კომუნისტური პარტიის და ჩავარდნილ გადატრიალებასთან სავარაუდოდ დაკავშირებული პირების გენოციდი; ამას აგრეთვე მთელ არქიპელაგზე მცხოვრები მემარცხენეები შეეწირნენ.
უდავოა, რომ ბრიტანელ დიპლომატებს ამ მოვლენების შესახებ გააჩნდათ ინფორმაცია. მეტიც, GCHQ-სა და სინგაპურში ჩაი კენგის (Chai Keng) სამონიტორინგო სადგურის მეშვეობით მათ თავისუფლად შეეძლოთ კომუნისტური პარტიის (PKI) საჯარისო დანაყოფების მიერ განადგურების პროცესზე დაკვირვებაც.
დოქტორ დუნკან კემპბელის თანახმად, რომელიც არის გამომძიებელი ჟურნალისტი და GCHQ-ს ექსპერტი, ბრიტანელებს გააჩნდათ ტექნოლოგია, რომელიც მოსმენის საშუალებას იძლეოდა; მათ შორის „ინდონეზიური ჯარის ხელმძღვანელი პირების მიერ საჯარისო დანაყოფებში გაგზავნილ და იქიდან მიღებული ბრძანებებზე დაკვირვების საშუალება; იმ ბრძანებების, რომლების წყალობით ხდებოდა კომუნისტური პარტიასთან სავარაუდოდ დაკავშირებული პირების ალყაში მოქცევა და განადგურება“.
„პოლიტიკური ომის წარმოების კოორდინატორის“ ნორმან რედევეის მიერ, რომელიც ”ფორინ ოფისის” პროპაგანდისტი იყო, ჯაკარტაში ბრიტანელი ელჩისადმი მიწერილი წერილის თანახმად, მათი მიზანი იყო „მასობრივ ჟლეტვაში გენერლების მონაწილეობის ფაქტის დამალვა“, რადგან არსებობდა მოსაზრება, რომ „მათ შეეძლოთ უკეთესი სამსახურის გაწევა, ვიდრე წინა ბანდას“. ეს პიროვნება ჩავიდა სინგაპურში გადატრიალების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ.
ინდონეზიელი მემარცხენეები საჯარო ინკვიზიციის წინ
ცნობილი ადამიანის უფლებადამცველის, კარმელ ბუდიარდიოს თანახმად, ტარი ლანგი რომელიც თინეიჯერობისას ინდონეზიაში ცხოვრობდა და მისი მშობლები ჯარის მიერ იყვნენ დატყვევებულნი, გამოქვეყნებულ საბუთებს აფასებს, როგორც „შემაძრწუნებელს“; ისინი ამხელენ ბრიტანეთის ნაწილობრივ ბრალს მომხდარ მოვლენებში. „მე გაბრაზებული ვარ, რომ ჩემმა მთავრობამ, ბრიტანულმა მთავრობამ, ეს ჩაიდინა. ბრიტანელებმა არაფერი გააკეთეს ამის შესაჩერებლად“.
რედევეის აზრით, სუკარნოს რეჟიმის დაცემა იყო ბრიტანული პროპაგანდის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვება. წერილში, რომელიც მან წლების შემდეგ დაწერა ნათქვამია, რომ „სუკარნოს დისკრედიტაცია იყო სწრაფი და წარმატებული. მისი კონფრონტაციული მოძრაობა წლიურად 250,000 ფუნტი სტერლინგი გვიჯდებოდა. მისი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და დამხობა კი მოხდა IRD-ს კვლევითი და ტექნიკური საშუალებებით ექვს თვეში მინიმალური დანახარჯებით“.
პროფესორი სკო ლუკასის თანახმად, გამხელილი საბუთები ნათელს ჰფენენ იმას, თუ „რაოდენ მნიშვნელოვანია დღემდე“ ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკისთვის „IRD და შავი პროპაგანდა“ პოსტომისეულ პერიოდში, ქვეყნის მიერ წარმოებულ საზღვრებს მიღმა ოპერაციებისთვის. „ეს იყო შედარებით ნაკლებად ძვირად ღირებული გზა, რომ ბრიტანეთს განეხორციელებინა საკუთარი ზეგავლენის მოხდენა; ზეგავლენის, რომლის ღიად აღიარებაც არ იყო შესაძლებელი და სასურველიც კი“.
ნიკოს მოტასი | კომუნიზმის დასაცავად (In Defense of Communism)
1968 წლის აგვისტოში, 53 წლის წინ, როდესაც ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოების საერთაშორისო სოლიდარობა (ინგ. internationalist solidarity) ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ახშობდა ცივი ომის პერიოდში წამოწყებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრ-რევოლუციოr მცდელობებს. პრაღის მოვლენები წარმოადგენენ სოციალისტური სამყაროს მიერ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საყრდენს. ამასთანავე, მოცემული შემთხვევა მუდამ წარმოადგენს სხვადასხვა ბურჟუაზიული და ოპორტუნისტული ძალებისთვის ანტიკომუნისტური პროპაგანდის წყაროს.
პრაღა, 1960 წელი
ათწლეულების მანძილზე ბურჟუაზიული ისტორიოგრაფია, მხარდაჭერილი განსხვავებული ოპორტუნისტებისა და კონტრრევოლუციონერების მიერ (ტროცკისტები, ევრო-კომუნისტები, სოციალ-დემოკრატები და ა.შ.) წარმოაჩენს ამ მოვლენას, როგორც „საბჭოთა ტანკებს“, რომლებმაც „სისხლში ჩაახშეს პრაღა“ და ამით უმალვე აღკვეთეს „სოციალიზმისთვის ადამიანური სახის“ მიცემის მცდელობა.
1968 წლის პრაღის კონტრრევოლუციონერული მოვლენები გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ბურჟუაზიის მიერ მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური წყობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ გამართულ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიისას. ეს ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა პროპაგანდა ეყრდნობა ცრუ მოსაზრებას, რომ დუბჩეკის მმართველობისას [1] წამოწყებული რეფორმების დანიშნულება, სავარაუდოდ, იყო „ადამიანური სოციალიზმის“ შემოთავაზება საბჭოთა კავშირის მიერ დანერგილი „სტალინისტური მოდელის“ ნაცვლად.
1968 წლის მოვლენების ანალიზი არ შეიძლება იმ დროისთვის არსებული ისტორიული რეალობის გაუთვალისწინებლად მოხდეს. კერძოდ, ვგულისხმობთ ცივ ომს, როდესაც გლობალურ დონეზე ორი რადიკალურად დაპირისპირებული სოციალური სისტემა – კაპიტალიზმი და სოციალიზმი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამ წინააღმდეგობრივ გარემოში, საერთაშორისო იმპერიალიზმმა (ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები და, მათ შორის, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები) სოციალიზმის დასაკნინებლად და ჩამოსაგდებად ძალზედ მოხერხებული სტრატეგია შეიმუშავა. მოდით გავიხსენოთ, რომ ე.წ. პრაღის გაზაფხულამდე, 1956 წელს, მეზობელ ქვეყანა უნგრეთში ადგილი ჰქონდა სხვა კონტრრევოლუციას (ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ რომ რევოლუციად არის ეს მოვლენა მოხსენიებული).
დღეს, ხუთი ათწლეულის შემდეგ, არსებობს რა უამრავი საბუთი, საარქივო მასალა, წერილობითი ჩვენებები და სხვა მასალები, რომლებიც სრული სურათის ჩამოყალიბების შესაძლებლობას გვაძლევენ, შეიძლება ამ მოვლენებზე პირდაპირ ითქვას, რომ იმპერიალიზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუდმივ ძირგამომთხრელ საქმიანობას და კონტრრევოლუციის მცდელობას. დროა მოხდეს ამ ანტიკომუნისტური ტყუილების ჩამოშლა და ისტორიის ბოროტად დამახინჯების ფაქტის გამჟღავნება.
ალექსნადრე დუბჩეკი – 1968-1969 წლებში ჩეხეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი
უნგრეთის გამოცდილებამ ცვლილებები შეიტანა სოციალისტური ბლოკის წინააღმდეგ იმპერიალიზმის მიერ წარმოებულ ბრძოლის პოლიტიკაში. ეს მიდგომა ახსნილ იქნა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი „არქიტექტორის“ მიერ, რომელიც შემდეგში პრეზიდენტ კარტერის პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა, რომ მოვლენების განვითარების საუკეთესო მოდელი იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების „შინაგანი ლიბერალიზაცია“. იგი აღნიშნავდა, რომ მსგავსი „ცვლილება“ შესაძლებელი იყო უპირველეს ყოვლისა ჩეხოსლოვაკიაში, შემდეგ უნგრეთსა და პოლონეთში [2].
1950-იან წლებში, ჯერ კიდევ ბჟეზინსკამდე, პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის პერიოდში სოციალისტურ სახელმწიფოებში ე.წ. „შიდა“ კონტრრევოლუციების წაქეზების პოლიტიკა იყო აშშ-ს საგარეო მიდგომის ერთ-ერთი ფუნდამენტი; იგი ჩამოყალიბებული იქნა ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ჯონ ფოსტერ დალესის მიერ. ბჟეზინსკის მიერ განხილული ე.წ. „შინაგანი/შიდა ლიბერალიზაციის“ კონცეფცია იყო ჩეხოსლოვაკიაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების მეთოდი; ანუ სახელმწიფოში კონტრრევოლუციის მოწყობისთვის საჭირო გასაღები. ალექსანდრე დუბჩეკის გენერალური მდივნობის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის მმართველ ელიტაში მემარჯვენეები და ოპორტუნისტები დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისად, 1968 წლის იანვრისთვის მათ შეძლეს ქვეყანაში მთელი რიგი „რეფორმების“ ანუ სოციალისტური მოდელის „ლიბერალიზაციის“ განხორციელება.
ბურჟუაზიული და ოპორტუნისტული ძალები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ე.წ. პრაღის გაზაფხული, რასაც ისინი დუბჩეკის მმართველობისას ჩამოყალიბებულ რეფორმებს უწოდებენ, მიმართული იყო ქვეყანაში სოციალისტური მოდელის დემოკრატიზაციასა და „სოციალიზმისთვის ადამიანური სახის“ მიცემაზე. თუმცა, ეს დებულება ისტორიულად დამტკიცებული ტყუილია.
ე.წ. პრაღის გაზაფხული სინამდვილეში იმპერიალიზმის „ტროას ცხენი“ იყო. სოციალისტურ სისტემაში რეალურად არსებული პრობლემები (მაგალითად, ეკონომიკა, წარმოება, სოციალისტური განათლება და ა.შ.) ანტი-სოციალისტურმა რეაქციულმა ძალებმა საკუთარი რევიზიონისტული [რედ. არსებული მდგომარეობის გადახედვა] მიზნებისთვის უბრალოდ მოიმიზეზეს; ეს იყო იდეოლოგიურად მოტივირებული არსებული რეალობის გადახედვის მცდელობა, რომელიც ნელა, მაგრამ მკაფიოდ წაიყვანდა სახელმწიფოს კაპიტალიზმის აღორძინებისკენ. უკვე მოგვიანებით, ე.წ. პრაღის გაზაფხულის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩეხმა ეკონომისტმა ოტა შიკმა [3] აღიარა 1968 წლის რეფორმების რეალური დანიშნულება. შიკმა, ე.წ. „მესამე გზის“ (ინგ. the so-called “Third Way”) მხარდამჭერმა, ცინიკურად განაცხადა, რომ ეს რეფორმები იყო ცრუ სვლა, რადგან იმ დროს „გულწრფელად მჯეროდა, რომ ერთადერთი გამოსავალი სუფთა სახის კაპიტალიზმი იყო. [4]“
იმპერიალისტური გეგმები და საბჭოთა კავშირის საერთაშორისო სოლიდარობა
1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ე.წ. „სუფთა კაპიტალიზმის“ დანერგვის გეგმა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო იმპერიალიზმის მიერ განხორციელებული მთელი რიგი კონტრრევოლუციონერული ნაბიჯებით. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ინგ. CIA) და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, ამერიკის მთავრობას გააჩნდა „სამოქმედო გეგმები“, რომლების დანიშნულება იყო ჩეხოსლოვაკიაში არეულობის მოწყობა. ამ გეგმებში შედიოდა ხანგრძლივი ძირგამომთხრელი საქმიანობა (ანუ, საბოტაჟი), განგრძობადი ანტიკომუნისტური პროპაგანდა და ქვეყანაში სხვადასხვა კონტრრევოლუციური დაჯგუფების შექმნა/დაფინანსება.
უნდა აღინიშნოს, რომ ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე, პრაღაში სადღაც 10-დან 12 ათასამდე დასავლეთ გერმანელი ჩავიდა; ამასთანავე, უშუალოდ ქვეყნის დედაქალაქში უკვე აქტიურ საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლებიც. კალიფორნიულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ორგანიზაცია „ახალი ამერიკელები თავისუფლებისთვის“ ლიდერის განცხადება, რომელიც სულ ახლახან ჩამოვიდა იქიდან. ამ განცხადების თანახმად, მისი მისია იყო ჩეხოსლოვაკიაში სტუდენტთა ჯგუფების კომუნიზმის წინააღმდეგ ჩამოყალიბება და კონტრ-რევოლუციონერული ტერორისტული დანაყოფების მომზადება [5].
გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას ჩეხოსლოვაკიაში კონტრრევოლუციის მოწყობის გეგმებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 1968 წლის გაზაფხულისთვის ტურისტებს ამოფარებულნი ათასობით შენიღბული აგენტი, ჯაშუში და საბოტაჟისთვის მომზადებული პირი ჩავიდა ქვეყანაში. 1968 წლის აპრილში ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ გერმანიას შორის გაიხსნა ხუთი საპასპორტო-გამშვები პუნქტი და თითოეულს დღიურად 7000 მანქანა კვეთდა [6].
აგვისტოს დასაწყისში კი კონტრრევოლუციური მარყუჟი ჩეხოსლოვაკიას ყელზე შემოეხვია. ამერიკასა და დასავლეთ გერმანიაში წარმოებული შეიარაღება ნაპოვნი იყო სახელმწიფო შენობების სარდაფებში, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და დასავლეთი გერმანიის საიდუმლო სამსახურების ხელშეწყობით მძლავრი მობილური რადიო სადგურები კი სახელმწიფოს მასშტაბით ანტიკომუნისტურ გზავნილებს აჟღერებდნენ. სინამდვილეში იმპერიალისტების მიერ მხარდაჭერილ არეულობას კონტრრევოლუციურ გადატრიალებამდე ფაქტიურად არაფერი აშორებდა.
1968 წლის 20 აგვისტოს მომხდარი ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სამხედრო შემოჭრა მოხდა სწორედ, რომ იმ მომენტში, როდესაც აშშ-სა და ევროპელი იმპერიალისტების მიერ წაქეზებული კონტრრევოლუციური ძალები უკვე „ახრჩობდნენ“ ჩეხოსლოვაკიას და მის მოსახლეობას. საბჭოთა ჯარების პრაღაში შემოსვლა იყო სოლიდარობის ნაბიჯი, რომელმაც გააუქმა იმპერიალისტური გეგმები და სახელმწიფო გარდაუვალი სამოქალაქო ომის შემთხვევაში დიდი სისხლისღვრისგან გადაარჩინა.
გასაკვირი არაა, რომ ბურჟუაზიული და ოპორტუნისტული ძალები ისტორიოგრაფიაში საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ ჩეხოსლოვაკიაში საერთაშორისო ჩარევას უწოდებენ „საბჭოთა შემოჭრას“, რამაც, მათი თქმით, გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი დარღვევა. ეს არის მტკნარი სიცრუე. იხილეს რა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ეროვნული კრების წევრებმა კონტრ-რევოლუციური ჯანყის საფრთხე, მათ ოფიციალურად მოუწოდეს საბჭოთა კავშირსა და ვარშავის პაქტის წევრ სახელმწიფოების ჩარევისკენ. სავარაუდოდ, საბჭოთა ხელის გარეშე ქვეყანა ჩაეფვლებოდა სამოქალაქო ომის სისხლისმღვრელ გამანადგურებელ ქაოსში; ბოლოს კი, გადაიქცეოდა აშშ-სა და ნატო-ს რიგით მორჩილ ქვეყნად.
დღეს, ე.წ. პრაღის გაზაფხულიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ და აღმოსავლეთ ევროპაში კონტრრევოლუციური ცვლილებებიდან 30 წლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის, აწ უკვე გაყოფილი ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებად, მოქალაქეები სრულად გრძნობენ „კაპიტალისტური თავისუფლებების“ შედეგებს. სოციალური და მუშათა უფლებების ჩამოშლა, უმუშევრობის ზრდა, გავრცობადი პრივატიზაცია, უსახლკაროთა რაოდენობის სწრაფი ზრდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სულ უფრო ზრდადი უფსკრული – ეს კაპიტალიზმისა და ევროკავშირის „საჩუქრების“ მხოლოდ მცირეოდენი ჩამონათვალია. დღეისთვის, მონოპოლიები და შეძლებული ბიზნეს ჯგუფები ჩეხეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში ფლობენ ძირითად სიმდიდრეს.
ისტორია ცოდნის ძალზედ მნიშვნელოვანი წყაროა. ჩეხოსლოვაკიისა და ე.წ. პრაღის გაზაფხული კი გვაძლევს წარსულზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღევანდელობის და მომავლის დაპირისპირებებზე წარმოდგენას.
შენიშვნები:
ალექსანდრე დუბჩეკი (1921-1992), served as the First Secretary of the Presidium of the CC of the Communist Party of Czechoslovakia from January 1968 to April 1969.
Alternative to Partition: For a Broader Conception of America’s Role in Europe, Atlantic Policy Studies, New York: McGraw-Hill, 1965.
ოტა შიკი (ინგ. Ota Šik) (1919-2004), Economist and Politician, one of the key figures behind the economic liberalization plan.
Interview in Mlada Fronta newspaper, 2/8/1990.
გას ჰოლი (ინგ. Gus Hall), Imperialism today: an evaluation of major issues and events of our time, New York: International Publishers, 1972.
Anticommunism: yesterday and today, Ideological Committee of the CC of the KKE, Synchroni Epochi, Athens, 2006.
შვედეთში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა გახდა ცნობილი ეკონომიკაში. გამარჯვებული 3 მეცნიერი აღმოჩნდა, აშშ-ის მოქალაქე – კანადელი დევიდ ქარდი და 2 ამერიკელი – ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი. პირველმა მათგანმა აღიარება შრომის ბაზრის კვლევისთვის მიიღო, ხოლო ანგრისტი-იმბენსის დუეტმა ახალი შეხედულებებისთვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისას. ცალ-ცალცე მუშაობის მიუხედავად მათ შეძლეს და მთელი მსფოლიოს ეკონომისტებს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს მოძველებული მიდგომების ახლებური გააზრება შეთავაზეს, მათ შორის სხვადასხვა ბუნებრივი ექსპერიმენტების დახმარებით.
”2021 წლის ეკონომიკური მეცნიერებების ლაურეატებმა ჩვენ შრომის ბაზრის ახლებური გაგება მოგვცეს,დაგვანახეს რა დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი მიზეზ-შედეგობრივი ემპირიული კვლევებით” – წერია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
იზრდება თუ არა უმუშევრობა მინიმალური ხელფასის გაზრდის შემთხვევაში? მცირდება თუ არ ხელფასი იმ რეგიონებში, სადაც მიგრანტების მასობრივი მოდინება შეინიშნება? რა ეფექტი იქნება თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მწარმოებლურობაზე თუ კომპანია მათ ველოსიპედებს აჩუქებს ახალ წელს ან მოწევაზე შეზღუდვებს დააწესებს? ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკური პოლიტიკის წარმათვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე პასუხის მიღება არც თუ ისე იოლია.
ზოგადი დებულება, რომ კორელაცია არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, თანამედროვე ეკონომიკური კვლევების ერთგვარი დევიზი გახდა. ამ კავშირების შესაფასებლად სხვადასხვა მეცნიერებებში რენდომიზირებული (შემთხვევითი) ექსპერიმენტები გამოიყენება, როდესაც ერთი ჯგუფი ექსპერიმენტატორის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ხოლო სხვა (საკონტროლო ჯგუფი) – არა, ამავდროულად ეს შერჩევა შემთხვევითია. ეს გავრეცელებული პრაქტიკაა მედიცინაში, როდესაც ვაქცინების ეფექტურობის შეფასებისას, 2 ჯგუფის შედეგები დარდება, I – ვინც მიიღო და II – ვინც არ მიიღო ვაქცინა.
თუმცა მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება ეკონომიკაში ძნელია ან საერთოდ შეუძლებელი, მათ შორის ეთიკური მიზეზების გამო. 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა შემოგვთავაზეს, როგორ შეიძლება არსებულ მონაცემებს შორის ვარიაციის მოძებნა, რომელიც შემთხვევით ექსპერიმენტს წააგავს და ამგვარი ბუნებრივი ექსპერიმენტის გამოყენება შეფასებისთვის.
მინიმალური ხელფასის ზრდა სამუშაო ადგილებს აუცილებლად არ ამცირებს
მეინსტრიმულ ლიბერალურ ეკონომიკურ დისკურსში გავრცელებულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც მინიმალური ხელფასის ზრდას სამუშაო ადგილების შემცირებასთან მივყავართ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ ქარდმა 1990-იანი წლების დასაწყისში აწ უკვე გარდაცვლილ ალან კრუგერთან ერთად მინიმალური ხელფასის ზრდის ეფექტის შედარება დაიწყო ნიუ-ჯერსის შტატში პენსილვანიის მსგავს მაჩვენებელთან შედარებით. 1990-იანების დასაწყისში ნიუ-ჯერსიში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.25$-დან 5.05$-მდე გაიზრდა, ხოლო პენსილვანიის შტატში ხელფასი უცვლელი დარჩა. მარტო ნიუ-ჯერსის შტატის მონაცემების შეფასება დასკვნების გასაკეთბლად არასაკმარისი იქნებოდა, რადგანაც უმუშევრობაზე ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს. ნიუ-ჯერსის მაჩვენებლების შედარება მეზობელ შტატთან ბევრად უფრო კომპეტენტურია და ზუსტ შედეგს იძლევა, რადგანაც ამ ორი მეზობელი შტატის შრომის ბაზარი ფაქტიურად იდენტურია. ქარდმა და კრუგერმა კვლევისთვის სწრაფი კვების რესტორნების შრომის ბაზარი შეარჩიეს, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება მინიმალურია და კანონით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი დიდ ზეგავლენას ახდენს. ამ კვლევის შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:
”მინიმალური ხელფასის ზრდა თუ მოქმედებს უმუშევრობის მატებაზე, მხოლოდ უმნიშვნელოდ. ანუ მინიმალური ხელფასის ზრდა აუცილებლად არ ამცირებს სამუშაო ადგილებს.”
ესაა ამ კვლევის მთავარი დასკვნა, რაც ბევრი ქვეყნისთვის ხელისუფლებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს უმნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საქართველოში მაგალითად კანონით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი 20 ლარია, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა. როდესაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის კანონის ცვლილება განიხილებოდა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეს კანონი ჩააგდო. ფორმალური მიზეზი მაშინ სწორედ ის არგუმენტი გახლდათ, რომ ეს უმუშევრობის ზრდას გამოწვევდა. ასე რომ ნობელიანტი დევიდ ქარდის დამსახურებით ეს ლიბერალური დაშვება უკე წარსულს ჩაბარდა.
ბუნებრივი ექსპერიმენტების სხვა მაგალითები მოიცავდა იმიგრაციის ზეგავლენას შრომის ბაზარზე. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა იმის ცოდნა, რა იქნებოდა იმიგრაციის გარეშე საერთოდ. ამ შემთხვევაშიც დევიდ ქარდმა ბუნებრივ ექსპერიმენტს მიმართ – 1980-იან წლებში მაიმიში კუბელი მიგრანტების დიდი ნაკადი მოაწყდა და სწორედ ამ ფაქტის ზეგავლენის ანალიზი დაიწყო ნობელის პრემიის ლაურეატმა. ქარდმა ვერ აღმოაჩინა ნეგატიური შედეგები ქალაქის მკვიდრი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით განათლების დაბალი დონის მქონეებისთვის – ხელფასი არ შემცირდა, უმუშევრობა კი არ გაიზარდა. სხვა მსგავსმა კვლევებმაც, რაც ამის შემდგომ ჩატარდა გამოაშკარავა, რომ იმიგრაციის მორიგი ტალღა დადებითად მოქმედებს ქვეყანაში დაბადებული მაცხოვრებლების შემოსავალზე, ვინც შეიძლება ამით დაზარალდეს ეს არიან იმიგრაციის წინა ტალღის დროს სხვა ქვეყნიდან გადმობარგებული ხალხია.
განათლების ზეგავლენა შემოსავლებზე
ის, რომ ხარიასხიანი განათლება და შემოსავლების პირდაპირპროპორციული არახალია და ამ თემაზე დისკუსიები დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევები ამ თემაზე არც თუ ისე ხშირად გვხვდება. სწორედ ამაში მდგომარეობს ნობელის პრემიის II ლაურეატის ჯოშუა ენგრისტის დამსახურება. მან 1990-იან წლებში ზემოთხსენებულ ალან კრუგერთან ერთად ადამიანების მიერ განათლებაში დახარჯული წლების კვლევა დაიწყო მათ მიერ გამომუშავებულ შემოსავლებთან მიმართებაში.
რა თქმა უნდა არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც შედარებით ნაკლებ დროში მეტ ცოდნა-განათლებას იძენენ და მაღალი პროდუქტიულობა გააჩნიათ. ამოსავალი კითხვა, რაც ამ კვლევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენისას შეიძლება გაჩნდეს იმაში მდომარეობს, როგორ გავიგოთ მაღალი შემოსავლები ნიჭიერების და მაღალი IQ-ის დამსახურებაა, თუ საკუთრივ განათლებაში დახარჯული წლების?
ამიტომაც ანგრისტმა და კრუგერმა მახვილგონიერება გამოიჩინეს და ამ შემთხვევიშიც ბუნებრივ ექსპერიმენტს მიაგნეს. აშშ-ში მოსწავლეებს სკოლის დამთავრება 16 ან 17 წლის ასაკში შეუძლიათ იმის მიხედვით, თუ რომელ შტატში ცხოვრობენ. ბავშვები, რომლებიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არიან დაბადებულები სკოლაში ერთად შედიან. ასე რომ, ვინც წლის დასაწყისში დაიბადა სკოლის დამთავრება მათზე ადრე შეუძლია, ვინც წლის ბოლოს დაიბადა. ენგრისტმა და კრუგერმა I და IV კვარტალში დაბადებული ადამიანების შედარება დაიწყეს. მათ შეამჩნიეს, რომ პირველი ჯგუფი საშუალოდ სწავლაზე ნაკლებ დროს ხარჯავდა. ამასთანავე ზრდასრულ ასაკში მათ უფრო ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე IV კვარტალში დაბადებულს.
ისინი ვინც წლის დასაწყისში იყო დაბადებული სწავლაზე 1 წლით ნაკლებს ხარჯავდა და 1 წლით ადრე იწყებდა მუშაობას, ვიდრე ისინი ვინც წლის ბოლო დაიბადა. კველევის შედეგად გაირკვა, რომ განათლებაში დამატებით დახარჯული 1 წელი შემოსავლების 9%-იან ზრდას იწვევს.
მონაცემების ანალიზი ანგრისტი კრუგერის კვლევის მიხედვით (1991). ადამიანებს 12 წლიანი განათლებით 12%-ით უფრო მაღალი შემოსავალი გააჩნიათ, ვიდრე 11 წლიანი განათლების შემთხვევაში. ადამიანები 16 წლიანი განათლებით 65%-ით უფრო მაღალი შემოსავლების მქონეები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც განათლებაზე მხოლოდ 11 წელი აქვთ დახარჯული.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბუნებრივი ექსპერიმენტების გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ეს ასე არაა. აღნიშნულმა კვლევებმა, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ტარდებოდა დაგვანახა, რომ ბუნებაში წინასწარ დაუგეგმავი ექსპერიმენტები ხშირად ხდება, ხანდახან ზოგიერთ რეგიონში პოლიტიკის ცვლილების შედეგად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიღებისას სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების ან თუნდაც დაბეგვრის სისტემის და საგასახადო პოლიტიკის ცვლილებისას.
2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა ეკონომიკაში მოძველებული მითები ახლებურად გაიაზრეს და ყველას დაანახეს, იმის მიუხედავად რომ ეკონომიკა ზუსტი მეცნიერება არაა, უამრავი ბუნებრივი ბუნებრივი ექსპერიმენტის მოძებნა შეიძლება ამა თუ იმ ეკონომიკური ღონისძიების, პოლიტიკის თუ ინსტრუმენტის ავკარგიანობის დასადგენად.
2021 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა Netflix-ის ახალი სერიალი ”Squid Game”. ეს პირველი სამხრეთკორეული შოუა, რომელიც სტრიმინგის მსოფლიოს რეიტინგი სათავეში მოექცა. აღნიშნულმა სერიალმა 90 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია.
Netflix-ის ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა აღნიშნა, რომ ”Squid Game” – სტრიმინგის ყველაზე ყურებადი არაინგლისურენოვანი პროექტია. უფრო მეტიც სერიალს ყველა შანსი გააჩნია Netflix-ის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცეს. აშკარაა, რომ თვითონ შემქნელებიც კი არ მოელოდნენ ასეთ წარმატებას და ეს მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
”Squid Game”-მა 100%-იანი შეფასება მიიღო Rotten Tomatoes-ზე და 8.3/10 IMD-ზე. ჰენრი ვონგი The Guardian-დან სერიალს ოსკაროსან «პარაზიტებს» ადარებს. ორივე პროექტის ფუნდამენტური საკითხი სამხრეთ კორეაში არსებული კლასობრივი უთანასწორობაა. როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, სამსახიობო შემადგენლობა და სერიალის გმირები ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელთა დამსახურებით მაყურებელს მოუთმენლად სურს ნამუშევრის ბოლომდე ნახვა, იმის მიუხედავად რომ საკმაოდ ბევრი სისხლიანი და მძიმე სცენაა.
ჩვენ სერიალის დრამატურგიის, სცენარის და წარმოუდგნლად მაღალი პოპულარობის გარჩევას კინემატოგრაფის კუთხით არ ვაპირებთ, ეს საქმე თავისი საქმის პროფესიონალებს დავუტოვოთ. ჩვენ ამ სერიალის საბაზისო საკითხზე – სოციალურ უთანასწორობაზე, კლასობრივ ბრძოლაზე და ჭარბვალიანობაზე გვსურს ყურადღების გამახვილება.
ეკონომიკური უთანასწორობა და კლასობრივი ბრძოლა
ჭარბი მუშაობა, მინიმალური ანაზღაურება და არასტაბილური დასაქმება – ეს ყველაფერი გვიანდელი კაპიტალიზმის ქრონიკული დაავადებებია სამხრეთ კორეაში და არამარტო. ეს სოციალური პრობლემები საკმაოდ ავთენტურად არის ასახული ”კალმარის თამაშში”. სერიალის მთავარი გმირი და სასიკვდილო თამაშების სხვა მონაწილეები ვალებში ჩაფულული პრეკარიატის წარმოადგენლები არიან. პრეკარიატი არამუდმივად დასაქმებული არასტაბილური პროლეტარიატია, სამხრეთკორეული მშრომელების 40%-ზე მეტს სწორედ ისინი წარმოადგენენ.
სამხრეთკორეული ეკონომიკის დირიჟორები კორპორატიული კონგლომერატები არიან, კორეელები მათ Chaebol-ს ეძახიან, ანუ «პლუტოკრატებს». მშრომელების ექსპლუატაცია და სახიფათო შრომითი პირობები ამ მსხვილი კორპორაციების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ეს სერიალშიც ხაზგასმულია, როდესაც პაკისტანური ეთნიკური წარმომავლობის გმირს, ალის, ქარხნის უფრო მის კუთვნილ ხელფასს არ უხდის.
სამხრეთ კორეა წლიური სამუშაო საათების მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე იმყოფება და ასევე მე-3 ადგილზეა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობით.
ერთ-ერთ სერიაში ადგილობრივი ტელევიზიით ვიგებთ, რომ „კორეა მეორე ყველაზე დაკრედიტებული ქვეყანაა მსოფლიოში“, ნიშანდობლივია რომ უშუალოდ თამაშების მონაწილეების უმრავლესობა საკუთარი ნებით თუ გარემოებათა დამთხვევის შედეგად იმდენად არიან ვალებში ჩაძირულები, რომ ნორმალურ ყოფა-ცხოვრებაზე უკვე გადაწურული აქვთ იმედი და მზად არიან გარისკონ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გააჩნიათ, საკუთარი სიცოცხლე.
2016 წელს სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე 10%-ზე საერთო შემოსავლების 45% მოდიოდა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა სპეკულაციებმა საბინაო კრიზისი გამოიწვია, ხოლო სამედიცინო სფეროს და განათლების პრივატიზაციამ სამხრეთ კორეაში სოციალური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძააფრა. ეს კარგად ჩანს სერიალის დასაწყისშიც, როდესაც მთავარი გმირი სონ-გი ხუნის დედა საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ დაზღვევის და შესაბამისი ფულადი სახსრების არქონის გამო სიკვდილის პირას მყოფმა ქალბატონმა საავადმყოფო დატოვა.
1980-იან წლებში სამხრეთ კორეაში ნეოლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივი ბაზრის დაცულობა და ფაქტიურად პროტექციონიზმი განზე გააგდო. ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზარი და რესურსები გაიხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის მუშათა კლასის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. 1990-იან წლების შუახანებში ქვეყანამ 100$ მლრდ.-მდე ოდენობის უცხოური ვალები მიიღო. 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს სამხრეთკორეული ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგანაც უცხოურმა კაპიტალმა ქვეყანა დატოვა. მოსალოდნელი დეფოლტის შიშით სამხრეთ კორეა იძულებული შექმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) მიემართა სესხების მისაღებად.
ერთის შეხედვით სამხრეთ კორეა განვითარებული, მდიდარი ქვეყანაა თუმცა ამის მიღმა ჩაგრული და ექსპლუატირებული მრავალმილიონიანი პროლეტარიატი იმალება. მშრომელების პირობები ხშირად შემზარავი და სავალალოა, როდესაც ისინი იძულებულები არიან 2X2მ-ის ფართობის ოთახები იქირაონ და უფრო უარეს პირობებში იცხოვრონ, ვიდრე ციხეში – დამნაშავეებმა. უფრო მეტი სიცხადისთვის შეგიძლიათ სამხრეთ კორეელი რეჟისორის ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი” იხილეთ, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი “სოციალური უთანასწორობის” თემატიკა.
ეს ვრცელი შესავალი სამხრეთ კორეის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მკითხველს დაეხმარება სერიალის წინაპირობის გასაგებად. ზოგადად სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თემა კორეულ კინემატოგრაფში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის რეალური სახე
პირველი თამაშისთანავე მოთმაშეები იგებენ, რომ სასიკვდილო მახეში მოხვდნენ და მათ ნახევრად სათამაშო სოციუმში მომენტალურად კონსენსუსამდე მისვლის საკითხი დგება დღის წესრგიში – წესების მიხედვით თამაშის დატოვება მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, სულ კი 456 მოთამაშეა. აი სწორედ აქაა დამალული დემოკრატიის მთავარი მახე: ურთიერთსაწინააღმდეგო განზრახვები მოთამაშეების სამკვდრო-სასიცოცხლოდ აპირისპირებს. ადამიანები, ვისაც თამაშის დატოვება სურთ, მათ წინააღმდეგ იწყებენ გააფთრებულ ბრძოლას, ვისაც თამაშში დარჩენა სურს. ეს სიტუაცია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კარგი გამოძახილია, სხვადასხვა იდოლოგიების მატარებლებს ერთმანეთთან ნებსით თუ უნებლიეთ აპირისპირებენ და ხანდახან ეს დაპირისპირებები უკიდურესად მძაფრდება და საქმე სამოქალაქო ომებამდე მიდის.
ამის შემდგომ ყველაზე საინტერესო იწყება: როგორც სერიალიდან ვიგებთ, არჩევანი – ილუზიაა.მაყურებლებს აჩვენებენ, რომ ღარიბების გადარჩენისთვის საბედისწერო თამაში, რეალურად მდიდრების რეალითი შოუა. თამაშის განმკარგულებელი შავ სახასიათო ნიღაბში მოთამაშეებს ატყობინებს, რომ მათ თანასწორი უფლებები აქვთ და გამრჯვების შანსი ნებისმიერ მათგანს გააჩნია. ესაა სწორედ კაპიტალიზმის მთავარი მაქსიმა: თავისუფალი ბაზარი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს წარმატების შანსს, მთავარია სურვილი, უნარები და აზარტი. სწორედ ამ აზრის კულტივირება ხდება დაურეგულირებელი კაპიტალიზმის აპოლოგეტების მიერ ტელევიზიით, რადიოთი, კინოთი თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, რომ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს გამდიდრების და დიდძალი ქონების დაგროვების შანსი აქვთ, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შანსები წარმოუდგენლად მცირეა გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ხალხი თანასწორი არ იბადება, ჩვენი საზოგადოება პრივილეგიების და მკაცრი იერარქიის მანკიერი პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რისი გადალახვაც ძალიან ხშირად ურთულესია.
თამაშის მასპინძელი ხმამაღლა აცხადებს, რომ ყველა ყველა მოთამაშე თანასწორია, მაგრამ ისეთ პირობებს ქმნის, როდესაც მათი უპირატესობა უბრალო შეთხვევაზეა დამოკიდებული. არცერთმა მოთამაშემ წინასწარ არ იცის, თუ რისი თამაში მოუწევს და საშუალებებს ალალბედზე არჩევს. პირველი თუ ბოლო სათამაშო ნომერით ასპარეზობა, ქალებით თუ ძლიერი მამაკაცებით დაკომპლექტებული გუნდი – რა იქნება უმჯობესი წანასწარ არავინ არ იცის. შეთხვევის დამარცხება შეუძლებელია, არჩევნის ილუზია კი მოთამაშეების უმრავლესობას ადამიანურობას უკარგავს, მთავარი გმირის სონ-გი ხუნის გარდა. თავის გადასარჩენად ისინი მზად არიან კონკურენტები სიცოცხლეს გამოასალმონ და ყველაზე სუსტებს იშორებენ თავიდან. რაიმე სამართლიანობაზე საუბარიც კი ზედმეტია, თამაშიც ისეთივე სასტიკია, როგორც რეალობა, უბრალოდ იქ ბევრად უფრო სწრაფად კვდებიან.
ცინიზმის პიკი
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ცინიკური და კომიკურია, როდესაც ეკონომიკური უთანასწორობის და კაპიტალიზმის კრიტიკა ამერიკული კორპორაციის, Netflix-ის მიერ შექმნილ პროდუქტშია გაჟღერებული. Netflix საკუთრივ ამ ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაში საკუთარ აქტიურ როლს თამაშობს. ასე მაგალითად 2020 წელს კომპანიამ რეკორდული მოგება მიიღო, ხოლო ეფექტური საგადასახო განაკვეთის სახით მხოლოდ 0.9% გადაიხადა, $2.8 მლრდიანი მოგების პირობებში, $24 მლნ.